ფბ-დან:
https://www.facebook.com/irakli.melashvili....tPkqf1eGeE3QHdl20-21 ივნისის ღამეს, უკრაინელებმა დრონებით დაბომებს ყირიმის ნახევარკუნძულისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო- ლოგისტიკური, ენერგეტიკული და სამხედრო ინფრასტრუქტურა.
ლოჯისტიკა და ტრანსპორტი.
დაიბომბა:
- ქერჩის საბორნე გადასასვლელზე და ბორანი „პანაგაია“.
- ხიდი გენიჩესკის სრუტეზე: დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტს, რომელიც ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილს ყირიმთან აკავშირებს.
- პორტები ქერჩსა და ევპატორიაში: ადგილობრივი წყაროები იტყობინებოდნენ აფეთქებებზე ქერჩის პორტის ზონაში და რუსული საჰაერო თავდაცვის მოგერიების წერტილებში.
ენერგეტიკა:
- კრასნოდარის მხარეში მდებარე დაბა ჩუშკას ნავთობტერმინალი.
- სიმფეროპოლში „ტავრიის“ მძლავრი ორთქლგაზოვანი ელექტროსადგური (470 მეგავატი); დრონების დარტყმის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
- გაზგამანაწილებელი სადგური (ჟურავლიოვკა): სიმფეროპოლთან მდებარე ობიექტი, სადაც NASA-ს თანამგზავრებმა ხანძრის კერები დააფიქსირეს.
- გაზსადენი სოფელ ლოხოვკაში, აფეთქების შედეგად გაზსადენი მწყობრიდან გამოვიდა.
- ნავთობგაზის საცავი „ტეს“ (ТЕС): დაფიქსირდა დრონის პირდაპირი მოხვედრა საწვავის რეზერბუარებზე.
სამხედრო ობიექტები:
- ბელბეკის აეროდრომი: დარტყმები განხორციელდა სამხედრო აეროდრომის მახლობლად განლაგებული საჰაერო თავდაცვის მობილური ჯგუფების პოზიციებზე.
ვინაიდან უკრაინელების დარტყმების საფრთხის გამო ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანების გადაადგილება კარგა ხანია სრულად აკრძალულია, ხოლო დონბასიდან ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო გზები უკრაინული დრონების ძალიან მკაცრი საცეცხლე კონტროლის ქვეშაა, ქერჩის სრუტეზე გამავალი ბორანი დღემდე ნახევრაკუნძულის მომარაგების ძირითადი არტერია იყო.
ამ ღამის ოპერაციის შედეგად, რომელსაც სამხედრო ანალიტიკოსები ყირიმის „ლოგისტიკურ ბლოკადას“ (Logistics Lockdown) უწოდებენ) საბორნე მიმოსვლა და შეჩერებულია, ნახევრაკუნძულის 2.5 მილიონიანი მოსახლეობა, იქ ჩასული ტურისტებით (ომის მიუხედავად რუსები მაინც ჩადიოდნენ) მომარაგების გარეშე დარჩა. ყირიმის გაულაიტერმა, აქსიონოვმა, დღეს დილით გამოაცხადა, რომ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის თავისუფალი გაყიდვა დროებით აიკრძალა. რამდენად დროებითაა, ანუ რა გზებიტ აღადგენენ კუნძულის მომარაგებას, ეს გამოჩნდება.
გარდა ამისა, ლოხოვკაში გაზსადენზე დარტყმამ და ჟურავლიოვკას გაზგამანაწილებელ სადგურზე ხანძარმა სერიოზულად დაარღვია ნახევარკუნძულის გაზმომარაგება.
სიმფეროპოლში „ტავრიის“ მძლავრი თბოელექტროსადგურის ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოყვანამ ნახევარკუნძულის ენერგოსისტემაში მძიმე ავარია და შუქის გამორთვა გამოიწვია. „ყირიმენერგომ“ შუქის დროებითი გამორთვის გრაფიკი შემოიღო. სატუმბი სადგურების ელ მომარაგებით შეწყვეტის გამო, სევასტოპოლს, ცენტრალურ და სამხრეთ ყირიმს ასევე არ მიეწოდება სასმელი წყალი.
* * *
https://www.facebook.com/irakli.melashvili....fiv9SNut2yKvXMl2026 წლის ივნისში დიდი შვიდეულის და ბოლო რამშტაინის შეხვედრებზე უკრიანისთვის დახმარების გამოყოფაზე მიღებული გადაწყვეტილებები:
1. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები :
- PURL ინიციატივის (Prioritised Ukraine Requirements List) მექანიზმების გამოყენებით ცხრა ქვეყანა, გერმანია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი + ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ლატვია, ისლანდია, ავსტრალია უკრიანისთის შეისყიდის1 მილიარდი დოლარის ჰაერსწაინააღმდეგო სისტემების რაკეტებს (Patriot PAC-3 ). ეს უმნიშვნელოვანესი დახმარებაა უკრაინისთვის, რადგანაც Patriot PAC-3 რაკეტები მუშაობს რუსული ბალისტიკის, "ცირკონები“ „კინჟალები“ და ა.შ. წინააღმდეგ. ეს რუსული ბალისტიკა კი უკრაინას ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნიდა, რადგანაც უკრაინელებს აღარ ჰქონდათ ბალისტიკის საწინააღმდეგო რაკეტები.
- გერმანია, მეორე მექანიზმის, Jumpstart (აშშ-ის Foreign Military Sales პროგრამა, რომელიც Patriot-ის რაკეტების (PAC-3) პირდაპირი და სწრაფი შესყიდვის საშუალებას იძლევა) გამოყენებით დამატებით შეისყიდის 200 მილიონი დოლარის Patriot-ის რაკეტებს (PAC-3) უკრაინისთვის.
- დიდი ბრიტანეთი $ 330 მილიონს (რუსული გაყინული აქტივებისგან მიღებული შემოსავლებით — ERA loan-ის ფარგლებში) გამოყოფს 350+ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტისა (მათ შორის Lightweight Multirole Missiles — LMM) და რადარებისთვის (ground-based radar systems).
2. დრონები
- დიდი ბრიტანეთის პაკეტი (~£752 მილიონი / ~$1 მილიარდი) - დააფინანსებს უკრაინაში 150 000 დრონის წარმოებას.
- 1 მილიარდი დოლარი გამოიყო უკრაინაში მოკლე, საშუალო და გრძელი დისტანციის (long-range), დრონების წარმოებისთვის;
- ნიდერლანდებმა გამოყვეს 500 მილიონი დოლარი საშუალო და გრძელი დისტანციის დარტყმითი დრონ-ფრთოსანი რაკეტებისთვის (cruise missile drones). უკრაინის თავდაცვის მინისტრის (ფედოროვის) თქმით დაახლოებით 700 ცალ საშუალო და გრძელი დისტანციის დრონ-ფრთოსანი რაკეტის მიწოდებაზეა საუბარი .
გერმანიამ აგრეთვე განაცხადა რომ ის გადასცემს დიდ რაოდენობა "ჰაერი ჰაერის" რაკეტებს უკრაინას, რომლებსაც ამერიკული F 16 და შვედური Saab JAS 39 Gripen - ები გამოიყენებენ რუსული ავიაციის წინააღმდეგ.
ბრიტანეთი წლის ბოლომდე გადასცემს უკრაინას მიწა - მიწა (ან ზედაპირი - ზედაპირი) რაკეტებს, რომლებიც არის Atacams--ის კლასის, მაგრამ უფრო შორსმროლელია. ბრიტანეთმა მას შემდეგ მიიღო ამ რაკეტების შექმნის გადაწყვეტილება, როცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მას რამდენჯერმე ჯერ აუკრძალა storm shadow რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება, შემდეგ კი უკრაინას ამ რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების შეზღუდვები დაუწესა, იმის საფუძველზე, რომ რაკეტებში ამერიკული დეტალებია .
აგრეთვე დიდ შვიდეული შეხვედრაზე დადებითი სიგნალები იყო აშშ-ის და G7-ის მხრიდან უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების (მათ შორის Patriot-ის ტიპის) და long-range იარაღის ლიცენზირებული წარმოების დაწყებაზე. ზელენსკის თქმით, ამერიკელები კონსულტაციებს დაიწყებენ Raytheon-თან და სხვა კომპანიებთან. ეს დიდი ნაბიჯია, რადგანაც უკრაინა აღარ იქნება მხოლოდ დახმარებაზე დამოკიდებული.
...
რუსეთის დიქტატორის იდიოტობამ, როცა მან სწორედ G 7 და რამშტაინის შეხვედრების წინ გადაწყვიტა გაეძლიერებინა სარაკეტო დარტყმები უკრიანაზე, მაგრად შეუწყო ხელი დასავლეთის ლიდერებს გამოეყოთ დიდი დახმარება უკრაინისთვის.
რუსეთი უნდა დაინგრეს.