"4 აგვისტოს დაკრძალეს დავით ნანავა, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი.
ლექსო თამაზაშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმაა.
დავით ნანავამ თავი მოიკლა. (ოფიციალური ვერსიით) ამბობენ ამ კაცს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე “თავი მოიკლა” ციხის უფროსმა.
მალე “თავი მოიკლა” პოლიციელმა რუსიაშვილმა, ამბავი კახეთში მოხდა.
ყველა ეს ამბავი ფინანსურ გარჩევებამდე, ან პრობლემებამდე მიდიოდა.
მანამდე, “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ. ესეც ღარიბაშვილის კლანია.
10 დღის წინ საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი თავად ღარიბაშვილი. კი გვითხრეს გეგმიური შემოწმება იყოო, მაგრამ აგერ ადამიანი საკუთარ და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ბიძინას აკისრებს.
ღარიბაშვილი დარწმუნებულია რომ ციხეში ზუსტად ისე მოექცევიან როგორც ბაჩიაშვილს.
ბიძინას სავაჭროდ ერთი დღე მისცა.
თან ოჯახი დააზღვია.
თუ ბიძინასგან უარს მიიღებს, ირაკლი კობახიძემ იდარდოს" | წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში
პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა განცხადება, სადაც ის წერს: "დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! [...] სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!" მისივე ცნობით, ივანიშვილის დავალებით წერილი მიიღო, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღება მოსთხოვეს და ისევ 5-წლიან სასჯელს დაპირდნენ - "გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას, თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება იქნება დაზღვევის მექანიზმი" - ნათქვამია გაფრთხილებაში. ღარიბაშვილი აანონსებს, რომ ხვალ ვრცელ წერილს გაავრცელებს
(IMG:
https://img.forum.ge/J_Si7hijjin52X.jpg)