კი არ მომწონს, მიყვარს. ძალიან კარგი სერიალია. ძალიან.
თან სერიები ყველა მახსოვს თურმე, არადა რამდენი წლის უკან ვნახე.
ჯერ მესამე სეზონზე ვარ. ბოლო სეზონი არ მომწონდა მგონი თუ არ ვუყურებდი კარგად?
სხვა ძველი ქართული სერიალების მუღამზეც მოვედი.
"მტვრის გემო" მარინა კახიანი გამომძიებელი, კალატოზოშვილი თავისი შვილი და ჯაბა კილაძე მანიაკი საყვარელი. როგორ მეშინოდა და მძულდა მაგ როლზე და შუა ქალაქში სანდროს როლმა სულ გააბოთა.
"27 დრაკონი", რეზო ჩხიკვიშვილი კანონიერი ქურდის როლზე.
"ყავა და ლუდი" გომიაშვილ-ბურდულის დუეტი მახარობლიშვილმოყრილი.
დააა "წვრილვასკვლავთა ღამე" თათული დოლიძე გამომძიებელი ქალის როლში.
მაგრამ "სახლი ძველ უბანში" მინდა ვნახო, ბავშვობაში ლოგინში რომ ვწვებოდი და ვეღარავინ მხედავდა, მერე ვბღაოდი მაგ სერიალისგან დასტრესილი. მაინტერესებს ერთი. საერთოდ არ მახსოვს.