რამდენიმე ძალიამ მაგარი ნიუსია ამ კვირაში და ყველაზე დავწერ ეტაპობრივად
დავიწყოთ წუხანდელი ამბით
რუსეთის ქალაქ სამარაში უკრაინის ეროვნული წარმოების „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით ავიაქარხნისა და ქარხანა „პროგრესის“ მიმდებარე საამქროები დაიბომბა
ЦСКБ-Прогресс საშუალო კლასის კოსმოსური რაკეტა-მატარებლების შემუშავების, წარმოებისა და ექსპლუატაციის აღნიშნული ობიექტი ასევე დედამიწის დისტანციური ზონდირებისა და სამეცნიერო მიზნებისთვის განკუთვნილი ავტომატური კოსმოსური აპარატების შემუშავების, წარმოებისა და ექსპლუატაციის ერთ-ერთი წამყვანი რუსული საწარმოა
სულ გაშვებულია „ცსკბ-პროგრესის“ მიერ შემუშავებული 1700-ზე მეტი რაკეტა-მატარებელი და 950 კოსმოსური აპარატი.
„პროგრესის“ სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი რუსული სარაკეტო და კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთი საკვანძო საწარმოა. ის აწარმოებს „სოიუზ-2“ ტიპის მატარებელ რაკეტებს (მათ შორის „სოიუზ-2.1ბ“-ს), რომლებიც გამოიყენება ორბიტაზე თანამგზავრების გასაშვებად, მათ შორის რუსული კავშირგაბმულობის ჯგუფ „რასვეტის“ ელემენტების გასაშვებად….
რაკეტა სოიუზი

საწარმო, რომელსაც დაარტყეს

ეხლა კი დარტყმის დეტალები
უკრაინელთა „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით სამარაზე ( საზღვრიდან 810კმ-ში) დღეს დილით განხორციელებული დარტყმის დეტალები
როგორც ირკვევა, გამოყენებულ იქნა 5 რაკეტა: ერთი ჩამოგდება დაფიქსირდა ვორონეჟის ოლქში; ორი ჩამოაგდეს სარატოვის ოლქში; ხოლო ორმა ფრთოსანმა რაკეტამ წარმატებით მიაღწია სამარის სამიზნე ზონას.
შეტევის მოგერიების მიზნით, რუსებმა დაუყოვნებლივ ჩართეს ოთხი A-50U ტიპის შორი მოამედების რადიოლოკაციური აღმოჩენისა და საჰაერო მართვია თვითმფრინავი ( AWACS)…
ხუთიდან ორი რაკეტის მიერ ასეთ დისტანციაზე სამიზნის მიღწევა, თანაც A-50U-ებისა და ტაქტიკური ავიაციის აქტიური მუშაობის ფონზე, უკვე თვალსაჩინო შედეგია ბოლო კვირების ფონთან შედარებით, როდესაც ფლამინგოების ჩამოგდების პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო.

This post has been edited by DIDGORI-GEO on 15 Aug 2026, 17:10