#62512218 · 13 Mar 2026, 22:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ისტორიის შესახებ ჩემი პოდკასტების სერიის შესახებ ზოგიერთს მოგეხსენებათ, განსაკუთრებულად მაგარი გამოვიდა ჩემი სერია გიორგი ახალკაციშვილთან ერთად, განზრახული გვაქვს თემურ ლენგიდან ერეკლე მეფემდე მთელი ისტორია დავფაროთ, უწვრილესი დეტალებით. გიორგი ჩემიანი, ანუ საუკეთესოა, მასთან ერთად დისკუსია სიამოვნებაა, ისტორია მეც კარგად ვიცი მაგრამ მთავარი ინფორმატორი გიორგია რადგან ამ ეპოქის მკვლევარია და მრავალი სახელძღვანელოს ავტორი.
ოთხივე სერია უმაღლესი ხარისხის პოდკასტია, თავისუფლად შემიძლია გავუწიო პოდკასტებს რეკომენდაცია სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და ნებისმიერი საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ადამიანებს.
ჩვენ ამ საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში მივიყვანთ ბოლომდე, მაგრამ თუ გვიყურებთ მეტი სტიმულით გავაკეთებთ.
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|