დღეს ვუსმინე ერთ ნაცნობ ბლოგერს,მონაკოდან,
"ტრამპს საარჩევნოდ სჭირდება ქულებიო..."
„არჩევნებისთვის სჭირდება“ - ეს,შეიძლება იყოს ერთ-ერთი მოტივი.
არა მგონია ამ ერთი მიზეზით აიხსნას ასეთი დიდი დიპლომატიური თამაში?!
ჰოოდა დამაინტერესა ამ საკითხმა.
ვინ რას ელოდება ამ მოლაპარაკებებისგან?
ტრამპისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია საგარეო-პოლიტიკური შედეგი -
მას მეორე ვადის ერთ-ერთ მთავარ დაპირებად ჰქონდა ომების დასრულება და „მშვიდობისმყოფელის“ როლის დამკვიდრება.
Reuters-იც აღნიშნავს, რომ უკრაინის ომის მოუგვარებლობა და სხვა კრიზისები მის საგარეო-პოლიტიკურ დღის წესრიგს ართულებს ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.
ტრამპს შეიძლება სურდეს უბრალოდ "ომის დასრულება ისეთი გარიგებით, რომელსაც ამერიკული ინტერესების გამარჯვებად წარმოაჩენს."
ზელენსკისათვის მთავარი საკითხია, რომ "უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმება არ მოხდეს".
ამიტომ სამმხრივი შეხვედრა მისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, თუ იქ რეალურად განიხილება უსაფრთხოების გარანტიები,
ომის დასრულების პირობები და ტერიტორიული საკითხები.
უკრაინული მხარის სკეპტიციზმი ძალიან ლოგიკურია: თუ მოსკოვი მოლაპარაკებებს იყენებს მხოლოდ დროის მოსაგებად ან სანქციების შესამსუბუქებლად,
შეხვედრა შეიძლება უბრალოდ „მოლაპარაკების იმიტაციად“ იქცეს.
მოსკოვს შეუძლია მოლაპარაკება გამოიყენოს რამდენიმე მიზნისთვის:
- დასავლეთის შიგნით განხეთქილების გასაღრმავებლად.
- სანქციების შემსუბუქების მოსაპოვებლად.
- უკრაინის ტერიტორიულ დათმობებზე დასაყოლიებლად.
- აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.
- ან, თუ პირობები მისთვის მისაღებია, რეალური შეთანხმებისთვის.
მოლაპარაკებაზე წასვლა ≠ ომის დასრულების სურვილის დადასტურება.
რა სურს პუტინს სინამდვილეში?!
თუ მას მხოლოდ ისეთი შეთანხმება სურს, რომელიც უკრაინას ფაქტობრივად დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს,
მაშინ შეთანხმება ძალიან რთული იქნება.
თუ კი მოსკოვი მზად არის რეალურ კომპრომისზე - მაშინ რეტკლიფის ვიზიტი შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი შემობრუნების დასაწყისი აღმოჩნდეს.
ასე რომ, მე ახლა არც ზედმეტად მიხარია და არც ზედმეტად შევშფოთებულვარ.
ნამდვილად დავაკვირდები სექტემბრის მოვლენებს!
აბა, რას ველოდები?
ჯერ არაფერს. ჯერ ვუყურებ, ვინ რას აკეთებს და არა ვინ რას ამბობს.
"შენ ხარ ის,რასაც აკეთებ და არა ის,რასაც ამბობ,რომ გააკეთებ."კარლ იუნგი.
* * *
Enigma no one match the divine rhythm i am out of this world while listening this music.
Music of eternities
Enigma - Eternity of Love (Enigmatic Ambient / New Age
https://www.youtube.com/watch?v=2ohn3S5VafQ * * *
შემოდგომა დადგა!გილოცავთ ყველას!
ყველა სეზონი მიყვარს,მაგრამ შემოდგომა, შემოდგომის ყვავილები,შემოდგომის ფერები,
განსაკუთრებულად,რა ვქნა?!
ნაიჯელ კენედიც განსაკუთრებულია.მიყვარს მისი დაკვრის სტილი,იუმორი,მანერები,ღიმილი!
მან კლასიკური მუსიკა ახალ განზომილებაში აიყვანა, სადაც შემსრულებლები და მაყურებლები
თანაბარ აღფრთოვანებას გადმოსცემენ!
ვივალდის ოთხი სეზონის საუკეთესო,ბრწყინვალე შესრულებაა!
Nigel Kennedy Live, Vivaldi Live À La Citadelle (The Four Seasons, 2006)
https://www.youtube.com/watch?v=YNwkZh3dy6s&t=1935sდა რა თქმა უნდა, მიყვარს შემოდგომის ჯაზი.
Autumn Jazz Night at a New York Café
https://www.youtube.com/watch?v=a-sZhCJYSG4 This post has been edited by Nostalgia34 on 1 Sep 2026, 03:42