და რა მაინტერესებს, ე.წ. "აკრძალული სეზონი" რამდენი სერიისგან შედგება?
მე თვალი.გე-ზე ვნახე ოთხი სერია, 1:28, 1:10 წუთიანები, პრიბლიზიტელნა 8 სერია გამოდის, 40-45 წუთებზე რომ გაყო, ამ ოთხი სერიის გარდა კიდე არსებოს რამე?
რაც თქვენ ნახეთ?
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=136358აგერ არის თვალი.გეს ლინკი, ვისაც უნდა ნახოს, ოგონდ ყურების დროს არ აგერიოთ, ცუდად არის დალაგებული
ჯერ დევს პირველი სერია, შემდეგ მეოთხე, შემდეგ მესამე და შემდეგ მეორე ..
მე სამწუხაროდ ამერია და პირველის შემდეგ პირდაპირ მეოთხეს ვუყურე

. თუმცა მთლიანობაშI ნასიამოვნები დავრჩი ამ ოთხი სერიიდან ..
რაც შეეხება გოგა პიპინაშვილს, რამდენადაც მახსოვს ეგ მსახიობი გამოყენებული იყო ფილმში ერთხელ ..
სერიალში უფრო სწორად ..
რამოდენიმეჯერ მაქვს სერიალი თავიდან ბოლომდე ნანახი და კარგად მაქვს შესწავლილი

.
მოკლედ თუ გახსოვთ, ბიძინა (იგივე ჟანრი ლოლაშვილი) როცა პოლიციიდან მოდის და კერძო სამსახურში დაცვაში იწყებს მუშაობას ..
რაღაც სურათებს იცავს ..
და იქ მისი უფროსი ეუბნება ერთ ერთ ადამიანს ჩვენი ნივთი აქვსო, წადი გამოართვიო ..
მიდის ზახარიჩი, აკაკუნებს კარზე და (რამდენადაც მახსოვს) კარს აღებს პიპინაშვილი, მცირე დიალოგია და შემდეგ ირკვევა რომ ერთ ერთი კომუნალური გადასახადის ინკასატორში აერია ჩვენი ძმა ბიძინა პიპინაშვილის პერსონაჟს ..
შემდეგ სახლში შეიპატიჟებს და აუხსნის თუ როგორი ფასეული ნივთი აქვს მას და მის უფროს მისი საქართველოდან გატანა უნდა... ბლა ბლა ბლა
გაიხსენეთ აბა, იქნებ მე მეშლება ..
რაც შეეხება ახალ სეზონს და 22 ოქტომბერ ხუთშაბათს გასულ სერიას, იქ ლექსოსთან რო მოხუცი ქალი მიდის და ნივთის შესახებ ისტორიას უყვება, სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს მსახიობის (რაც ჩემი სირცხვილია

. არადა ვიცი)
ეს ქალბატონიც ერთხელ უკვე იქნა გამოყენებული ფილმში ..
ვინც დასაბამიდანვე უყურებთ ცხელ ძაღლს, სერიალის დასაწყისი გეცოდინებათ და გემახსოვრებათ ..
პაუკაც არ იქნება უცხო სახელი თქვენთვიუს, რადგან მისი მკვლელობის გამოძიებით იწყება ფილმი ..
უფრო სწორტად ვიღაც ბოზს კლავს ეს პაუკა ..
ამ ბოზის მეზობელი არის ეს მოხუცი ქალი და იქ არის ასეთი სცენა .. ვიღაც რუსი ქალი კიბეებზე დგას და სადარბაზოს რეცხს ..
ლექსოს და ზახარიჩს ერთ ვედრო წყალს გადმოასხამს

. ბიძინას ეუბნება, ტიბე ნიჩივო ნე სკაჟუ, ა ვოტ იემუ ვსო რასკაჟუ ..
და ლექსო ადის, მოხუცი პაუკას შესახებ უყვება ..
გახსოვთ ვინმეს?

.
თავის დროზე ძაან ფანატიკი ვიყავი ამ სერიალის, სუფრები მაქვს მინატოვები ამ სერიალის გამო

.
ნუ ეს ბოლო სეზონი ის არაა რაც იყო აქამდე მარა მონატრებული პერსონაჟების საცქერად წავა რა ..