ჩემი ჩანაწერებიდან ერთ/ერთ ეპიზოდს შემოგთავაზებთ.
"სიცოცხლის გახანგრძლივების" იდეით შთაგონებული ადამიანი აღემატება ყოველგვარ სტიქიას, თავისი ძალით!
მას შეუძლია წინ აღუდგეს ბედ-იღბალს და ნამდვილად შეუძლია ყოველ წამიერად მართოს
თავისი მომავალი ცხოვრების ხანგრძლივობა.
სიცოცხლის გახანგრძლივებაზე,გაახალგაზრდავებაზე მომართული ადამიანი მზადაა ჯანრთელობის გამანადგურებელი
ყველა მავნე გავლენის დაძლევისთვის! ხანგრძლივი ახალგაზრდობის სიხარულის რწმენისთვის.
ჩვენი ორგანიზმი ბუნების მიერ დაპროგრამებულია 300-400 წლამდე სიცოცხლით.ეს მეცნიერული მონაცემებია.
ბუნების ჩანაფიქრით ადამიანი თავისი ძალების აყვავებას 100 წლის ასაკში უნდა აღწევდეს და შეინარჩუნოს ახალგაზრდობა შემდგომი100-200 წლის განმავლობაში.
ეს ფანტასტიკას გავს,მაგრამ ეს ასეა!
ადამიანი ბერდება დროზე ადრე იმიტომ,რომ თვითონ რთავს თავის ბიოლოგიურ საათს და განეწყობა სიბერისთვის.
ეს ხდება მაშინ როცა ფიქრობს თავის ასაკზე,ფიქრობს რამდენი დარჩა...
მაშინ ჩნდება სიბერის თუ სიკვდილის შიში.
ანუ თვითონ ადამიანი იზიდავს თავის სიბერეს...
დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველგვარი ნეგატიური გავლენის მუდმივად დათრგუნვას,
ადამიანების მიერ სიცოცხლის ხანმოკლეობის,ავადმყოფობის,სიკვდილის განხილვას.
მნიშვნელოვანია მტკიცედ,დარწმუნებულად ყოფნა,რომ ამ ყველაფერს თქვენთან არავითარი შეხება არა აქვს,
როგორც უნიკალურ ადამიანთან,რომ თქვენ არ გავხართ არავის,რომ თქვენ ხართ ადამიანი,ვისი ორგანიზმი დაპროგრამებულია ბუნების მიერ ხანგრძლივი,ახალგაზრდა სიცოცხლით!
რო ხართ გამბედავი ადამიანი,რომელსაც შეუძლია შეხედოს ცხოვრებას ფართოდ გახელილი თვალებით,
უშიშარი,რომელიც არაფერს ემალება,მტკიცედ იცის რომ ყველა სირთულე,რომელიც შეიძლება უეცრად,
სავსებით მოულოდნელად დაგატყდეთ თავს,ვერ შეძლებენ თქვენი შინაგანი ნებისყოფის დამსხვრევას!
როცა თქვენ ამას მიხვდებით და იგრძნობთ,თქვენ შეძლებთ შეხედოთ თქვენს ცხოვრებას სხვანაირად,
დაინახავთ მრავალ გზას,შეიგრძნობთ თქვენს ცხოვრებას როგორც საშუალებას,როგორც სიხარულს,
როგორც დიდი ხნის ჯადოსნურ თავგადასავალს,
ისწავლით თქვენი ცხოვრების ყოველი წამის სიყვარულს და
მიიღებთ მას როგორც შეუფასებელ საჩუქარს!!! "
Enigma - Shadows in Silence
https://www.youtube.com/watch?v=cO9cqSZQbNI * * *
მუსიკა,სიმღერა უმძლავრეს ბიოენერგეტიკულ სტიმულატორად ითვლება...
მის მაგიურ ძალას სასწაულების მოხდენა შეუძლია!
ენიგმა-
ბგერების რაღაც განსხვავებული კოლაჟი,რითმი,გრძნობა...
ჩვეულებრივ მუსიკასთან ნაკლები აქვს საერთო.
პირველივე მოსმენისთანავე შემიყვარდა,
1993 წლიდან...
ჩავრთავდი ძალიან ხმამაღლა ჩემს მანქანაში და შემოვივლიდი ღამის თბილისს...
თბილისის ღამეს.....
90-იანებში!
* * *
Nata Nostalgie
8 აპრილი, 2025
·
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
ოკინავა -კუნძულია იაპონიაში,
მარადიული ახალგაზრდობის კუნძულს ეძახიან.
აქ,ხანდაზმულთა და ჯანმრთელთა ყველაზე დიდი კონცენტრაციაა!
იაპონიის სტანდარტებითაც კი, ოკინაველები გამორჩეულები არიან,
100 წლამდე და 100-ზე ზევით ცხოვრების მეტი შანსი აქვთ, ვიდრე სხვა იაპონელებს!
სასიკვდილო დაავადებები, კიბო, გულის პრობლემები,დემენცია,დიაბეტი და სხვა უიშვიათესია.
დასახლებებში, შესასვლელთან არის წარწერა, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ აქ,ადგილობრივი მცხოვრებლები გამოირჩევიან ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით:-
"70 წლის ასაკში ჯერ კიდევ ბავშვი ხარ,
80 წლის- ხარ ახალგაზრდა და
თუ 90 წლისას, წინაპრები დაგიძახებენ რომ შეუერთდე მათ,
სთხოვე, დაგელოდონ 100 წლამდე... მაგრამ მაშინაც დაფიქრდები."
ამ ღარიბი კუნძულების მაცხოვრებლებს ყოველთვის უწევთ საკვების შოვნა საკუთარი შრომით.
სიბერეშიც კი ეწევიან მიწათმოქმედებას, თევზაობას და ა.შ.
90 წლის ფერმერებიც კი დღეში 11 საათს ატარებენ თავიანთ მიწაზე, არ ჩქარობენ უსაქმოდ დაწოლას,
ბევრი მათგანი ველოსიპედით დასეირნობს ან სხვა ენერგიულ საქმიანობას ეწევა.
არიან მათ შორის ნამდვილი ლეგენდებიც.
მაგალითად, საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა,კარატისტმა სეიკიჩი უეჰარამ, 96 წლის ასაკში,
დაამარცხა 36 წლის მოკრივე.
კარატე-ოკინავურ ორიგინალურ საბრძოლო ხელოვნებად ითვლება.
ნაბი კინჯომ 105 წლის ასაკში შხამიან გველს მიაკვლია და ჩვეულებრივი ბუზების საკლავით მოკლა.
ოკინავა ცნობილია თბილი სუბტროპიკული კლიმატით, ცხოვრების ნელი,მშვიდი ტემპით!
ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტით!
კუნძულს აქვს მდიდარი ისტორია, კულტურა, მრავალი ფესტივალი!
ადგილობრივი ხალხი ცნობილია თავისი მეგობრული ბუნებით!
ოკინავური დიეტა-მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი დიეტაა.
იმის გამო, რომ კუნძული პოპულარული ტურისტული ადგილია, თანამედროვე საკვებიც პოულობს აქ გზას. ხანდაზმულები თავს არიდებენ სწრაფ კვებას,გაზირებულ სასმელებს... მაგრამ ახალგაზრდებს უყვართ ასეთი პროდუქტები და ფულს ჯამრთელობით იხდიან.
ნებისმიერი ოკინავური კერძის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არის ზღვის ყურძენი - უმიბოდო.
ოკინაველები ბევრ თევზს ჭამენ, მაგრამ უფრო მეტად ღორის ხორცს.
ღორის მოხარშულ თავ/ფეხსაც მიირთმევენ.
დიდი ხნით მოხარშვისას ხორცში ყველა შესაძლო პარაზიტი კვდება და ბევრი ჟელატინი გამოიყოფა,
რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.
აი,საინტერესოა,ხაშს თუ აკეთებენ?!
რძის პროდუქტებს არ მოიხმარენ,არც თეთრ ბრინჯს,მის ნაცვლად ,სხვა აზიელებისგან განსხვავებით,
დიდი რაოდენობით ხმარობენ გემრიელ,ტკბილ,მოიისფრო კარტოფილს-ბატატას.
და ა.შ.
მაშ,ყველამ უნდა დავიწყოთ ოკინავური დიეტის მიღება?
ეს საკითხი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, მეცნიერები ჯერ კამათობენ,როგორც სჩვევიათ?!
ჩემი აზრით,აუცილებლად დასაწყებია.
ოკინავას დიეტა-ძალიან დიდი ხანია არსებობს.აქ მთავარ როლს თამაშობს კუნძულის მცხოვრებთა ჯანსაღი და ბუნებრივი კვება.ეს ინარჩუნებს მშვენიერ ბალანსს სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის. ამიტომ, ეს დიეტა სულაც არ უნდა განიხილებოდეს როგორც დიეტა, არამედ უფრო, როგორც ცხოვრების წესი.
გასაკვირი არ არის, რომ ოკინავა სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით ცისფერ ზონაშია.
ოკინაველების ასეთი გამორჩეულობა , მრავალი ფაქტორის იღბლიანი შერწყმის გამოა!
დიეტასთან ერთად მნიშვნელოვანია აქ დანერგილი ურთიერთდახმარების სისტემა,
ფიზიკური აქტივობა!
ყველას სჭირდება მეგობრული მხარი, მაგრამ ეს იდეა განსაკუთრებით ოკინავაში განვითარდა.
ოკინაველები ქმნიან სოციალური მხარდაჭერის ჯგუფებს, „მოაებს“, რომლებსაც ადრეული ასაკიდან სიბერემდე ესწრებიან.
"იკიგაი" - ყველას აქვს მიზანი.
"იკიგაის" ფილოსოფია ძველ დროში წარმოიშვა,მაგრამ ბოლო ათწლეულში მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა იაპონიის ფარგლებს გარეთაც. ეს კონცეფცია ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის გულისხმობს საკუთარი თავის მიღებისა და აწმყოში ცხოვრების სწავლის პრაქტიკას.
ოკინავაში არ არსებობს სიტყვა პენსიაზე გასვლის შესახებ.
არსებობს" ikigai", რაც ძირითადად ნიშნავს
„დილით ადგომის მიზეზს“!
დილით⁹ ადგომის, თუნდაც მცირე მიზეზი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრების წესი.
ოკინაველები აფასებენ მცირე, ყოველდღიურ სიხარულს,ცხოვრებისეულ სასიამოვნო მიზანს და ფიზიკურად და ემოციურად აქტიურები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ოკინავას უნიკალური დიეტა ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას, კიდევ ერთი ფაქტორია,"ჰარა ჰაჩი ბუს" პრაქტიკა, რომლის იგნორირება არ შეიძლება.
ეს კონფუციანური სწავლება მტკიცედ ურჩევს ადამიანებს თავი აარიდონ ჭარბ ჭამას.
შეწყვიტონ ჭამა, როდესაც კუჭი 80%-ით სავსეა.
ოკინავური ცხოვრების წესია -მებაღეობაც.
ხანდაზმულ ადგილობრივებს აქვთ საკუთარი პირადი ბაღი. ამ მშვიდი საქმიანობის მიზანი არ არის მხოლოდ სახლების გაფორმება. მებაღეობა მათთვის ვარჯიშის საოცარი ფორმაა,მობილურობისა და მოქნილობის შესანარჩუნებლად.
გარდა ფიზიკური სარგებლობისა, მებაღეობა იდეალურად ჯდება "იკიგაის" კონცეფციაში. დილით ადგომა არა სამუშაოსთვის ან სხვა სტრესული აქტივობებისთვის, არამედ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად,
ბაღის მოსავლელად!
ოკინავაში ყველგან ნახავთ ბაღებს.
გამწვანებას შორის მრავალფეროვანი ბოსტნეულიც იმალება, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად აქვს ახალი პროდუქტი სუფრაზე.
This post has been edited by Nostalgia34 on 15 Jun 2026, 23:16