ჯერ ერთი მე არაფრის და არავის ფანატკა არ ვარ. მეორეც ერთი, არც იმას ვიძახი, რომ ლოსტში გაწელვები არაათქო.
და მესამე: აქ დავწერე რომ 24 იმიტომ მომწონს, რომ გაწელვები საერთოდ არაათქო. ხოდა არ მომეწონა, როცა აქაც
ვნახე გაწელვის მომენტები. თუმცა სერიალი რისი სერიალია, თუ არ გაწელეს

და ის რომ ლოსტს ვუყურებ, არ ნიშნავს იმას, რომ სხვას არ უნდა ვუყურო და მითუმეტეს, კრიტიკა არ გამოვხატო.
ლოსტის ტომეულები გადაიკითხე აბა, რაც მე იქ მიკრიტიკებია ყველაფერი

და კიდევ ერთი, არც ერთ სერიალს არ ვადარებ სხვას. ყველა განსხვავებულია და თავისებურად ჩამთრევი.
ჰოლივუდურში ვიგულისხმე შემდეგი რამ: როგორც კი ჯორჯ მეისონი დასხივდა, ეგრევე გავიფიქრე, სიცოცხლეს გმირულად
დაასრულებს, რაღაც მისიას შეაკლავს თავსთქო. და აი რომ თქვეს, რომ პილოტი, რომელიც ბომბას ჩამოაგდებს, დაიღუპებაო, ეგრევე
დავრწმუნდი, რომ ეს მეისონი იქნებოდა. ანუ გაცილებით ადრე მივხვდი, როგორ წარიმართებოდა მოვლენები და რა მოხდებოდა.
არადა მანამდე (მთელი პირველი სეზონი და მეორის ნაწილი) ისე მიდიოდა ყველაფერი, სულ სურპრიზები იყო.
თორემ შინაარსი მეც ძალიან მომწონს. ნამეტანი დინამიურია და თავქვეშ ხელამოდებული ვერ უყურებ, სულ უნდა უსმინო დაკვირვებით
და უნდა ინერვიულო, იმიტომ რომ არ იცი, რა მომენტში ვინ მოკვდება. ერთადერთი ჯეკ ბაუერია კაშეი ბესსმერტნი

სხვა ვერავიზე
დადებ თავს, რომ გადარჩება.
ჯორჯ მეისონი მიყვარდა და მომიკლეს

ასევე ტონი ალმეიდაც მიყვარს, იმედია მოღალატე არ აღმოჩნდება ან არ მოკლავენ...
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable