გასაგებია რომ ელემენტარულს ვერ იგებ, მაგრამ საკუთარი არგუმენტები მაინც ჩამოყაჭე ისე, რომ ლოგიკასთან ახლოს იყოს.
შენ წერდი რომ ვიეტნამმა მოიგო ომიო და ისე დახატე სიტუაცია, თითქოს ამერიკას ომი ჰქონდა სუვერენულ სახელმწიფო ვიეტნამთან და დამარცხდა და თავისი იმპერიალისტური მიზნები ვერ შეასრულა თურმე )))
ელემენტარული ისიც კი არ იცოდი ომი რისთვის დაიწყო ან ვინები ომობდნენ.
ტიპიურ რუსულ პროპაგანდას იმეორებ, ოღონდ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებ, მართლა გჯეროდა რასაც წერდი
რუსთუმე და რუსეთისგან დაბოლილი იდიოტები იმეორებენ მაგას, რომ ამერიკა ვიეტნამმა დაამარცხა ომში და ამერიკის მიზანი იყო ვიეტნამის ოკუპაცია.
ნუ, ერთადერთი შენთვის სასიხარულო ის არის, რომ ამ ფორუმზე იუზერების დიდ ნაწილს უჭირს ელემენტარული აზროვნება და მარტივი პოსტებიდან აზრიც კი ვერ გამოაქვთ.
ასე რომ, მარტო არ ხარ მაგ ამბავში
ბოლოს მაინც გამოვიჩენ სიკეთეს და უფრო მარტივი ენით აგიხსნი
ამერიკა არ ეომებოდა ვიეტნამს ანუ არ იყო კლასიკური ომი. ამერიკის მიზანი ვიეტნამის ოკუპაცია არ იყო. ასე რომ, იმპერიალისტური მიზნები არ ჰქონია. სამხედრო კუთხით ომი არ წაუგია.
რაც შეეხება პოლიტიკურ მარცხს და სტრატეგიული კუთხით, ეგ მიწერია კიდეც, ანუ მაგ მხრივ დამარცხდა.
არავინ ამბობს რომ ამერიკამ მოიგო ეგ დაპირისპირება კომუნისტურ ბანაკთან.
ასე რომ, შემდეგ რამე ბრალდებას რომ წაუყენებ ამერიკას ის მაინც გაარკვიე ვის ეომებოდა
საბოლოო ჯამში დამარცხდა ვიეტნამი და ვიეტნამელი ხალხი, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემა.
ერთი ომი არ აქვს ამერიკას წაგებული რაც მონროს დოქტრინას შეეშვა წმინდა სამხედრო კუთხით.
სტრატეგიული კუთხითაც წაგება საკამათოა, რადგან თავად ამერიკას არაფერი დამუქრებია და არც მისი ჰეგემონია შერყეულ- წააგო იმ ქვეყნებმა, რომელთა ჭაობიდან ამოთრევას ამერიკა ცდილობდა.