Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(11)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
100 ყველაზე მდიდარი ქართველი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bachia888
Crazy Member
ჯგუფი: Members
Bachia888
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2823
წევრი No.: 272963
რეგისტრ.: 17-March 24
#62527527
· 24 Mar 2026, 20:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Melano @ 24 Mar 2026, 20:03 )
ამ "ანაგის" მეპატრონეს თავისთვის მოევლო ცოტა
100 კგ მე მგონი
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი. ლორეალის დამფუძნებლის შვილიშვილი.
100 მილიარდამდე აქ.
***ზე არ კიდია ახლა ამ ქალს როგორ გამოიყურება გარეგნულად?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19289
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08
#62527555
· 24 Mar 2026, 20:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
100 ყველაზე მდიდარი ქართველი
სამშენებლო ბიზნესი, ჰიპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკი, რესტორანი/ ღვინო
ძირითადად ეს კატეგორიაა სიაში
მაგარი ქვეყანაა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
artavazi
მეთოთხმეტე მაეგაშირა
ჯგუფი: Members
artavazi
მეთოთხმეტე მაეგაშირა
ჯგუფი: Members
წერილები: 7978
წევრი No.: 263300
რეგისტრ.: 16-August 21
#62527559
· 24 Mar 2026, 20:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ლომთათიძე ბათუმელი თუ არის კასპი რატო დაარქვა საკუთარ კომპანიას
--------------------
*რუსეთი უნდა დაინგრეს
"თურმე, რამდენი ბეწვიც არის ამ ქუდში - იმდენი დევია შიგ. რამდენჯერაც დაარტყამს ჯოხს, იმდენი დევი გამოვარდება".
ქართული ზღაპრიდან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bachia888
Crazy Member
ჯგუფი: Members
Bachia888
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2823
წევრი No.: 272963
რეგისტრ.: 17-March 24
#62527573
· 24 Mar 2026, 20:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
artavazi
კასპიის ზღვის პონტში ალბათ.
ან კასპში ჰყავს შეყვარებული.
merciamercia
ყველაზე მდიდარი ხოა ახალ ტექნოლოგიებში.
სტილითაც ძალიან ბაძავს კომპიუტერულ გენიოს მილიარდერებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Vladimer1994
o(-_-)o
ჯგუფი: Members
Vladimer1994
o(-_-)o
ჯგუფი: Members
წერილები: 8554
წევრი No.: 266566
რეგისტრ.: 14-May 22
#62527581
· 24 Mar 2026, 20:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Cadmus @ 24 Mar 2026, 12:23 )
ჩავათვალიერე ცალი თვალით
95. დავით ხეჩიკაშვილი
ქონება (მილიონი ₾): 88,09
წყარო: აი-ბი-ჯი
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 25
დავით ხეჩიკაშვილი ფლობს 40%- იან წილს შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი მთავარი საქმიანობა არის ავტომობილებისა და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების გაყიდვა და ავტომობილების საგარანტიო მომსახურება. დავით ხეჩიკაშვილი ბიზნესმენისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის შვილია.
ნეხუია სებე, მანქანის ნაწილების 40 % წილი ტოვებს ამდენ ლიმონს ?
ვერ მოხვდი სიაში ?
სხვა გადამზიიდებიც არ ჩანან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tozi777
არა ბრაკონიერობას!!! კი არა დედისტყვნა მაგათ!
ჯგუფი: Members
tozi777
არა ბრაკონიერობას!!! კი არა დედისტყვნა მაგათ!
ჯგუფი: Members
წერილები: 9439
წევრი No.: 57965
რეგისტრ.: 9-April 08
#62527583
· 24 Mar 2026, 20:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(artavazi @ 24 Mar 2026, 20:37 )
ეს ლომთათიძე ბათუმელი თუ არის კასპი რატო დაარქვა საკუთარ კომპანიას
კასპის სოფელ მეტეხის აგურში იშოვა პირველი მაყუთი.
მეტეხის დარქმევა უნდოდა , მაგრამ ენა მოიტეხეს უზკაგლაზ3ბმა მაგ სიტყვაზე და კასპი დაარქვა მერე.
--------------------
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sulo
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sulo
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 31390
წევრი No.: 25566
რეგისტრ.: 12-November 06
#62527598
· 24 Mar 2026, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წავიკითხე როგორც ეკონომიკის სფეროები.. ძირითადში ვიყიდე გავყიდეა.... სამწუხაროდ...
რამდენიმე ნომანკლატურული ყლაპიტალისტი ან ნომკლატურული ყლაპიტალისტის შვილიკო....
და მაინც მომუშავე ეკონომიკაა. და მომეწონა...
This post has been edited by
sulo
on 24 Mar 2026, 21:12
--------------------
Go vegan, be free
ტყუილია.
ვარ ვეგანი, სად არის თავისუფლება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Vladimer1994
o(-_-)o
ჯგუფი: Members
Vladimer1994
o(-_-)o
ჯგუფი: Members
წერილები: 8554
წევრი No.: 266566
რეგისტრ.: 14-May 22
#62527600
· 24 Mar 2026, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(artavazi @ 24 Mar 2026, 20:37 )
ეს ლომთათიძე ბათუმელი თუ არის კასპი რატო დაარქვა საკუთარ კომპანიას
პირველ რიგში საკუთარი კომპანია არაა
სხვისი კომპანიაა მეწილეა
ალბათ კასპიის ზღვის პონტში ქვია
პ.ს ამ კასპიკზმ დაითრია ჰებსიბურადა
ტრენდიულის ანალოგი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Irakly
Older
ჯგუფი: Members
Irakly
Older
ჯგუფი: Members
წერილები: 3615
წევრი No.: 5873
რეგისტრ.: 4-August 04
#62527609
· 24 Mar 2026, 21:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Bachia888 @ 24 Mar 2026, 12:17 )
Forbes Georgia-მ, თავისი 15-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ქვეყნის 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი წარადგინა. ეს არ არის მხოლოდ ციფრების ერთობლიობა - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდა.
"ახალი თავი Forbes Georgia-ს ისტორიაში: თქვენ წინაშეა საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი. ჩვენ უკვე 15 წელია, ვწერთ მდიდარ ადამიანებზე, თუმცა ქვეყნის კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი", - წერს გამოცემა.
რეიტინგის მიხედვით, ასეულში შემავალი ადამიანების ჯამური ქონება 60.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 60%-ია. საინტერესოა, რომ სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სწორედ სიის სათავეშია - პირველი ხუთეული მთლიანი ქონების თითქმის ნახევარს ფლობს.
Ambebi.ge უმდიდრესი ქართველების სიიდან 10 მილიარდერის შესახებ გიამბოთ, რომელთა გავლენა ქართულ ბაზარზე ძალიან დიდია:
1. მიხეილ ლომთაძე - უპირობო ლიდერი
სიის სათავეში 15.8 მილიარდი ლარით მიხეილ ლომთაძე მოექცა. ყაზახური ციფრული გიგანტის, "კასპის" (Kaspi) CEO და თანადამფუძნებელი, გლობალურ რეიტინგში 597-ე ადგილს იკავებს. ბათუმში დაბადებულმა ბიზნესმენმა, რომელმაც განათლება თბილისში მიიღო, კაპიტალი ყაზახეთში დააგროვა. საინტერესოა, რომ ის ახლა ინგლისურ საფეხბურთო კლუბ "უიკომბ უონდერერსსაც" ფლობს.
2. ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი
მეორე ადგილზე 7.2 მილიარდი ლარით ბიძინა ივანიშვილია. მისი ქონება, რომელიც ძირითადად ინვესტიციებიდან მოდის, გლობალურ სიაში 1362-ე პოზიციას შეესაბამება. სტატიაში ნახსენებია მისი ცნობილი ფრაზაც: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება. ორასი მილიონი საკმარისია. დანარჩენი მხოლოდ სპორტია".
3. გიორგი ჯოხთაბერიძე - 2.76 მილიარდი ₾
"მაგთიკომის" დამფუძნებელი მესამე პოზიციას მყარად ინარჩუნებს. ტელეკომუნიკაციების სფეროს ლიდერი და ედუარდ შევარდნაძის სიძე, ბიზნესის გარდა, ხელოვნების უმსხვილესი კოლექციონერია. მისი ოჯახის კოლექციიდან 3500-მდე ნამუშევარი მის მიერვე დაფუძნებულ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
4. ირაკლი რუხაძე - 2.22 მილიარდი ₾
"ლიბერთი ბანკის", "მაგთის" წილისა და "რუსთავის ფოლადის" მფლობელი მეოთხე ადგილზეა. რუხაძე, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია, კაპიტალს მრეწველობასა და ფინანსურ სექტორში აკონტროლებს. რუხაძე 2026 წლამდე ფლობდა საქართველოს ყველაზე რეიტინგულ ტელეარხ "იმედს“, რომელიც დღემდე წაგებაზე მუშაობს
5. თემურ ჭყონია - 1.74 მილიარდი ₾ (კოკა-კოლა და მაკდონალდსი)
თემურ ჭყონია ერთადერთი ბიზნესმენია, რომელმაც მოახერხა და Gen-Z თაობისთვის "ქულ" ტიპად იქცა. ის ფლობს "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 87%-ს და "მაკდონალდსის“ 90%-ს. მისი ბიზნესი 1993 წლიდან იწყება, როცა საქართველოში პირველი "კოკა-კოლა" ჩამოასხეს. ჭყონია იმდენად პოპულარულია, რომ 2024 წელს TikTok-ზე სიმღერაც კი მიუძღვნეს: "ყველაზე მაგარი კაცი არი თემური / Gen-Z თაობისგან ასიანი ქებული“.
6. პაატა კურტანიძე - 1.56 მილიარდი ₾ (ავერსი)
"ავერსის“ დამფუძნებელი ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა. მისი იმპერია მოიცავს ქვეყნის მე-10 ყველაზე შემოსავლიან სააფთიაქო ქსელს, ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი რაციონალს“ და კლინიკების ქსელს, რომელიც მოგების მიხედვით საქართველოში მესამე ადგილზეა.
7. გიორგი რამიშვილი - 1.48 მილიარდი ₾ (სილქ როუდ ჯგუფი)
გიორგი რამიშვილი, "სილქ როუდ ჯგუფის“ მმართველია. მის პორტფელშია "სილქნეტი“, რომელმაც თავის დროზე "ჯეოსელი“ შეიერთა, ასევე ფეშენებელური სასტუმროები: "რედისონ ბლუ ივერია“ და "ტელეგრაფი“. საინტერესო ფაქტი: 2010-იანებში ის დონალდ ტრამპთან ერთად საქართველოში "ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავდა, თუმცა პროექტი ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუქმდა.
8. კახაბერ ოქრიაშვილი - 1.14 მილიარდი ₾ (PSP)
ოქრიაშვილი PSP-ს აქციების 95%-ს ფლობს. გარდა წამლების ბიზნესისა, ის პოლიტიკური "რეკორდსმენია" - 20 წლის განმავლობაში პარლამენტის ხუთი მოწვევის წევრი იყო. საინტერესოა მისი პოლიტიკური გზა: ის დეპუტატის მანდატს ფლობდა ჯერ "ნაციონალური მოძრაობიდან“, შემდეგ "ქართული ოცნებიდან“, ბოლოს კი ისევ "ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდა.
9. ხვიჩა მაქაცარია - 1.13 მილიარდი ₾ (თელასი, თბილისი ენერჯი)
ხვიჩა მაქაცარიასთან ფლობს წილებს "თბილისი ენერჯისა“ და "თელასში“, რომლებიც დედაქალაქის ენერგომომარაგების მონოპოლისტები არიან. 2022 წელს მან მობილური ოპერატორი "სელფი მობაილიც“ (ყოფილი "ბილაინი“) შეიძინა.
10. გია გორგოშაძე - 1.04 მილიარდი ₾ (გორგია)
გია გორგოშაძე "გორგიას“ ერთადერთი მფლობელია - რეგიონის უმსხვილესი კომპანიისა მშენებლობისა და რემონტის დარგში, რომელიც 1998 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოს 8 ქალაქში ჯამში 13 ფილიალს მართავს.
11. ვახტანგ კარიჭაშვილი, ქონება (მილიონი ₾): 835,32
წყარო: ქართული სპირტი
სფერო: ალკოჰოლური სასმელები
ასაკი: 53
ვახტანგ კარიჭაშვილი 80%-იან წილს ფლობს 2017 წელს დარეგისტრირებულ შპსში „კ და ქართული სპირტი“. კომპანია და მასთან დაკავშირებული საწარმოთა ჯგუფი საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს, აწარმოებს ღვინოსა და საკონიაკე სპირტს. ვახტანგ კარიჭაშვილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.
12. მაკა ასათიანი, ქონება (მილიონი ₾): 806,56
წყარო: TRADE STONE IBERIA
სფერო: ავტოინდუსტრია და ვაჭრობა
ასაკი: 52
მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის მფლობელობაში რამდენიმე მსხვილი კომპანიაა. მათ შორისაა „მერსედეს-ბენც ჯორჯია“ (შპს „აკა”),
რომელსაც ასათიანი დასთან და დედასთან ერთად ინაწილებს და უძრავი ქონების კომპანია შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“. ამ უკანასკნელის გავლით ასათიანი 30%-ს ფლობს ყულევის ახალი ნავთობტერმინალის ოპერატორ „ბლექ სი პეტროლიუმში“, რომელმაც
ოქტომბრიდან რუსეთიდან შემოტანილი ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო.
13. ლევან ფხაკაძე, ქონება (მილიონი ₾): 791,73
წყარო: ალმა
სფერო: ავტოგასამართი სადგური და გარე
რეკლამა
ასაკი: 52
ლევან ფხაკაძე დივერსიფიცირებულ პორტფელს ძმასთან, სოსო ფხაკაძესთან ერთად ფლობს. ის მოიცავს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, სარეკლამო კომპანია „ალმას“ და „ვ-ჯეო რესტორნებს“, რომელიც აერთიანებს სწრაფი კვების ობიექტების ქსელებს
– „ვენდისს“, „საბვეისა“ და „დანკინ დონათსს“. თუ კომპანიების უმეტესობაში ძმები აქციებს თანაბრად იყოფენ, „ვისოლში“ 7%-ით დიდი წილი ლევანს სოსოზე მდიდრად აქცევს.
14. სოსო ფხაკაძე, ქონება (მილიონი ₾): 767,24
წყარო: ალმა
სფერო: ავტოგასამართი სადგური და გარე
რეკლამა
ასაკი: 54
სოსო ფხაკაძეს ძმასთან, ლევან ფხაკაძესთან ერთად, დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს – მას ეკუთვნის 31%-იანი წილი „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში“ და აქციების 50% სარეკლამო კომპანია „ალმასა“ და „ვ-ჯეო რესტორნებში“. ეს უკანასკნელი აერთიანებს სწრაფი
კვების ობიექტების ქსელებს – „ვენდისს“, „საბვეისა“ და „დანკინ დონათსს“. სოსო ფხაკაძე „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტიცაა, რომელიც მსხვილი კომპანიების ინტერესებს იცავს.
15. მინდია საბანაძე, ქონება (მილიონი ₾): 766,98
წყარო: სითი მოლი
სფერო: უძრავი ქონება
ასაკი: 55
მინდია საბანაძე ფლობს „აი ჯი დეველოპმენტს“, რომელიც ოქტომბერში „ფორბსმა“ ყველაზე ძვირადღირებულ უძრავი ქონების მართვის კომპანიად დაასახელა. „აი ჯი დეველოპმენტს“ ეკუთვნის „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“.
16. თემურ კოხოძე, ქონება (მილიონი ₾): 758,27
წყარო: თეგეტა
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 67
თემურ კოხოძის ყველაზე მსხვილი ბიზნესი კომპანია „თეგეტა მოტორსია“, სადაც აქციების 92%-ს ფლობს. „თეგეტა“ 1995 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე მცირე მაღაზია იყო. 2025 წელს „ფორბსმა“ „თეგეტა“ საქართველოს მე-6 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა. მათი საქმიანობა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც მოიცავს. კოხოძე პარლამენტარი იყო 2008-2012 წლებში.
17. მამუკა ტოგონიძე, ქონება (მილიონი ₾): 740,15
წყარო: თელასი
სფერო: კომუნალური სერვისი
ასაკი: 52
მამუკა ტოგონიძეს 25%-იანი წილი ეკუთვნის კომპანია „თბილისი ენერჯიში“, რომელსაც მონოპოლია აქვს საქართველოს დედაქალაქის გაზით მომარაგებაზე.
18. მამუკა ხაზარაძე ქონება (მილიონი ₾): 732,28
წყარო: თიბისი ბანკი
სფერო: ფინანსები და დეველოპმენტი
ასაკი: 59
მამუკა ხაზარაძე TBC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციების 10%-ის მფლობელია. 1992-2019 წლებში იყო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მას ასევე ეკუთვნის კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ 25%-იანი წილი. 2019 წელს პოლიტიკაში გადაინაცვლა – დააფუძნა პარტია „ლელო“. იყო პარლამენტის წევრი 2020-21 წლებში.
19. გიორგი დიასამიძე, ქონება (მილიონი ₾): 600,03
წყარო: თოდუას კლინიკა
სფერო: ჯანდაცვა
ასაკი: 27
გიორგი დიასამიძეს უკუთვნის თოდუას კლინიკა, რომელიც ბაბუამისმა, ფრიდონ თოდუამ, 1991 წელს დააარსა. თოდუას კლინიკას ამჟამად სამი ფილიალი აქვს თბილისში.
20. დავით ბეჟუაშვილი ქონება (მილიონი ₾): 593,36
წყარო: ჯიაიჯი
სფერო: დივერსიფიცირებული
ასაკი: 57
დავით ბეჟუაშვილი 1994 წელს დაარსებული „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ჰოლდინგის მმართველობაში მრავალფეროვანი პორტფელია, რომელიც მოიცავს კომპანიებს 10-ზე მეტი ინდუსტრიიდან, მათ შორის ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.
ასეულის დანარჩენი წევრები აქ
https://forbes.ge/saqarthvelos-100-umdidresi-metsarme/
ასეულში 12 ქალია: მაკა ასათიანი, ევროპროდუქტი მფლობელი ნინო ბრეგვაძე, ანაგის მფლობელი ნანა აროშიძე, ბეთლაივის მფლობელი ნანა ჯანაშია, რიკო კრედიტის მფლობელი დალი ურუშაძე. პეის ჯორჯიას მფლობელი ლაურა ლარიონი, ნიკორას თანამფლობელები თალიკო ცირეკიძე და მაკა სალუქვაძე, კავკასიის უნივერსიტეტის მფლობელი ხატია გოგლიძე, ალტას თანამფლობელი თეა კაკაბაძე, აიესარის თანამფლობელი ნანი ანდიაშვილი, გუდვილის მფლობელი ირინე ქოსაშვილი.
ნუ. ეგ სტატისტიკა, რომ დაფიქრდე ცუდი არ არის. (ქართველებმაც იშოვეს მილიარდები). მისასალმებელია. (მამა ვაკე).
ისე ზოგადად ეგ არის ზუსტადაც ლუსტრაცია ამ ქვე(ყ)ნის.
ტიპებს მილიარდები აქვთ. რაში დახარჯონ არ იციან.
უმრავლესობა კიდე ლარებს დასდევს და დედიკოების პენსიის იმედზე არიან.
მაგრამ, რაც მაკვირვებს ის არის. საკუთარ კომპანიებშიც, მათხოვრულ ხელფასზე ამუშავებენ სასტავს.
ალბათ ეგ კომპანიები შირმად აქვთ უბრალოდ. ბიუჯეტს ავსებენ. თვალის მოსახვევად.
https://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-19.htm
16. და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?
17. ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.
18. უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;
19. პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
20. უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ?
21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
23. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში.
--------------------
Older
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hermosa
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Hermosa
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19766
წევრი No.: 206810
რეგისტრ.: 24-August 15
#62527618
· 24 Mar 2026, 21:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გაქტიურად გამზადებული სიაა მომავალი პატრიოტი ხელიაუფლებისთვის
წამაახედა ბესარიონიჩიი:-)))
ეს ხუმრობით
ნეტა უფრო ბევრი მილიარდერი გვყავდეს თან პოლიტამბიციებით რა კონკურენცია იქნებოდაა კარტოფილსა და ხახვს სტაფილო და ბოლოკიც დაემატებოდა, ცხვარსა და ოციანს კეჟერა ფხალი და მჭადი
ისე სპლიყვი რატო ვერ
მოხვდა? ეტყობა დიფსტეიტის ამბავში ჩაბლოკეს
This post has been edited by
Hermosa
on 24 Mar 2026, 21:28
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bachia888
Crazy Member
ჯგუფი: Members
Bachia888
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2823
წევრი No.: 272963
რეგისტრ.: 17-March 24
#62527620
· 24 Mar 2026, 21:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Irakly @ 24 Mar 2026, 21:19 )
23. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში.
ანუ ტყუილად ხარჯავენ ფულს შემოწირულობებში, მამაოების ჯიპებსა და დიდი ზომის ძვირიან კელაპტრებში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dega
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
dega
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 128832
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10
#62527621
· 24 Mar 2026, 21:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
30 წელიწადში რომ მილიარდს იშოვი საქართველოში
ესეიგი მარტო ციხე არ კმარა
ქონების ჩამორთმევა
და მთელი ცხოვრება ოთხ კედელში
ბილ გეითს და მასკის დასჭირდა 15 წელი მილიარდადმდე
--------------------
მიზეზის გარკვევამდე განაჩენი მხოლოდ ხისთავიანებს გამოაქვთ !!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
artavazi
მეთოთხმეტე მაეგაშირა
ჯგუფი: Members
artavazi
მეთოთხმეტე მაეგაშირა
ჯგუფი: Members
წერილები: 7978
წევრი No.: 263300
რეგისტრ.: 16-August 21
#62527626
· 24 Mar 2026, 21:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ისე რომ დაფიქრდე რაში უნდა დასჭირდეს ადამიანს მილიარდები? მაქსიმუმ რამოდენიმე მილიონითაც მშვენიერად იცხოვრებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dega
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
dega
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 128832
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10
#62527628
· 24 Mar 2026, 21:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
artavazi
QUOTE
ისე რომ დაფიქრდე რაში უნდა დასჭირდეს ადამიანს მილიარდები?
შთამომავლობას გადაცემს
იციან ყოველთვის არ იქნება საქაფავი და თავის დედას ბუშტს გაუჭირდება....
ამიტომ უტოვებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pibe
Plus Ultra
ჯგუფი: Members
pibe
Plus Ultra
ჯგუფი: Members
წერილები: 6352
წევრი No.: 33847
რეგისტრ.: 26-April 07
#62527632
· 24 Mar 2026, 21:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
23. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში.
შეიძლება მაგ წინადადების პერიფრაზირებაც, მაგრამ ამჯერად იყოს.
ბოლოს მაინც ყველა ერთ ადგილას მივდივართ. მდიდარი, ღარიბი, თეთრი, შავი.. ერთ ადგილას მივდივართ იმიტომ, რომ ერთი ადგილიდან მოვედით ყველა.
დანარჩენი ამ ყოფიერების სისულეეები რაშიც ვართ გახვეული სასაცილოა საერთო ჯამში, უბრალოდ თავი ხო უნდა გავიტანოთ რამით.
...
მდიდარი არ ნიშნავს იყო ცუდი აპრიორი. ასეთი "ჩავარდნები" ნამდვილად გააჩნია ქრისტიანიზმს რაშიც არ ვეთანხმები.
ვინც ფულის შოვნა ვერ შეძლო ის რომ ცუდი თვალით უყურებს მას ვინც ეს შეძლო.. საფუძველშივე არაა საღი მიდგომა.
--------------------
VIVA LA LIBERTAD!
Los tiempos difíciles crean hombres fuertes; los hombres fuertes crean tiempos fáciles; los tiempos fáciles crean hombres débiles; y los hombres débiles crean tiempos difíciles.
Usted es tonto porque es comunista o es comunista porque es tonto?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(11)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0967 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.