დედამ ენაცვალოსთცი, რავი, რამდენი წელია ხალხს ვარიგებ და აქაც ვწერ ხოლმე სოც ქსელებში ფოტოს ატვირთვაზე, იმენა არაფერი შედის, მეტიც, არამხოლოდ ბავშვის ფოტოები,
"პროსტინა " აქვთ გამოდებული სოც ქსელებში, რაც შემზარავთან ერთად დაბალ ინტელექტზე მეტყველებს, თუ რატომ, ამას აღარ გავშლი.
აბა ბავშვს ფეისბუქი არ უნდა ჰქონდეს? აბა ფოტოები არ დავდო?
რისთვის???
ახლა კი იხილეთ რადიო თავისუფლების სტატია ამ საკითხზე :
[B]მივდივართ ხოლმე. ბოლო პერიოდია, უფროსმა შვილმა გააპროტესტა და აღარ სიამოვნებს, მის ფოტოებს რომ ვაზიარებ. ერთი-ორჯერ მისი ნებართვის გარეშე დავდე ფოტო და როგორც კი ნახა, მომთხოვა, რომ წამეშალა. უმცროსს პირიქით, მოსწონს. გულებს და კარგ კომენტარებს რომ უწერენ, ძალიან უხარია ხოლმე.
სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ვინმე ამ ფოტოებს ცუდად გამოიყენებდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 36 წლის მაია.
ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც აქვეყნებდა შვილების ფოტოებს სოციალურ პლატფორმებზე 31 წლის ლიკა. აქამდე, ფოტოები ყველასთვის, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. ბოლო პერიოდია, ფოტოებს მხოლოდ ახლო მეგობრებისთვის აქვეყნებს:
„ბოლო დროს ბევრი რამ წავიკითხე ინტერნეტში თაღლითობასა და ხელოვნურ ინტელექტზე, ამიტომ ვცდილობ, რომ ახლა უფრო ფრთხილად ვიყო. განსაკუთრებით არ მინდა, საჯაროდ ჩანდეს, სად სწავლობენ ჩემი შვილები ან სად დადიან. ახლა ფოტოებს ძირითადად ახლობლებს ვუზიარებ, თუმცა არ ვიცი ზუსტად, ესეც რამდენად უსაფრთხოა“.
ნათია თვლის, რომ მშობელს თავისუფლად უნდა შეეძლოს შვილების ფოტოებისა და ბედნიერი მომენტების გაზიარება:
„ყველაფერს ხომ ვერ დავმალავთ? რა არის იმაში ცუდი, თუკი ბავშვების ლამაზ ფოტოებს დავდებთ, ან მხიარულ ვიდეოებს გამოვაქვეყნებთ? ჩემი შვილები 5 და 7 წლისები არიან. არ ვიცი, არასდროს მიფიქრია, რომ ამ ფოტოების გამოქვეყნებით, მათ შეიძლება რაიმე დავუშავო“.
რა აჩვენა უახლესმა კვლევამ?
ინტერნეტის ზედამხედველობის ფონდის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში, ორგანიზაციამ 6310 AI-ით გენერირებული ფოტო და ვიდეო გამოავლინა, რომელიც ბავშვთა სექსუალური ძალადობის მასალად შეფასდა. ეს მონაცემი 40%-ით მეტია, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში.
ერთ-ერთ შემთხვევაში, დამნაშავეებმა სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბავშვების ფოტოებით 100-ზე მეტი სექსუალური გამოსახულება შექმნეს და სკოლას მათი გავრცელებით აშანტაჟებდნენ.
როგორ იზრდება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხე
ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა ორგანიზაციამ, ინტერნეტის ზედამხედველობის ფონდმა (Internet Watch Foundation IWF), ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ზიანი საზღვრებს გარეშე“, რომელიც 2025 წლის მონაცემებს ეყრდნობა.
IWF-მა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი 8029 სურათი და 3 443 ვიდეო გამოავლინა.
შედარებისთვის, 2024 წელს ორგანიზაციამ მხოლოდ 13 ასეთ ვიდეოს მიაგნო.
ანგარიშის ავტორები განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევენ არა მხოლოდ ასეთი მასალის რაოდენობის ზრდას, არამედ მის ხარისხსაც - ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გამოსახულებები და ვიდეოები სულ უფრო მეტად ემსგავსება რეალურს.
IWF განმარტავს, რომ მონაცემები მხოლოდ ორგანიზაციის გამოვლენილ და შეფასებულ გამოსახულებებსა და ვიდეოებს ასახავს და არსებობს ვარაუდი, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია.
2026 წელს გამოქვეყნდა UNICEF-ის, ECPAT (ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელი)-ისა და ინტერპოლის მიერ 11 ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთში ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგებიც.
ამ კვლევის თანახმად, სულ მცირე 1.2 მილიონმა ბავშვმა თქვა, რომ მათი ფოტოები სექსუალური შინაარსის დიპფეიკებად (ერთი ადამიანის სახის სხვა გამოსახულებაზე ან ვიდეოში გადასატანად) გადააქციეს.
ზოგიერთ ქვეყანაში ეს ყოველ 25 ბავშვში ერთს ნიშნავს - ანუ საშუალოდ ერთ მოსწავლეს თითოეულ საკლასო ოთახში.
AI-ვიდეოების 65% ძალადობის ყველაზე მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება
IWF-ის მიერ, 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გამოვლენილი 3443 AI-ვიდეოდან 2233, ანუ 65%, ბავშვთა სექსუალური ძალადობის ყველაზე მძიმე, A კატეგორიაში მოხვდა.
ბრიტანული კლასიფიკაციით, ამ კატეგორიაში შედის გაუპატიურების, სექსუალური პენეტრაციის, სექსუალური წამების ამსახველი მასალები.
ამ ანგარიშის თანახმადვე, AI-გამოსახულებების 97%-ზე გოგონები არიან ასახული.
IWF-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალაში ყველაზე ხშირად 7-10 წლის ბავშვები ფიგურირებენ. 2025 წელს ამ ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა გამოსახულებების 44%. ამავე პერიოდში ყველაზე დიდი, 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა 3-6 წლის ბავშვების ასაკობრივ ჯგუფში.
2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ორგანიზაციამ გამოავლინა 2534 ახალი გამოსახულება. ამ ფოტო-ვიდეო მასალებში, ბავშვების მაქსიმალური ასაკი 10 წელი იყო.
ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულ 1004 ფოტო-ვიდეო მასალაში 3–6 წლის ბავშვები ფიგურირებდნენ, ხოლო 190 -ში - ორ წლამდე ასაკის ბავშვების გამოსახულებით.
როგორ შეიძლება ბავშვის ჩვეულებრივი ფოტო იქცეს სექსუალური შანტაჟის იარაღად?
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შესაძლებელია ბავშვის რეალური ფოტოს საფუძველზე ისეთი ყალბი გამოსახულების შექმნა, თითქოს ის შიშველია ან სექსუალურ სცენაში მონაწილეობს.
დამნაშავეებს შეუძლიათ გამოიყენონ მაგალითად, ბავშვის ფოტო სკოლის ფონზე, მეგობართან ერთად, მშობელთან ერთად, ანუ ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელებში, საჯარო პროფილებზე ან სხვა ონლაინპლატფორმებზეა და რომლებსაც ხშირად, ან თავად ბავშვები ან მათივე მშობლები აქვეყნებენ ხოლმე.
IWF-ის ანგარიშში აღწერილია ხელოვნური ინტელექტის ის მოდელები, რომლებისთვისაც კონკრეტული ბავშვის გარეგნობის იდენტური გამეორებისთვის ზოგჯერ 20 - 30 ფოტო და 15 წუთიც კი საკმარისია. ზოგიერთი თანამედროვე სისტემა კი დამაჯერებელ, ყალბ გამოსახულებას ერთი ფოტოთიც კი ახერხებს. ეს ხდება ჩვეულებრივი კომპიუტერით და განსაკუთრებული ტექნიკური რესურსებისა და ცოდნის გარეშე.
2025 წლის დეკემბერში IWF-ის ანალიტიკოსებმა ე.წ. DarkNet-ში აღმოაჩინეს ფორუმი, სადაც ხელმისაწვდომი იყო ხელოვნური ინტელექტის 202 ინდივიდუალური მოდელი.
მათ შორის იყო მოდელები, რომლებიც კონკრეტული ბავშვების გარეგნობის გასამეორებლად შეიქმნა. ანგარიშის თანახმად, სამიზნეებს შორის იყვნენ ბავშვები, რომლებიც წარსულში უკვე გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, ასევე ბავშვი მსახიობები და ახალგაზრდა სპორტსმენები.
IWF-ის ანგარიშში აღწერილია შემთხვევები, როდესაც დამნაშავეები ბავშვების რიგითი ფოტოების საფუძველზე ქმნიან ყალბ ინტიმურ გამოსახულებებს, შემდეგ კი ამ მასალის გავრცელების მუქარით ცდილობენ მათგან დამატებითი ფოტოების და ვიდეოების გამოძალვას.
საკანონმდებლო შეზღუდვებს, რომელიც ამ ახალ გამოწვევას უპასუხებს.
„გაშიშვლების“ აპლიკაციების შეზღუდვას და ამგვარი ტექნოლოგიების წინააღმდეგ მკაფიო სამართლებრივი ზომების დაწესებას.
კომპანიებმა ბავშვების დაცვის მექანიზმები თავიდანვე უნდა ჩადონ პროდუქტებში და არა მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენების შემთხვევები გამოვლინდება.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის რჩევები მშობლებს
„მშობლებს არ უნდა მოვთხოვოთ, საერთოდ შეწყვიტონ შვილების ფოტოების გაზიარება, მაგრამ საჭიროა, შეცვალონ მიდგომა და გააზრებულად გადაწყვიტონ, რას, ვის და რა მიზნით უზიარებენ. დახურული პროფილი ნამდვილად უკეთესი არჩევანია, ვიდრე საჯარო, თუმცა სრულ დაცვას არ უზრუნველყოფს. ფოტოს შენახვა ან ეკრანის სურათის გადაღება იმ ადამიანსაც შეუძლია, ვისაც მასზე წვდომა აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ნინო გამისონია."
გაგრძელება იხილეთ აქ:
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%94...bJaF4as-VAo8EIA