ფინალი არის სოპრანოსეული

ისეთი როგორიც მხოლოდ სოპრანოს შეიძლებოდა ქონოდა.
სევდით, სიყვარულით, მოლოდინით, ინტრიგით, შიშით სავსე.
კადრები კაფეში მჯდომ უცხოებზე, დამძაბავი მომენტები, გაწელილი სცენები, შეკავებული სუნთქვა, ფიქრობ რომ რაღაც ისეთი უნდა მოხდეს...
ოჯახი, რომელიც თითქოს შეუძლებელია გიყვარდეს და მაინც გიყვარს იმდენად გაგიშინაურდნენ.
არ გჯერა რომ 6 სეზონის დასრულებამდე წამებია დარჩენილი, გეუფლება გრძნობა რომ უსამართლობაა
ასეთი რეალური ისტორია სრულდებოდეს საერთოდ, გენანება დარჩენელი წამები და ფიქრობ რომ მოკვდები,
თუ კი რამე მართლა "ისეთი" მოხდება...:დ უცებ ბახ _ და არაფერიც არ ხდება ეს "ისეთი" , აი სასხვასერიალო რა.
ხდება მხოლოდ სოპრანოსეული. მუსიკიდან ფრაზა "დონთ სთაფ!" (რომელიც მაყურებლის გულისთქმას და სურვილს ეხმიანება) და კადრი წყდება...
ალბათ ცოტა პრაგმატული და ცოტაც ფილოსოფიური რაკურსი ტონის ცხორებისა _ რომ მისი ყოფა კვლავ ასე იქნება _
შიშებში, ეჭვებში, უცხოების და კიდევ უფრო "ახლობლების" თვალიერებაში...
ოჯახი ისევ ასე შეიკრიბება, ეიჯეის ისევ ასეთი ჩამოშვებული ცხვირი ექნება ყოველთვის როგორც ამ სცენაში და
ისევ მის ახალ გატაცებასა თუ გეგმებზე ისაუბრებს, რომელიც კავლავ და კვლავ ჩაუფლავდება.
მედოუც სტანდარტულ კარიერისტაკას რომ შეფერის ისე პომპეზურად, დაგვიანებით და სულ რომ ეჩქარება ისეთი სახით შემოვა.
კარმელას ისევ ისეთი უკმაყოფილო, არაფრისმთქმელი და დაბნეული სახე ექნება და ტონის კი მუდამ ასეთი მზერა, როგორც ბოლოს.
ყველაფერი ისევ თავის ადგილზეა _ ანუ იქ, სადაც არ უნდა იყოს

სოპრანოებში სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია.
მე ასე გავიგე და მივიღე
მაგრამ აქ გმირების ფაქტობრივი საპროგნოზო ვითარება იმდენად მთავარი არაა და ამისთვის არ მთავრდება ასე,
რამდენადაც თვითონ ის აუხსნელი ემოცია, რასაც დასასრული იწვევს და რითაც დავიწყე პოსტი