#62755625 · 18 Oct 2026, 23:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ბატონებო ერთი მეტად საინტერესო საკითხზე მინდა ვისაუბრო:
საქართველოს ისტორიაში თურქ სელჩუკები ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მტრები არიან, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი, რამ არ ვიცით მათ შესახებ, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი მათი მამამთავრის შესახებ, სელჩუკზე:
1. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სელჩუკს ოთხი ან ხუთი ვაჟი ჰყავდა: ისრაილი (არსლანი), მიქაილი (მიქაელი), მუსა (მოსე), იუსუფ (იოსები) და/ან იუნუსი (იოანე) 2. ახალგაზრდობაში სელჩუკი ხაზარების არმიაში მსახურობდა "ოფიცრად" (ასისთავი/ასეულის მეთაური) 3. ზოგიერთმა მკვლევარმა, რომელმაც ყურადღება სახელების რელიგიურ სტატუსზე გაამახვილა, დაასკვნა, რომ სელჩუკთა ოჯახი ისლამის მიღებამდე ან ხაზართა იუდაიზმის მიმდევარი იყო, ან ნესტორიანელი ქრისტიანი (უფრო ნესტორიანელი ქრისტაინები იყვნენ ჩემის აზრით).
ონომასტიკური მტკიცებულება (შვილების სახელები) ყველაზე ხშირი არგუმენტი, რომელსაც მკვლევარები (მაგალითად, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ვასილი ბარტოლდი და ზოგიერთი დასავლელი ისტორიკოსი)
ნესტორიანელობა ცენტრალურ აზიაში: სირდარიის აუზი, ჯენდი, მერვი და სერახსი — სწორედ ის რეგიონები, სადაც სელჩუკი და მისი ტომი მოქმედებდნენ — X საუკუნეში ნესტორიანული ეკლესიის (აღმოსავლეთის ეკლესიის) აქტიურ ეპარქიებს წარმოადგენდა. ნესტორიანელ მიტროპოლიტებს მყარი პოზიციები ჰქონდათ აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე თურქულ ტომებში.
სელჩუკების დამოკიდებულება ნესტორიანელებისადმი: როდესაც სელჩუკის შვილიშვილებმა (თუღრულმა, ჩაღრიმ) და შვილიშვილის შვილებმა (ალფ არსლანმა) იმპერია შექმნეს, მათ კარსა და ტერიტორიაზე ნესტორიანელებს (სირიელ/ასურელ ქრისტიანებს) განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ:
სელჩუკები ნესტორიანელებს იყენებდნენ ადმინისტრაციულ, სამედიცინო და დიპლომატიურ სფეროებში.
ნესტორიანელი პატრიარქები (აღმოსავლეთის ეკლესიის კათოლიკოსები) სელჩუკი სულთნებისგან იღებდნენ მფარველობის სიგელებს (ამანს), რაც მიანიშნებდა, რომ სელჩუკთა დინასტიას ისტორიულად ჰქონდა ამ თემთან ურთიერთობის გამოცდილება.
პ.ს სელჩუკთა იმპეერის სულთანი ალფ-არსლანმა (მისი სახელი ითარგმენა როგორც "მამაცი ისრაელი" :D) ორჯერ ილაშქრა საქართველოში.
პ.პ.ს სელჩუკთა დამყრობლურ ლაშქრობებს ქონდა ერთი თვისება მათ არცერთი საზღვაო-სავაჭრო ქალაქისთვის თითაც არ დაუკარებიათ და ისინი სახმელეთო იმპერიად დარჩნენ. :D
This post has been edited by BeRa_ChoX on 18 Oct 2026, 23:06
|