ბიძინიე ომში გვითრევს? როგორც ჩანს კი, ოღონდ რუსების მხარეს.
ომს ძირითადად ორი შემადგენელი აქვს, პირდაპირ სამხედრო, და ეკონომიკური.
დავიწყოთ ეკონომიკურით:
ბიძინიემ და მისმა ქოცებმა იმდენად მიაბეს საქართველო რუსეთის ფედერაციის კორუფციულ და სანქციების გვერდის ავლის სქემებში, რომ ეს ქვეყანა უკვე უმტკივნეულად ვეღარ გამოძვრება. მხოლოდ დროის ამბავი იყო როდესაც დაიწყებოდა რუსეთის ფედერაციის სატელიტების სანქცირებაც, და ეს დრო უკვე დადგა.
ფაქტიურად უკვე დაიწყო არა მხოლოდ ქოცების ელიწების სანქცირება, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან კავშირში, არამედ საქართველოში არსებული ბიზნესების და ეკომომიკური სექტორების სანქცირებაც დაიწყო, ზოგის ირიბად, ზოგის კი პირდაპირ.
დასანქცირდა "თელასის", "თელმიკოსა" და ჰიდროელექტროსადგურების – "ხრამჰესი I-ისა" და "ხრამჰესი II-ის", რომლებიც Интер РАО-ს ეკუთვნის:
https://tabula.ge/ge/news/750408-eu-m-telas...esebis-mplobeli
დასანქცირდა ყულევის ნავთომბგადამამუშავებელი, რომელიც რუსული სანქცირებული ნავთობის გათეთრებისთვის გამოიყენებოდა:
https://tabula.ge/en/news/750349-qulevis-na...tsiebi-6-tveshi
დასანქცირდა საქართველოში მოქმედი კრიპტოპლატფორმები, რომლებსაც რუსები სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებდნენ:
https://tabula.ge/en/news/750345-rusetis-ci...hali-sanktsiebi
რუსეთის ფედერაციის პროქსი ძალების სანქცირების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და გაძლიერდება, ეს ჯერ დასაწყისია.
რაც შეეხება სამხედრო შემადგენელს, იმედი მაქვს რომ საქოცეთი და მათი ბელადი ხვდება მაინც და იმდენს არ იზამენ, რომ ეს ქვეყანა სამხედრო სამიზნედ იქცეს. უკრაინელებს უკვე ხელი მიუწვდებათ ფაქტიურად ყველაფერზე, მთლიანად ამიერკავკასია უკრაინის დაფარვის ზონაშია, აგერ კასპიის ზღვაშიც კი უბაგუნებენ უკვე, მაგრამ თან იმაშიც ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ აქ ვითარებას დიდწილად უკვე რუსები აკონტროლებენ, ამიტომაც არანაირი გარანტიები არ არსებობს რომ ესენი სამხედრო შარშიც არ გაგვხვევენ. და თუ ვინმეს სერიოზულად გონია რომ რუსები ვინმეს "დაიცავენ", აბა რა გითხრათ... რუსებს აგერ მოსკოვი ვერ დაუცვიათ საჰაერო იერიშებისგან და ვერც სამომავლოდ დაიცავენ, და რისი "დამცველები" ეგენი არიან აგერ შემოდგომას კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდება.
This post has been edited by გიო88 on 26 Jul 2026, 16:20