თუმცა არის საშიშროება, რომ ისტორია დამარცხდეს ივანიშვილთან.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის
განცხადება
ზღუდერის ეკლესიის დანგრევის გამო
https://www.facebook.com/ChubinashviliCentr...r5LMkWpXetTARTlშაბათს, 13 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ მთლიანად განადგურებულია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ზღუდერის ეკლესია - VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, გადაკეთებული X და შემდეგ XIV საუკუნეებში და ნაწილობრივ დანგრეული საბჭოთა პერიოდში. შენობა წარმოადგენდა ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშს და მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მის ნაფუძარზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც ახლა ირკვევა, ძველი ეკლესია ჯერ კიდევ შარშან დაუნგრევიათ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა. რომ არა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლის თამთა დოლიძის ჩასვლა ზღუდერში, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი ალბათ კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა უცნობი საზოგადოებისათვის.
კვირას, 14 ივნისს გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძეგლის დანგრევა და მის ადგილას ახალი მშენებლობის დაწყება მოხდა უნებართვოდ. განცხადებიდან ჩანს, რომ სააგენტო უკვე ერთი წელია საქმის კურსშია, მაგრამ ვერაფერი გააწყო აშკარა უკანონობის აღსაკვეთად. მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა თუ მითითებების სრული უგულებელყოფა, რასაც შეეწირა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი.
ეს ამბავი ცხადად გვიჩვენებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ბუნებრივია, სააგენტოს აქვს პასუხისმგებლობის თავისი წილი, მაგრამ ვითარება ვერ გამოსწორდება ვერც მარტოოდენ ამ ორგანიზაციის სისტემური რეფორმით (რომელიც თავისთავად აუცილებელია) და ვერც საკადრო ცვლილებებით, თუ კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ გახდება ისტორიული ძეგლების დაცვა ხელყოფის მცდელობებისაგან - დამოუკიდებლად იმისა, თუ ვისგან მოდის ეს მცდელობა.
ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მსგავსი უხეში დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ სრულად მიაწოდოს ექსპერტთა წრესა და საზოგადოებას, რათა მათზე დროულად მოხდეს ფართო რეაგირება.
* * *
https://www.facebook.com/iliachihgladze/pos...6R7Ctci2guomRrlსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დიდი მტერის, ურბნისისა და რუისის ეპარქიის ვანდალი მიტროპოლიტის, იობ (ელგუჯა) აქიაშვილის მრავალი დანაშაულებათაგან რაც ახლა მახსენდება, ზღუდერის მეექვსე საუკუნის ბაზილიკის განადგურება ამ დიდი სიის დამაგვირგვინებელი ეტაპია:
1. დაამახინჯა და დააზიანა ყინწვისის მონასტერი უნებართვო მშენებლობებით: ისტორიულ კომპლექსში ახალი ეკლესიის ჩადგმით და მთავარ ეკლესიაში მწვანე მარმარილოს იატაკის მოწყობით, ფრესკებზე ხატების, სახატე კარადების და სკამების მიდგმით. მათ შორის თამარის, ლაშა-გიორგის და გიორგი მესამის ფრესკას მიადგა გრძელი სკამი.
2. დააზიანა ურბნისის მე-6 საუკუნის ბაზილიკა უნებართვო ახალი იატაკის დაგებით, რამაც გამოიწვია იატაკის საგრძნობი ამაღლება და არქიტექტურის დამახინჯება. გაჯით გალესა ინტერიერი.
3. დაანგრია მეოცე საუკუნის დასაწყისის ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც საბჭოთა ეპოქაშიც კი მოქმედი და ხელუხლებელი იყო და მის ადგილზე სრულიად ახალი ეკლესია ააშენა.
4. სრულიად გაანადგურა ძამის მძოვრეთის ციხის ავთენტური, ისტორიული სახე ახალმშენებლობებით და იერსახის უდიდესი, კატასტროფული მასშტაბის ცვლილებებით.
5. მძიმედ დააზიანა სამწევრისის ციციშვილების ციხის ავთენტური, ისტორიული სახე ახალმშენებლობებით და იერსახის ცვლილებებით.
6. დააზიანა რუისის ღვთაების საეპისკოპოსო ისტორიული ტაძრის ინტერიერი და ექსტერიერი უკანონო კუსტარული რემონტით.
7. გაანადგურა რუისის წმ. დიმიტრის დარბაზული ეკლესიის შუა საუკუნეების მხატვრობის ნაშთები, რომელიც გაჯით შელესა-შეათეთრა. ხოლო მის ეზოში ძველი სასაფლაო ტრაქტორით მოასწორა და მშენებლობის პოლიგონად აქცია.
8. გაანადგურა ხაშურის მუნიციპალიტეტის ურთხვის წმ. გიორგის ეკლესიის (XI ს.) შუა საუკუნეების მხატვრობის ნაშთები (გადალესა და მოახატინა თავიდან). ექსტერიერიც დაამახინჯა ახალი მინაშენით და ცემენტის ბათქაშით.
9. დააზიანა სამწევრისის ჯვრის ეკლესია (VII ს.) უკანონო ჩარევებით.
10. უმძიმესად დააზიანა და დაამახინჯა ორთუბნის ციციშვილების კომპლექსი ახალმშენებლობებითა და გადაკეთება-გადმოკეთებით.
11. დაამახინჯა დირბის მონასტერი უკანონო ახალმშენებლობებით და გადაკეთებებით.
12. სრულიად დაუკარგა იერსახე და სიძველე ქ. ხაშურის წმ. მარინეს ეკლესიას, პრაქტიკულად ისტორიული ტაძარი გააქრო ახალმშენებლობით.
13. ქოზიფის მონასტერში თვითნებური მშენებლობით გაანადგურა გარკვეული სიძველეები, მათ შორის შუა საუკუნეების ფრესკების ნაშთები (გაჯით შელესეს ინტერიერი).
14. სრულიად გაანადგურა ოსიაურის წმ. გიორგის ისტორიული ეკლესია ახალმშენებლობებით.
რამდენჯერ დავწერე, რომ მისი ეს თავხედური, უკანონო ქმედებები, არის მისი სრული კრეტინიზმის და ტყიურობის ნიშანი, მაგრამ მის თავში მაინც არაფერი შევიდა.
მაგრამ რას აკეთებს საქართველოს კულტურის სამინისტრო, მისი ძეგლთა დაცვის უწყება და საპატრიარქოს რესტავრაციისა და ხუროთმოძღვრების ცენტრი???
This post has been edited by griankali on 15 Jun 2026, 17:25
რუსეთი უნდა დაინგრეს.