
როლების დარიგებაზე მაგრად ვიხალისე.
არაფერი ხალხო, უბრალოდ მაინტერესებდა რა ასაკის ხალხი ვუყურებთ ამას. აღმოჩნდა, რომ ამ სერიალს ყველა შრე აუთვისებია. კარგია კარგი....
ისა, მე შეიძლება აქ 2 მაისამდე ვერ შემოვიდე, ამიტომაც გთავაზობთ, შუა კვირაში სამშაბათს ან ოთხშაბათს სადმე სახინკლეში წავიდეთ.
დავიწყებტ მშვიდობის სადღეგრძელოთი.
მერე კუნძულზე მოხვედრილთა სახით ერთ დიდი ოჯახს დავლოცავთ.
მესამეზე დავლევთ მაიკლისა და სოუერის ტამადობით მეგობრობის სადღეგრძელოს.
მერე იმ ფრანგლი ქალის თამადობით დედებს დავლოცავთ.
მომდევნო იქნება შენონის და მისი ძმის ტამადობით დედმაშვილების სადღეგრძელო.
იქვე ამ წყვილს წასულებშიც მოვიხსენიებთ. ასევე გავიხსენებთ მისტერ ეკოს ძმას და სხვა დაღუპულებს.
მომდევნო სასმისით კლერის პატარას თამადობით სიცოცხლის სადღეგრძელოს ვიტყვით.
მერე ასეთ სადღეგრძელოს ვიტყვით: "იმათი" თამადობით, ვინც აქ აირ-ჩაიაროს, დაგვინახოს, თავისთვის გაიფიქროს რა კაი ხალხი არიანო, იმათ გაუმარჯოსთქო.
ამ ხალხის მოხსენიება შეგვეძლება ასევე მეზობლების სადღეგრძელოში
მომდევნო იქნება ქალების სადღეგრძელო. აქ გავაერტიანებთ დიასახალისებსაც, სადაც უპირველესად ვახსენებთ როუზს, რომელიც ნამდვილ "პრაჩკად" გადაიქცა.
სიკეთის სადღეგრძელოსაც ვიყუვბით. ვადღეგრძელებთ სიკეთის ჩამდენ და ამ სიკეთის დამფასებელ ადამიანს. რა თქმა უნდა ჰარლის სახით ეს ყველაფერი.
არ უნდა დაგვავიწყდეს სიყვარულის სადღეგრძელო, აქ აუცილებლად ვახსენებთ ერთბაშად რამდენიმე წყვილს, კეიტს და ჯეკს, ჩარლის და კლერს, როუზს და მის ქმარს, სუნს და მის თანამეცხებდრეს. ჰარლისა და იმ მშვენიერ ქერათმიან მანდილოსანს (ფილმში ყველაზე მაგრამ ეგ დამევასა ქალებიდან

),
სამშობლოს ვადღეგრძელებთ. ფეხზე აგვიდგება საიდი, როგორც სამშობლოს დიდი მოსიყვარულე.

მოკლედ ჩავალთ ასე ბოლომდე და ბოლოს მომდევნო სეზონის მოლოდინში დაშლა-არმოშლას ვიტყვით.

ჰა რავარია????
დავიჯერო არავის მოგინდათ ქეიფი????