"ზურგიდან ნასროლი ტყვიით მომიკლა შვილი ვაჟა გოგოტიშვილმა. მფარველობდა "ოცნება", "ოცნებამ" დაიხსნა ციხიდან საარჩევნოდ და არჩევნებში გვერდში ედგა ვაჟა გოგოტიშვილი. ვის არ მივმართე - ძმებს თალაკვაძეებს, ბატონ პაატა კუნჭულიასთან აპრილში ვიყავი შესული, ვთხოვე, მაგრამ რეაქცია საერთოდ ნოლი. ვითხოვ მკვლელის დასჯას, არანაირი 4 წელი გარეთ რომ იყო, 15 წელიც კი ცოტაა ჩემი შვილის მკვლელისთვის. ძალიან ვთხოვ ყველას მკვლელი დაისაჯოს. "ოცნებამ" დაიხსნა ციხიდან ვაჟა გოგოტიშვილი. არჩევნებში, როგორც ცნობილია ოზურგეთში უბნებს ამაგრებდა ვაჟა გოგოტიშვილი. რა თქმა უნდა ვიბრძოლებ სიმართლისთვის და რა თქმა უნდა, მკვლელი უნდა დაისაჯოს" | ამბობს გიგა როყვას დედა.
გიგა როყვა 2022 წელს მოკლეს. ტვ პირველმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგა როყვას მკვლელობის საქმეში ბრალდებული ვაჟა გოგოტიშვილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს

კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი თუ როგორ შეზავდა ხიხოს მიერ ციხიდან დახსნილი კრიმინალი და ქოცხროვის საყრდენად ქცეული კრიმინალის, რომლის მხრებზეც ჯეჯილობს ხიხო და მისი კლეპტოკრატიული, კორუმპირებული და პირსისხლიანი რეჟიმი!
* * *
90-იანები დააბრუნა ხიხომ
This post has been edited by ჩეკო on 19 Jun 2026, 19:22