kvangelრაც შეეხება ზაპაროჟიეს
კი, სწორია უკრაინელებმა უკან დაახევინეს რუსებს ქალაქის სამხრეთის მიმართულებიდან და ჩაწიეს კამიანსკამდე
მარა ბოლო 2 კვირაა ისევ შეტევაზე გადავიდნენ რუსები და კვლავ შევიდნენ სტეფნაგორსკში და პრიმორსკში
და ეს უკრაინელების რუკებით
პრიმორსკედან კი დაახლოებით 15-17 კმ არის უშუალოდ ქალაქი ზაპაროჟიე
ამის გარდა აღმოსავლეთიდან უტევენ და ცდილობენ მეორე თავდაცვით ზღუდეების გარღვევას (ორეხოვო და მისი ჩრდილოეთი)
შესაბამისად, დონბასი არის ეხლა მთავარი ბასტიონი
დონბასი თუ დაეცა, რაც ყველაზე ძლიერად გამაგრებული და მჭოდროდ დასახლებულია
შემდეგ, რუსები პირდაპირ ქალაქ სუმის (13 კმ), ქალაქ ზაპაროჟიეს (20 კმ), ქალაქ ხარკოვის (30 კმ) და დნეპრის ოლქის მიმართულების გაშლიან შეტევას და ბევრად მეტის წაღებას შეეცდებიან
აბა წარმოიდგინე ქალაქები ხარკოვი, ზაპაროჟიე და სუმიდან ერთი მაინც რომ აიღონ, რამხელა პრობლემებს შექმნის
დონბასში კი ეხლა თავისი ძალების 80% ახოცავენ და მისი შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ეგ თუ აიღეს, ორკების შტურმები დაიწყება პირდაპირ ხარკოვზე, სუმზე და ზაპაროჟიეზე
რუსების გეგმით კი გვიან შემოდგომამდე უნდა მივიდნენ სლავიანსკ-კრამატორკზე
და ზამთარში უშუალოდ ქალაქის შტურმი დაიწყონ, რათა იქითა ზაფხულისთვის სრულად აიღონ დონბასი
ესაა პუტინის გეგმა და ამიტომ არ ჩერდება ეხლა
პარალელურად ფაფხურობენ სხვადასხვა მიმართულებებზე და ასეთუისე წინ მიდიან კუს ნაბიჯებით, მარა დონბასში თუ ძალები გამოინთავისუფლეს, სრული ძალით შეუტევენ სხვა მიმართულებებს
შემდეგი 1 წელი იქნება გადამწყვეტი ჩემი აზრით
ფრონტზეც და გამოფიტვის ამბავშიც
და განსაზღვრავს ომის ბედს
ეს კი ზაპაროჟიეს მიმართულება
ოლქის 17-18%-ია დარჩენილი დაახლოებით და დონბასზეა დამოკიდებული მისი ბედიც

პ.ს დრაპატის რაც შეეხება
აქ ცუდ კაცობაზე კი არაა საქმე, დრაპატის მე ჯერ კიდევ 2014 წლიდან ვადიდებ, როგორც სამხედრო
მარა ეგ უფრო ველის სამხედრო, წინააღმდეგობის სიმბოლო და პატრიოტიზმთან ასოცირდება
სირსკი კი უფრო გამობძნედილი, დაღვინებული, გამოცდილი შტაბის გენერალია და ჩემი აზრით უფრო გამოსადეგი სტრატეგიულ ჭრილში
ასევე, საუბარია მის მიერ აწყობილ სისტემაზე და კრიზისულ ვითარებაზე
ეხლა ჩემი აზრით არაა ცდების დრო, ფრონტზე შეიძლება ნებისმიერმა მცირე შეცდომამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს
თუმცა ჯერ ველოდები და ვნახოთ
რაღაცეები უკვე არ მომწონს, მარა ჯერ ახალია დრაპატი და პირველი 100 დღე მორატორიუმია კრიტიკაზე
რაც შეეხება სიყვარულს, ხალხის სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია
ღმერთმა არ ქნას და დრაპატიმ დონბასი რომ დაკარგოს, ყველაზე საძულველი გახდება უცებ
ასე, რომ პროცესებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ვინმეს სიძულვილი ან სიყვარული
თან ხალხის დიდი ნაწილი საერთოდ ვერ ერკვევა სამხედრო თემებში და ბრბოა ისტორიულად
შესაბამისად, სირსკის და ერმაკის გაშვებას
მე ზელენსკის ყველაზე დიდ შეცდომებად მივიჩნევ ომის დაწყების მერე
გასაგებია ემოციებს და წნეხს ვერ გაუძლო და აყვა აგორებულ ტალღას, აღარც შიდა დამბალასებელი და მენეჯერი ყავს ერმაკის ნაირი და უჭირს პროცესების მართვა, მარა ჩემი აზრით უხეში შეცდომა არის სირსკის ეხლა გაშვება
თუმცა იმედია ჩემი შიშები არ ახდება და დრაპატი ღირსეულად გაართმევს თავს
This post has been edited by DIDGORI-GEO on 3 Aug 2026, 01:43