ჰოლივუდი “ოსტატი და მარგარიტას” ეკრანიზაციისთვის ემზადებაჰოლივუდი ბულგაკოვის უკვდავი რომანის “ოსტატი და მარგარიტას” ეკრანიზაციისთვის ემზადება. ახალ პროექტში თანამედროვე კინოხელოვნების საუკეთესო ვარსკვლავები მოიყრიან თავს. ვოლანდის როლს ალ პაჩინო შეასრულებს. მის გარდა ფილმში დაკავდებიან რეიფ ფაისი (ოსტატი), დენი დე ვიტო (ბეჰემოთი), ჯონ მალკოვიჩი (პილატე), მეთ დეიმონი (უსახლკარო), ნიკოლას კეიჯი (იეშუა).
ფილმის სავარაუდო რეჟისორებად აღიარებული ოსტატები _ ფრენსის ფორდ კოპოლა, ენტონი მიგელი და რობერტ ზემეკისი სახელდებიან.
პროექტს კომპანია Stone Village Pictures განახორციელებს. მასში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე გამოთქვეს ჰოლივუდის უმსხვილესმა კომპანიებმა _ Universal-მა, Paramount-მა, Dreamworks-მა и Warner Bros-მა.
ამ დროისთვის ფილმის სავარაუდო ბიუჯეტი 100-დან 110 მილიონ დოლარამდე განისაზღვრება. თუმცა, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, თუკი ყველა ჩამოთვლილი ვარსკვლავი დასთანხმდება ფილმში მონაწილეობას, ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
პროექტის ხელმძღვანელია ბრიუს ეკონომი, რომელიც აცხადებს, რომ “რომანი მოითხოვს ფრთხილ დამოკიდებულებას. ეს არის გარკვეული გამოწვევა კინოს შემოქმედებისთვის. რაც გარკვეულწილად სტიმულის მომცემიცაა”.
ბულგაკოვის ყველაზე ცნობილი და მისტიკური რომანი მუდმივად იწვევს თეატრისა და კინოხელოვანთა დაინტერესებას. მასთან შეხება მხოლოდ რამდენიმე რეჟისორმა მოახერხა. ბულგაკოვის დადგმისა და ეკრანიზაციის განხორციელების სურვილი მრავალი ტიტანისთვის დარჩა განუხორციელებელ ოცნებად.
პირველად ფილმის გადაღება ნაწარმოების მიხედვით ცნობილმა პოლონელმა რეჟისორმა ანჟე ვაიდამ შეძლო. ფილმი სახელწოდებით “პილატე და სხვები” ეკრანებზე 1971 წელს გამოვიდა. 1972 წელს იუგოსლაველმა რეჟისორმა ალექსანდრ პეტროვიჩმა გადაიღო იტალია-უგოსლავიის ერთობლივი ფილმი “ოსტატი და მარგარიტა”.
1980 წელს “ოსტატი და მარგარიტას” გადაღება რომან პოლანსკიმ მოინდომა, თუმცა პროექტი დაიხურა.
1987 წელს ფილმის ეკრანიზაციის განხორციელება ჰილივუდის მონაწილეობით რეჟისორმა ელემ კლიმოვმა გადაწყვიტა. მისი ეკრანიზაცია ვლადიმერ ბარტკოსაც შესთავაზეს, რომელმაც აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ელემ კლიმოვი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა ფილმის გადაღებას. იმ პერიოდში ბარტკო განმარტავდა, რომ მას წარმოდგენილიც არ ჰქონდა, როგორ უნდა გადაეტანა ეკრანზე ბეჰემოთის სახე.
1988 წელს რომენის ეკრანიზაციის 7-სერიანი სატელევიზიო ვარიანტი პოლონელმა რეჟისორმა მაიჩეკ ვოიტიშკომ გადაიღო.
“ოსტატი და მარგარიტას” გადაღების სურვილი ჰქონდა რეჟისორმ ვლადიმერ ნაუმოვსაც. მან ბულგაკოვის მეუღლისაგან კურთხევაც კი მიიღო, თუმცა შემდეგ გეგმები შეიცვალა. ნაუმოვი განმარტავდა, რომ მას დაესიზმრა ბულგაკოვის გარდაცვლილი მეუღლე, რომელმაც ფილმის გადაღება აუკრძალა.
1994 წელს რუსმა რეჟისორმა იური კარამ მოახერხა რომანის ეკრანიზაცია, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ფილმი ქსელში არ გასულა. მასში მონაწილეობდნენAანასტასია ვერტინსკაია, ალექსანდრ კალიაგინი, ვალენტინ გაფტი, ნიკოლაი ბურლაევი, მიხაილ ულიანოვი და სხვები.
2005 წელს რუსეთის ტელეეკრანებზე გამოჩნდა ვლადიმერ ბარტკოს მიერ გადაღებული მრავალსერიანი ფილმი “ოსტატი და მარარიტა”.
მე მგონი კარგი იქნება