დიახ,გეთანხმები...ხშირად კარგავენ ზომიერების გრძნობას!
გთხოვ,ნახე ეს ვიდეო და ჩემი კომენტარი ფეისბუქზე.
Nata Nostalgie
25 იანვარი
·
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
3 წლის წინ
25 იანვარი 2023
Schiaparelli-ის 2023 წლის გაზაფხულის კოლექცია,როგორც ყოველთვის განსაცვიფრებელი,დახვეწილი,
იდუმალია,მაგრამ ამავე დროს სასტიკი,ცხოველების გულსაბნევად თუ ბროშებად თუ ქინძისთავად გამოყენებით.
ასეთი დიდებული ცხოველების,აქსესუარებად გამოყენება,თუნდაც ისინი ხელოვნურები იყვნენ,ჩემი აზრით,არასწორია,
დაუშვებელია.
დიზაინერმა დენიელ როზბერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი შექმნით „არავითარი ცხოველი არ დაშავებულა“. ნატურალური ზომის მაკეტები მთლიანად პენოპლასტისგანაა დამზადებული.
კოლექცია შთაგონებული იყო დანტეს ჯოჯოხეთით, ცხოველებთან ერთად, რომლებიც განკუთვნილი იყო „შეხსენებისთვის, რომ სამოთხე ჯოჯოხეთის გარეშე არ არსებობს; არ არსებობს სიხარული მწუხარების გარეშე;
არ არსებობს შემოქმედების ექსტაზი ეჭვის წამების გარეშე“.
„საშინელია! ნამდვილი თუ ყალბი"-წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მეუღლე პირად ინსტაგრამზე.
"იყავი უკეთესი", - წერს ფოტოგრაფი მისან ჰარიმანი თავის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
თუმცა, ყველა არ თანხმდება, რომ კოლექცია საკმაოდ შეურაცხმყოფელი იყო.
რა თქმა უნდა, პროვოკაციულია ტანსაცმელზე გიგანტური ცხოველების თავების დადება
და ზოგიერთი იტყვის, რომ მოდის როლი კულტურაში არის და ყოველთვის იყო - შოკის გამოწვევა და შემდგომში, საუბარი...
მაგრამ რამდენად ღირებულია ეს საუბარი?!
თუ თქვენ ნამდვილად გინდოდათ ბუნების, სამყაროს დიდების აღნიშვნა,
ამის გაკეთების ბევრად უკეთესი გზები არსებობს,
ვიდრე წარმოუდგენლად რეალისტური თავმოკვეთილი ცხოველების ხელახლა შექმნა!
Schiaparelli | Haute Couture Spring Summer 2023
https://www.youtube.com/watch?v=Dpia55kxfN4 This post has been edited by Nostalgia34 on 26 Sep 2026, 20:03