#62510822 · 12 Mar 2026, 20:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dega
| QUOTE | | შენი ნება რომ იყოს არ ჩამოართმევდი ქონებას დღეს იმათ ვინც ეს წლებია გძარცვავს?? |
ისევ ბუნდოვან კითხვებს სვამ, უბრალოდ ეგრე, ჩემს ხოშზე? არა რათქმაუნდა ძლიერ სასამართლოს ვისურვებდი? კი ბატონო
| QUOTE | მოიცა და ის ბებერი ახალგაზრდა არ იყო ან ეს ახალგაზრდა ბებერი არ გახდება? მე რაც გკითხე იმას უპასუხე და კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ//// შვედეთი და დანია ცუდია???? კი თუ არა და მოვრჩეთ |
ვინ რა გახდება მაგას რა აზრი აქ? მე გკითხე - ვისთვის კარგი და ვისთვის ცუდითქო? რო ჩამოყალიბდები ვისთვის მეკითხები, მერე შევძლებ პასუხს.
GიორGი
| QUOTE | ნორდიკული ქვეყნები გარკვეულ სფეროში ერევიან, (მე რომ მკითხო წამყვან სფეროებში) ნუ არა პირდაპირი მაგრამ ირიბი ჩარევვით, მაგ: ალკოჰოლი, ჯანდაცვა, განათლება და ენერგეტიკა.. ნუ ალკოჰოლის გარდა ყველა წამყვანი სფეროა და ფუნდამენტი სახელწიფოსი. შესაბამისად არც ისე ლიბერალური და თავისუფალი ბაზარი არ გამოდის.. საბოლო ჯამში კი მშვენიერ შედეგებს დებენ არამარტო არ სფეროში არამედ თითქმის ყველაფერში.
საბოლოო ჯამში დარგებისადმი ჭკვიანი მიდგომა არ ნიშნავს - სოციალიზს! არც თავაშვებულებაა - ბაზრის მოთხოვნა.
|
"თითქმის ყველაფერში" რა იგულისხმება გააჩნია?! დანიური სტარტაპები იცი? დანიური ინოვაცია? დანიური არმია?
შეადარე აშშ-ს ნებისმიერი ჩრდილოეთ-სკანდინავიური ქვეყანა ინოვაციებში მერე შეადარე ჯანდაცვაში მერე შეადარე რამე კონკრეტულ ქირურგიულ ოპერაციაში რომელსაც ჯანდაცვა არ აფინანსებს
ერთში ერთი მოიგებს, მეორეში მეორე მერე ისევ პირველში და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვის რა ურჩევნია. ვისაც სხვის გამართულზე და გადახდილზე უყვარს - ცხადია სოციალიზმი ურჩევნია.
| QUOTE | საბოლოო ჯამში დარგებისადმი ჭკვიანი მიდგომა არ ნიშნავს - სოციალიზს! არც თავაშვებულებაა - ბაზრის მოთხოვნა. |
სადღეგრძელო ტერმინებია და რას გულისხმობს კონკრეტულად - გაუგებარი. დააზუსტე, მერე ვისაუბროთ.
MUXA
| QUOTE | ძალიან ცუდი შედარება მოიყვანე ძმა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ყველა ხანში შესული უსაქმური იყო და ყველა ახალგაზრდა მშრომელი ფუტკარი.
მე პირადად გადავცდი ახალგაზრდობის წლებს დიდი ხანია და არა მგონია რომელიმე ახალგაზრდას ჩემსავით ნაშრომი ქონდეს გინდა ახალგაზრდობის წლებთან შემიდარე და გინდა ახლანდელ ასაკთან. 14 წლიდან მამაჩემს გვერდში ვედექით მე და ჩემი ძმები სათოხარშიც და საბარავშიც.
დღესაც კი, 2 სამსახურის მერე, შაბათ-კვირას სოფელში გავრბივარ ბაღის მოსავლელად, სათოხნად, სასხლავად და შესაწამლად.
ამიტომ გთხოვთ ნუ დანერგავთ ისეთ ნარატივს, თითქოს ასაკიანი ხალხი პენსიასაც არ იმსახურებენ უსაქმურობის გამო. |
ზოგადად სათოხარი ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე შრომაა და არა წარმოშობს არანაირ ღირებულს.
თემაც ნაწილობრივ ამაზეა.
შრომა არ ნიშნავს რომ ავტომატურად დაფასებას იმსახურებს. მთავარია ადამიანს უნდა თუ არა ეგ შრომა, ნდომაში ვგულისხმობ - ფულს თუ გადაგიხდის მაგ შრომაში და თუ კი - მაშინ რამდენს? ბევრია კიდე მთოხნავი ვინც შენზე ბევრად უკეთ, ბევრად მეტს გათოხნის? მაშინ შენი ნათოხნიც საერთოდ არავის დაჭირდება.
ბევრს ეშლება ეგ
ორი მთავარი შეცდომა არსებობს ამ იდეოლოგიების ეკონომიკური გადმოსახედიდან:
1. გონიათ რომ ფასს წარმოშობს (ფასს ადებს) იშვიათობა 2. გონიათ რომ ფასს წარმოშობს (ფასს ადებს) შრომა
არცერთი არაა სიმართლე, მთავარი არის ვინმეს უნდა თუ არა და რამდენია მომწოდებელი (ასევე ცნობილი როგორც მოთხოვნა-მიწოდება)
რაც იმას ნიშნავს რომ შენ შეიძლება მთელი ცხოვრება მაღაროელი იყო და ხელით ჩიჩქნიდე მიწას მაგრამ შენზე ბევრად მდიდარი და შესაბამისად უფრო ღირებული იყოს ვიღაც ახალგაზრდა ტიპი რომელიც პროგრამას წერს სახლში, თბილად, ჩაისთან ერთად ეკრანის წინ.
აი ამის აღქმიდან იწყება ეკონომიკაში გარკვევა.
--------------------
⎝ Sic semper tyrannis ⎠
|