ეხლა მოვწვი. ჩრდილოკავკასიელებს ის ცნობილი პრიჩო რო აქვთ, ჩაკის პრიჩოა.
ერთხელ ჩაკ ნორისმა გერმანელების ბომბდამშენი ჩამოაგდო, მან უბრალოდ მას თითი დაუმიზნა და დაიძახა: “ბახ!”.
ჩაკ ნორისს არ სძინავს. ის ელოდება.
ჩაკ ნორისს შეუძლია ქალების დაორსულება უბრალოდ ერთი შეხედვით. მას შეუძლია ეს უქნას კაცებსაც.
ჩაკ ნორისის ცრემლები კურნავს კიბოს. სამწუხაროა, რომ მას არასდროს უტირია.
როდესაც ბუა მიდის დასაძინებლად, ის ამოწმებს კარადაში ჩაკ ნორისი ხომ არ არის.
ჩაკ ნორისი უკვე იყო მარსზე; სწორედ მაგიტომ არ არის იქ სიცოცხლის ნიშნები.
პრეზიდენტ ბუშს ჰქონდა ერაყში ომის შეწყვეტის გეგმა, მაგრამ იმ დღეს ჩაკ ნორისი დაკავებული იყო.
თუ თქვენ ხედავთ ჩაკ ნორისს, ისიც გხედავთ თქვენ; თუ თქვენ ვერ ხედავთ ჩაკ ნორისს, შესაძლოა თქვენ სიკვდილს წამები გაშორებდეთ.
ჩაკ ნორისის მთავარი საექსპორტო პროდუქტი არის ტკივილი.
ცოტა ხნის წინ ჩაკ ნორისს იდეა მოუვიდა გაეყიდა საკუთარი შარდი, როგორც დაკონსერვებული სასმელი. ჩვენ ვიცნობთ ამ სასმელს “რედ ბულის” სახელით.
გთავაზობთ იმის სიას, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ჩაკ ნორისს: .
ჩაკ ნორისმა ბზრიალში დაარტყა ფეხი ღმერთს სახეში – სწორედ ასე მოხდა დიდი აფეთქება.
ჩაკ ნორისი არ კითხულობს წიგნებს, ის მათ აშტერდება სანამ არ მიიღებს საჭირო ინფორმაციას.
ჩაკ ნორისმა დაითვალა უსასრულობამდე, ორჯერ.
29 თებერვალი არის 4 წელიწადში ერთხელ, რადგან ჩაკ ნორისს სურს ასე.
არ არსებობს ევოლუციის თეორია, უბრალოდ სია არსებებისა, რომლებსაც ჩაკ ნორისი აძლევს სიცოცხლის უფლებას.