ფბ-დან:
კიდევ ერთი „გასახარებელი ამბავი“ ქართველი რუსეთუმეებისათვის!
რუსეთში ფუნქციონირებს ექსპერტული, ინტელექტუალური და პოლიტიკური გავლენის მქონე კლუბების მთელი ეკოსისტემა, რომელიც მიუხედავად სახელმწიფოში არსებული ავტორიტარული მმართველობისა, მაინც გარკევულ ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებაზე. ასეთი კლუბების საქმიანობაში მონაწილეობენ სახელმწიფო ხელისუფლების, ბიზნეს ელიტის, აკადემიური და ექსპერტული წრეები, მედიის და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგნელები.
კლუბებში შეიძლება არ მიიღებოდეს ოფიციალური სახელმწიფო გადაწყვეტილებები, მაგრამ იქ იკრიბებიან გავლენიანი ადამიანები, საუბრობენ იმაზე, რასაც სახელმწიფო უწყებებში სხდომაზე საჯაროდ ვერ იტყვიან. ამ კლუბებში ყალიბდება სხვადასხვა ხედვა, მზადდება მოხსენებები და რეკომენდაციები, რომლებიც მიეწოდება ხელისუფლებას.
ერთ ერთი ასეთი ორგანოიზაცია არის „ნიკიტსკი კლუბი“, რომელიც თავის დროზე დაფუძნდა აკადემიკოს კაპიცას, მეცნიერებისა და მსხვილი ბიზნესის ინიციატივით. მისი დეკლარირებული მიზანი იყო რუსეთის „ინტელექტუალური ძალების“ გაერთიანება და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემების განხილვა. ეს არის პროფესიული და ტექნოკრატიული მიმართულების კლუბი, რომელიც, რამდენადაც დღევანდელ რუსეთში შესაძლებელია, შედარებით თავისუფალი მოედანია პროფესიული აზრთა გაცვლა გამოცვლისთვის.
ამ კლუბის სხდომაზე გამოვიდა ანდრეი კლეპაჩი, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია ВЭБ.РФ-ის მთავარი ეკონომისტი თემით „რუსეთის ეკონომიკა და გეოპოლიტიკური გამოწვევები“. კლეპაჩი ითვლება ერთ ერთ ძალიან კარგად ინფორმირებულ და მოაზროვნე ანალკიტიკოსად, რომლიც 2008–2014 წლებში იყო რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო და წლების განმავლობაში ВЭБ-ის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ფიგურაა; ამჟამად ის მუშაობ რუსეთის „ვნეშეკონომ ბანკის“ მთავარ ეკონომიკურ მრჩეველად, რომელიც არის არა ჩვეულბრივი საინვესტიციო ბანკი, არამედ არის რუსეთის „სახელმწიფო განვითარების კორპორაცია“ )„Государственная корпорация развития ВЭБ.РФ.) სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც აფინანსებს ქვეყნისთვის სტრატეგიულ პროექტებს.
ეს ბატონი არ გახლავთ არც დისიდენტი, არც ოპოზიციონერი თავის ფეხებამდე არის პუტინის სისტემის ნაწილი. „ნიკისტსკი კლუბში“ თავის მოხსენებაში მან რამდენიმე ძალიან საინტერესო და პრინციპში, სკანდალური განცხადება გააკეთა:
1. „ ამ გამოფიტვის ომში ჩვენ კონკურენციას ვერ მოვიგებთ.“
2. „რუსეთში არსებობს ილუზია, რომ უკრაინის ეკონომიკა დაინგრევა,“ მაგრამ მისი შეფასებით: „არ დაინგრა და არც დაინგრევა.“
3. „ჩვენ ჩამოვრჩებით. ჩვენ ვაგებთ ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ კონკურენციას მსოფლიოში. თანაც, როგორც უკვე ვთქვი, ამ კონკურენციას ვაგებთ არა მხოლოდ ჩინეთთან და აშშ-სთან — გარკვეულ სფეროებში უკრაინასთანაც კი.“
4. რუსეთში იზრდება ომით გამოწვეული რისკები. მისი შეფასებით, რუსეთის ეკონომიკაში იზრდება დანახარჯები და დანაკარგები. კლეპაჩი ერთ მიზეზად ასახელებს უკრაინის დარტყმებს რუსეთის პორტებზე; ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ქიმიურ საწარმოებზე და ლოგისტიკურ ობიექტებზე.
მისი აზრით, ეს უკვე აღარ არის უბრალოდ კონკრეტული ობიექტების დაზიანება. ზიანი იმდენად მასშტაბური ხდება, რომ მთლიანად ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა .
მეორე კომპონენტად ექსპერტი ასახელებს დასავლეთის სანქციებს. აქ მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ რუსეთს რაღაც პროდუქტის ყიდვა აღარ შეუძლია. კლეპაჩის ლოგიკით, სანქციები ზრდის რუსეთის ეკონომიკის ტრანზაქციულ და ტექნოლოგიურ ხარჯებს: რთულდება ტექნოლოგიების მიღება, იზრდება იმპორტის ალტერნატიული არხების ღირებულება, იზრდება ლოგისტიკური ხარჯები, აჭიროა პარალელური იმპორტი და შუამავლები, მცირდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა, იზრდება ადგილობრივი წარმოების შექმნის ღირებულება. ამიტომ სანქციების ეფექტი მხოლოდ „რამდენი მილიარდი დოლარი დაგვაკლდა“ არ არის. ის რუსეთის ეკონომიკის ეფექტიანობას ამცირებს. კლეპაჩი სწორედ ამას უკავშირებს რუსეთის ტექნოლოგიურ ჩამორჩენასაც.
პრობლემებია ნავთობის ექსპორტზე. ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეამცირეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ამბობდნენ, რომ სანქციებს არ შეუერთდებოდნენ
5. კლეპაჩი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ეკონომიკა უზარმაზარი დასავლური დახმარებით აგრძელებს ფუნქციონირებას, ხოლო რუსეთის შემთხვევაში სამხედრო და სხვა სახელმწიფო ხარჯები უკვე ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს უახლოვდება. დღეს სახელმწიფო უზარმაზარ თანხას ხარჯავს სამხედრო შეკვეთებზე, GDP შეიძლება გაიზარდოს. მაგრამ თუკი სახელმწიფო აშენებს ახალ ქარხანას სამოქალაქო სექტორში, სახელმწიფო ხარჯავს 100 მლრდ რუბლს, იქმნება საწარმო, რომლიც აწარმოებს პროდუქტს, ეს პროდუქტი იყიდება, ჩნდება მოგება, იზრდება საგადასახადო შემოსავლები და იზრდება მომავალი წარმოების შესაძლებლობა. ეს არის ინვესტიცია ეკონომიკის მომავალში. ხოლო, სახელმწიფო ხარჯავს 100 მლრდ-ს საბრძოლო მასალაზე. ქარხანა აწარმოებს ჭურვებს, ისინი ფრონტზე იხარჯება, პროდუქტი აღარ არსებობს. ის არ იყოდება მას მოგება არ მოაქვს.
ამასობაში ეს 100 მილიარდი მაინც GDP-ს ზრდაში ჩაითვლება.
რუსეთის მდგომაროების ეს შეფასებები მნიშვნელოვნაია იმიტომ, რომ იგი ეკუთვნის არა ემიგრაციაში მყოფ რუს პოლიტიკოსს ან ეკონომისტს, არამედ პუტინის სისტემის ნაწილს, რუსეთის ეკონომიკური აზრის ერთ ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს და რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობაზე ძალიან ინფორმირებულ პიროვნებას, რომელსაც ხელი მიუწვდება იმ დახურულ ეკონომიკურ ინფორმაციებზე, რომელიც არ ქვეყნდება საჯარო სივრცეში. ნიკისტსკის კლუბის სხდომაზე თავის გამოსვლაში ბატონმა კლეპაჩმა ფაქტობრივად პასუხი გასცა ყველა იმ ცრუ ეკონომიკურ ნარატივს, რომელსაც პუტინი და მისი გარემოცვა ავრცელებს რუსეთის და უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ეს მოხსენება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ უკმატოფილებაზე რომელიც დაგროვილია რუსეთის ელიტაში და იმ რეალურ პრობლემებზე რაც არსებობს რუსეთის ეკონომიკაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მოხსენება გაკეთდა ბოლო თვეში უკრიანის მიერ რუსული ლოჯისტიკის, ნავთბგდანმამუშავებელი ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის და მარკეტფლეისების მასობრივი დაბობმბვის დაწყებამდე. ანუ, ახლა ის პრობლემები, რაზე კლეპაჩი ლაპარაკობდა, კიდევ უფრო გაიზარდა და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.
https://nikitskyclub.ru/https://www.facebook.com/irakli.melashvili....Q2KLzErxySdgypl
რუსეთი უნდა დაინგრეს.