https://poetry.ge/poets/nodar-dumbadze/prose/a-mze-motxrobaაი ლინკი და წაიკითხეთ მზემან პირველმა დამანახა ზღვაში ჩამავალი მზის ქიმზე მწვანე შუქი. იგი დილის 6 საათზე ამობრძანდა და ოქროს ჯიღასავით დაადგა ერცახუს მთას.
– გამარჯობა, ერცახუ!
– სადა ხარ, შემოქმედო, დავილიე შენს ლოდინში! – შესჩივლა ერცახუმ.
– მოვედი! – თქვა მზემ.
– ყინვის სალტემ ლამის თავის ქალა ამხადოს, სუნთქვა მეკვრის, ჩემს თვალს მთელი ღამე რული არ უნახავს, მიშველე!
– ახლავე! – მზემ ოდნავ აიწია. დისკო შარავანდედით შეიმოსა და უცებ იმდენი ნათელი დაღვარა, რომ მყინვარი შეტორტმანდა. ყინულის სალტემ გაიჭრიალა, მერე ნელ-ნელა დაიძაბა, დაიძაბა და უცებ გასკდა. ერცახუს შეაჟრჟოლა.
– დაილოცოს შენი ძალა, შემოქმედო! – აღმოხდა მყინვარს და შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა. მზეს გაეღიმა და ღვთიური თვალის გარშემო უთვალავი ნაოჭი გაუჩნდა.
– დაილოცა შენი ძალა! – გაიმეორა ერცახუმ და წუთით გაყუჩდა. მზემ ისევ აიწია. კავკასიონის კალთები, ნაპრალები, ხევები ზათქით, გუგუნითა და თავაწყვეტილი ზვავების შემზარავი გრიალით აივსო.
ერცახუ ორთქლსა, ნისლსა და ავარდნილი თოვლის ბუღში გაეხვია. მერე ნელ-ნელა გამოჩნდა, თვალი გამოახილა და შემკრთალი მზერა გააპარა მზისკენ. მზე უფრო მაღლა ასულიყო.
– დაიწყო! – თქვა ერცახუმ ყრუდ.
– რა? – დაინტერესდა მზე.
– დაბადება!
– ვისი?
– შვილების, ბადიშების: კოდორის, ფსოუს, კელასურის, მოქვის, ღალიძგის, ჩალბაშის, მაჭარას, ქეთევანას…
– სუყველა შენია? – ჰკითხა მზემ ისე, თითქოს არ იცოდა.
– ჩემი და ჩემი ძმების.
– გამრავლდით! – დალოცა მზემ.
ახლა ერცახუს გაეღიმა.
– ჩვენ პირიქითა ვართ, შემოქმედო, შვილი უამრავი გვყავს, ბადიში
– ნაკლები, იმათი შვილები
– კიდევ უფრო ნაკლები და ბოლოს ერთი უზარმაზარი ნაგრამი
– ზღვა!
კავკასიონის ფერხთით თვალუწვდენელ, გაუთავებელ და უსასრულო ზღვას ეძინა.
– ზღვა! – გაახსენდა მზეს. ერცახუმაც გადმოხედა მისსა და მის ძმათა ნაგრამს, ახლა იგი ნისლიდან ამომართული და მზით გაჩახჩახებული, წელზევით გახდილ გოლიათს ჰგავდა.
პატარა ბიჭმა თხა გადადენა ეზოდან. ჭიშკარი რომ მოიხურა და ოდისაკენ შემობრუნდა, უცებ აღმოსავლეთით ვეებერთელა მზე და ერცახუ ერთად დაინახა.
– დედა, შეხედე მზესა და ერცახუს! – დაიძახა.
დედა ჯარგვალში ცეცხლზე შემომდგარ რძეს დარაჯობდა. შვილის ხმაზე წამით გაიხედა აღმოსავლეთისაკენ და იმ წამში რძე გაექცა.
– შენ არ გაეზარდე შენს დედას! – დაწყევლა დედამ, მაგრამ მზეს და ერცახუს თვალი მაინც ვერ მოსწყვიტა.
– რა იყო, დედაკაცო, ბავშვს გაღვიძებას რომ არ აცლი! –უსაყვედურა ქმარმა.
– ერცახუს გახედე. – უპასუხა ცოლმა.
გლეხი სიმინდს თოხნიდა. თვალი მოჭუტა და ისე გახედა შეჩვეულ სასწაულს.
– დღეს კარგი დარი იქნება. – თქვა ცოლის გასაგონად და თოხნა განაგრძო.
ეს კაცი იყო ისე რა მწერალი?
– ზღვა! – გაახსენდა მზეს.

მე კი ის სამოთხე გამახსენდა რასაც კვარიათი ქვია, წადით და ისიამოვნეთ
აქ გაიხადეთ, მამაო, ნაკლები ხალხია. – უთხრა მილიციელმა ახალგაზრდა მღვდელს, ქვიშაზე დაეშვა და სალოკი თითით შუბლიდან სიმწრის ოფლი მოიწმინდა. მღვდელმა აქეთ-იქით გაიხედა, იასამნისფერი ჩაჩი მოიხადა, ქვიშაზე დააგდო, ყელიდან ვერცხლის უზარმაზარი ჯვარი მოიხსნა, ჩაჩის გვერდით დადო და ზედ თეთრი ანაფორა გადააფარა.
– ბარემ სინოპის პლაჟზე გვებანავა, ამაზე მეტი ხალხი არც იქ ყოფილა. – ნახევრად წყენითა და ნახევრად ირონიით თქვა მღვდელმა.
– უხალხო ზღვას ახლა ვერსად ვერ ვნახავთ, მამაო, – წყენითვე უპასუხა მილიციელმა და მანაც დაიწყო ტანთ გახდა, თან გულში თავის უფროსს შეუკურთხა, რაღა მე გამომიშვი ამ უპატრონოს მწყემსადო. ზღვაში პირველი მილიციელი შევიდა.
– თბილია? – ჰკითხა მღვდელმა.
– ჩამოდით, მამაო, მდუღარეა. – უპასუხა მილიციელმა და დასაყვინთად გაემზადა.
– ამოდი, თუ ძმა ხარ, ესენი მოაცილე ამ ჯვარსა და ანაფორას, რაღაც ულამაზოა მაგათი ასე გვერდიგვერდ ყოფნა. – უთხრა მღვდელმა
და თავისი ტანსაცმლის გვერდით დაგდებულ მილიციელის ქუდსა და რევოლვერს ირიბად გადახედა.
მილიციელი უხალისოდ ამოძვრა ზღვიდან და ქუდს შარვალი გადააფარა, ხოლო რევოლვერს – ხაკის ხალათი.
– ასე ივარგებს? – ჰკითხა მღვდელს.
– რად გინდოდა, რომ მოგქონდა? – კითხვაზე კითხვით უპასუხა მღვდელმა და ცალი ფეხი ჩაყო ზღვაში.
– რა ვქნა, მამაო, ჩემი ჯვარი ეგ არის. – გაუცინა მილიციელმა და ხელით მოსინჯა ხალათის ქვეშ რევოლვერი.
– სატანის ჯვარია ეგ! – გადაისახა ახალგაზრდა მღვდელმა პირჯვარი და წყალში დაყვინთა. თავი რომ ამოყო, თვალები დახუჭული ჰქონდა და სიამოვნებისაგან სახე უცინოდა.
– სიცოცხლეა! – თქვა მან. მკერდზე ოქროსჯვარდაკიდებული, შავწვერმოშვებული და მხრებზე სველთმადაფენილი ახლა იგი შინიდან გაქცეულ ჰიპს ჰგავდა, მილიციელი კი მეტისმეტად ზრდილ, ზომაზე გაკრეჭილ და სუფთად გაპარსულ, წესიერი ოჯახის შვილს.
– შეხედეთ, მამაო, ის გოგონები როგორ გიყურებენ! – გაახედა მილიციელმა. მღვდელმა თვალი გაახილა. მათგან მოშორებით გახდილი, გათქვირული გოგონები იდგნენ და ახალგაზრდა მღვდელს თვალებს უჟუჟუნებდნენ.
– ამათ მე ბერი ხომ არ ვგონივარ? – ჰკითხა მღვდელმა მილიციელს. მილიციელს გაეცინა.– მწყერივით გოგოებია, ასეთ მწყერს გაუპუტავადაც მიირთმევდა კაცი, რას იტყვი, მამაო? – ჰკითხა მილიციელმა.
– ცოდვა გამხელილი ჯობია. – თქვა მღვდელმა, მერე თვითონაც გაიცინა.
– რა კარგი ბიჭი ჩანს ეგ მამაძაღლი, ნეტავი რა გაუჭირდა ისეთი, მილიციელად რომ წავიდა. – გაიფიქრა მღვდელმა და ზღვაში შეცურა.
– რა კარგი ბიჭი ჩანს ეგ მამაძაღლი, ნეტავი რა გაუჭირდა ისეთი, მღვდლად რომ წავიდა. – გაიფიქრა თავის მხრივ მილიციელმა და ზღვაში შეცურა.
– ცოლ-შვილი გყავს, მამაო? – ჰკითხა, ახლოს რომ მიცურდა.
– არა! – იცრუა მღვდელმა და დაყვინთა.
– სულიწმიდა ხარ? – გაეხმაურა მილიციელი მღვდელს, თავი რომ ამოყო წყლიდან.
– სულიწმიდა ერთია ქვეყანაზე. – უპასუხა მღვდელმა და გულაღმა დაწვა ზღვაზე.
– აკი სამიაო?! – ნიშნისმოგებით უთხრა მილიციელმა.
– ვინ სამი? – ჰკითხა მღვდელმა და გადმობრუნდა.
– მამა, ძე და სულიწმიდა! – თქვა მცოდნე კაცის სიამაყით მილიციელმა.
– ეგ სამივე ერთია, ბიჭო! – უთხრა მღვდელმა.
– როგორ შეიძლება სამივე ერთი იყოს, მამაო? – აგდებულად ჰკითხა მილიციელმა.
– მზეს ხომ ხედავ, მზეც სამებაა – დისკო, შარავანდედი და ნათელი. აი, როგორც ესენია განუყოფელი და წარმოუდგენელია მათი ცალ-ცალკე ყოფნა, ისე წარმოუდგენელია ცალ-ცალკე სამებაც, გაიგე?
– ჰკითხა მღვდელმა.
– კი, შენ თუ თქვი და მე თუ დაგიჯერე, – თქვა მილიციელმა.
მღვდელმა ხმა არ გასცა, ზღვიდან ამოვიდა და ცხელ ქვიშაზე დაჯდა.
– რა გქვია, მამაო? – ჰკითხა მილიციელმა უცებ.
– ნოდარი. – მღვდელმა კენჭი აიღო და ზღვაში ისროლა. მილიციელს სიცილი აუვარდა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა გაოცებულმა მღვდელმა.
– მე ვთქვი, ან ონოფრე, ან იობი, ან ლუკა, ან კალისტრატე ერქმევა-მეთქი, ამას კი ნოდარი ჰქვიებია. – სულ ჩაბჟირდა მილიციელი. მღვდელსაც გაეცინა, მერე ადგა და მილიციელს მხარზე ხელი დაჰკრა.
– ეგ ჩემი საერო სახელია, გეყოფა, ჩაიცვი!
– ცოტაც ვიყოთ, მამაო! – შეეხვეწა მილიციელი.
– კონფერენცია დაიწყება, თორემ ახლა აქ ყოფნას რა ჯობია! – თქვა მღვდელმა და ჩაცმა დაიწყო. მოსახვევში შავი „ვოლგა“ გამოჩნდა და მათკენ დაიძრა. – აჰა, აკი გითხარი, მანქანაც მოვიდა.
– ცოტაც, მამაო!
– ვინ ოხერი, სიტყვა რომ არ მქონდეს სათქმელი! – სინანულით გაშალა მხრები მღვდელმა და ანაფორაზე ის უზარმაზარი ვერცხლის ჯვარი ჩამოიკიდა. ახლა იგი კვლავ მღვდელი იყო, მაგრამ მილიციელმაც რომ ჩაიცვა და გვერდით ამოუდგა, რატომღაც პატიმარს დაემსგავსა.
– არ დაგვწვა ამ უპატრონომ? – თქვა მილიციელმა და მზეს გახედა.
– მზეზე ამბობ მაგას? – ჰკითხა მღვდელმა.
– აბა, მთვარეზე? – თქვა დასიცხულმა მილიციელმა.
– ახლავე პირჯვარი გადაისახე და თქვი, ღმერთო შეგცოდეო! – უთხრა მღვდელმა მკაცრად.
მილიციელმა გაკვირვებით შეხედა მღვდელს, ვინმეში ხომ არ ვეშლებიო და ვარსკვლავიანი ქუდი ორივე ხელით შუბლზე მაგრად ჩამოიჩაჩა. მღვდელი მიხვდა თავის შეცდომას და ახლა დაყვავებით აუხსნა:
–
-------------------------
მზეს არ ეკადრება ეგ, მზე ხატია მზიანი ღამისა, – თან სასოებით ახედა მზეს.
– მზიანი ღამე რაღა ოხრობაა? – ჰკითხა თავის მხრივ მილიციელმა.
მღვდელი გაშრა.
– ღმერთო, შეუნდე ცოდვილს, რამეთუ ბრიყვია, უმეცარი და არ ესმის, რას ლაპარაკობს, – შეავედრა უფალს მილიციელი მღვდელმა.
– მაინც რა არის მზიანი ღამე? – ჩააცივდა მილიციელი.
– ღმერთი!
– თან მზეა და თან ღამე?
– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე! – აუხსნა მღვდელმა.
მილიციელს გაეცინა.
– ახედე მზეს! – უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს.
მილიციელმა ახედა და, რომ ვერ გაუძლო ნათელს, თვალი აარიდა.
– გაუსწორე თვალი! – ისევ უბრძანა მღვდელმა.
– ვერ ვუსწორებ, მამაო!
– უყურე, უყურე დიდხანს.
მილიციელმა თავს ძალა დაატანა. როგორც მჭრელი დანა, ისე სჭრიდა შუქი თვალის გუგებს, მაგრამ შერცხვა და გაუძლო.
– რა ფერია? – ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ მღვდელმა.
– სპილენძისფერი!
– კიდევ უყურე.
მილიციელს ისე მოეჩვენა, თითქოს მზე ჩამოეღვენთა თვალებში და უნებურად ხელი აიფარა თვალებზე. აიფარა და განცვიფრდა.
– გაშავდა, მამაო, – თქვა მან ათრთოლებული ხმით. – მზე გაშავდა!
მღვდელი შებრუნდა და მანქანისაკენ წავიდა.რწახვი, ერცახუ — მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოსა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე, მდინარე აქსაუთის (ყუბანის სისტემა) სათავეებში, სიმაღლე ზღვის დონიდან 3910 მ.
აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. ჩრდილოეთი კალთა დამრეცია, სამხრეთი — ციცაბო. ერწახვის სამხრეთი კალთის 2 მყინვარი ასაზრდოებს მდინარე ჩხალთის მარცხენა შენაკადებს. დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი.
This post has been edited by tengo9786 on 18 Jul 2026, 22:17