#62551866 · 11 Apr 2026, 14:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
8 აპრილს საკმაოდ შეთხელებული იყო ხალხი... როგორც კი ხმა გავარდა დარბევას უპირებენო 20 დან 50 ათასამდე ადამიანი მოგროვდა.. განსაკუთრებით ცენტრალური უბნებიდან.....
მოკლედ ის ათი ათასობით ადამიანი იქ რომ იყო.... შჯობს სოცოცხლესა ნაძრახსა პრინციპით იყო იქ მისული... ყველამ იცოდა რომ სასიკვდილო საფრთხეში იგდებდა თავს.. არა მარტო დაღუპულები არამედ რუსთაველზე იმ დღეს მისული ყველა გმირი იყო.... და არის.....
რაც შემეხება მე .. გარეუბანში ვცხოვრობ.... დარბევას რომ უპირებდნენ ვერ გავიგე, თორემ მეც მივიდოდი იმ ღამეს.... მეორე დილას კომენდანტის საათის დროს ფეხით მივედი უნივერსიტეტის ეზოში სადაც ისევ ვიკრიბებოდით სტუდენტობა... მიუხედავად დარბევის ათასობით ადამიანი მაინც იდგა უნივერსიტეტთან.. გზაში დაჭრილი ბიჭი შეგვხვდა... გზები გადაკეტილი იყო... და ზოოპარკის გავლით მდინარე ვერაზე გადებული მილით გადავედით უნივერსიტეტში.. ზუსტად მანდ შეგვხდა ის დაჭრილი ბიჭი, რომელიც ამხანაგს მოჰყავდა.. უნივერსიტეტში რუსები ტანკებით დასდევდნენ სტუდენტებს და შიგა და შიგ ისროდნენ.. მაინც არავინ მიდიოდა..... ბოლოს ეტყობა ბრძანება მიიღეს და გაიკრიფნენ რუსები.. და ჩვენც წამოვედით სახლში... ახალგაზრდებს უმეტესობას შავები ეცვა... მე შავი ტანსაცმელი ასე სწრაფად ვერ ვიშოვე და დიდი შავი ჩანთით დავდიოდი... გზაში მანქანები გვიპიპინებდნენ.. იცოდნენ რომ ისევ მიტინგზე მივდიოდით.
--------------------
Go vegan, be free ტყუილია.
ვარ ვეგანი, სად არის თავისუფლება?
|