სამწუხაროდ რუსული პროპაგანდის მსხვერპლი ყოფილხარ
როგორც ჩანს, კრემლი ზუსტად ისე ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს პოლონეთს სურს დასავლეთ უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიების ანექსია, როგორც კობახიძე ავრცელებს მითებს გლობალური ომის პარტიაზე და დიფსტეიტზე. ამ ნარატივის მიზანია პოლონეთსა და მის მეზობლებს შორის უნდობლობის დათესვა, მაგრამ შენ რატომ მომიყევი ეს ამბავი მე ამ ფორუმში, გამიკვირდა ხმერთმანი
ფეისბუქში მაინც მოგეყოლა სტალინის ფანჯგუფში
პოლონეთი რუსეთის მსგავსი იმპერიალისტური ქვეყანა არასდროს ყოფილა
ანუ მას მეზობლები არ დაუპყრია
პოლონეთი მხოლოდ ცდილობდა ევროპული ქვეყნებივით კოლონიები ჰქონოდა სადღაც არაბეთში, მაგალითად, ლიბერიაში
პოლონეთი ყოფილა შეკრული ლიტვასთან რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მეთექვსმეტე საუკუნეში
შემდეგ მათ შექმნეს ალიანსი უკრაინასთან, ბელორუსიასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად რუსეთის და ოსმალეთის საფრთხის გამო.
პოლონეთს დასავლეთიდანაც უტევდნენ და სამადაც ყოფილა გაყოფილი მეთვრამეტე საუკუნეში და 123 წელი, როგორც ქვეყანა არ არსებულა რუსეთის, პრუსიის და ავსტრიის წყალობით.
პოლონეთსა და უკრაინას შორის მხოლოდ ორი ომია მომხდარი
ერთი მეთხუთმეტე საუკუნეში და მეორე 1919 წელს, როცა წითელი არმია ჩალიჩობდა
ასე რომ შენი მორიგი ბრალდება პოლონეთის რუსეთობისა, იგივენაირად ტყუილია, როგორც პოლონელების ნაცისტობა.
არანაცისტი რუსისთვის არის ადამიანი, რომელიც თავის ეთნოსს არ სცნობს და ივიწყებს თავის ენას, კულტურას, გვარს, ტრადიციებს და ერწყმის ქვეყანაში შემოსულ უცხოელ დამპყრობელს.
არქმევს მას თავის სახელს
პოლონეთის შემთხვევაში პოლონელი არ იქნებოდა ნაცისტი, თუ ის ვერ შეამჩნევდა, რომ ქართველი პოლონელი არაა და არ ზის მათ სოციალზე
რომელ სოციალზე და პოლონურ სოციალზე

კითხვა დამისვი, რომელი პოლონური სოციალიო

პ.ს. ღარიბი საქართველოს შემთხვევაში ეწოდება ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულა 120,001-ზე ნაკლებია.
საარსებო შემწეობა (ფულადი დახმარება) გაიცემა უფრო დაბალი ქულის მქონე ოჯახებზე (65,000-ზე ნაკლები), სადაც დახმარების ოდენობა ქულის კლებასთან ერთად იზრდება.
2026 წლის თებერვლიდან სამინისტრომ დაიწყო ბაზების მასშტაბური გადამოწმება, რათა სტატუსი შეუწყდეს მათ, ვისაც ბოლო 3 თვის განმავლობაში მაღალი შემოსავალი (2,000 ლარზე მეტი) ან ძვირადღირებული ქონება უფიქსირდება
აი ამას გადახედე

ესე იგი ეს კანონი აიძულებს ნათესავებს ერთად იცხოვრონ, ანუ არ ჰქონდეთ დამატებითი საცხოვრებელი ფართი
და ამის მერე უთვლის ოჯახის ჯამურ შემოსავალს
თუ ჯამური შემოსავალი 2000 ლარზე მეტია, დახმარებას აღარ აძლევს ბავშვებისთვის
და თქვენი მოსაყდრე იძახის პუტინივით, რომ აბორტები უნდა ავუკრძალოთ ქალებსო
აი ესეთ ქვეყანაში რომ ცხოვრობ იმიტომ გიყვებიან ზღაპრებს რუსები პოლონელებზე