* * *
"ვიდეოში ჩანს რომ სიტუაცია უკვე დაძაბულია. ჩვენი მეგობარი ლევან ლომიძე მოუწოდებს სტუმრებს შეწყვიტონ შეურაცხმყოფელი ლექსიკა, დაბრუნდნენ თავიანთ ნომრებში, რომ ისინი არ არიან საკუთარ სახლში და არც ჩვენი წვეულების წევრები არიან.
კადრში ჩანს ჩვენი ძმა და მეგობარი გიორგიც, რომელიც ცდილობდა ასევე სიტუაციის დეესკალირებას. მსგავსი სიტუაცია გრძელდებოდა მინიმუმ ნახევარი საათი." - წერს ლუკა ლაშხი სოციალურ ქსელში და გუშინ, თელავში მიმდინარე ქორწილიდან კადრს ავრცელებს.
ცნობისთვის, 18 ივლისს, თელავში ქორწილში ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
ჭიღლაძე დააკავეს და გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება არ აკონკრეტებს ტურისტების ეროვნებას, თუმცა არსებული ცნობით, ისინი რუსები არიან.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ადვოკატმაც გაავრცელა. მისი განცხადებით, ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და ქალს იდაყვი მოარტა სახის არეში, რის შედეგადაც იგი დაეცა.
ადვოკატი ასევე წერს, რომ " ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული"
ბევრი გულები დავუწეროთ
This post has been edited by ჩეკო on 19 Jul 2026, 23:28