პირველთან შედარებით შედევრი იყო

მთელი სერიის მანძილზე ჩამომეძინა, მაგრამ ბოლოში ოოოდნავ გამოვფხიზლდი.
ისე, რატომღაც მხოლოდ მეორე სერიის ბოლოში გაგვაგებინეს, რომ ვახო ცნობილი პოეტი ყოფილა. თორემ, თავიდან ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მისი გაუჩინარების საქმე თავად პრეზიდენტის ყურამდესაც მისულა თურმე...
ისე, ერთი რამე არ გაითვალისწინეს რა...
როდესაც აკეთებ ბრაზილიური ტიპის ტელენოველას, სადაც 100+ სერიაა, მაშინ შეგიძლია მისცე საკუთარ თავს იმის უფლება, რომ თუნდაც მიყოლებით რამოდენიმე სერიაში არაფერი სერიოზული მოქმედება არ განავითარო და მხოლოდ დიალოგებით გაწელო.
მაგრამ როდესაც დაგეგმილი გაქვს პირველი სეზონის 18 სერიაში მოქცევა, მაშინ ყოველი სერია უნდა იყოს მოქმედებებით დატვირთული და ძალიან მკვეთრ მოტივაციას უნდა უჩენდეს მაყურებელს იმისა, რომ შემდეგი სერიაც იხილოს. ძირითადი სთორი არამარტო ყოველ სერიაში აქტიურად უნდა ვითარდებოდეს, არამედ ყოველ სერიას თავისი საკუთარი მინი-ამბავიც უნდა ჰქონდეს, რომლის კულმინაციაც ამავე სერიაში მოხდება. მაგალითად ავიღოთ ”ER” - სასწრაფო. მთავარი სთორი იყო ყოველი სეზონის ექიმების პირადი ცხოვრება და სასწრაფოს ადმინისტრაციაში მიმდინარე მოვლენები; ყოველი სერია საკმაოდ აქტიურად ეხებოდა ამ ორივე თემას. მაგრამ ამას გარდა, ყოველ სერიაში იყო 1-2 ავადმყოფის მინი-ამბავი, რომელიც ამავე სერიაში მთავრდებოდა და რომელიც ახლადჩართულ მაყურებელს (და არამარტო მას) კონკრეტულად (კოონკრეტულად) ამ სერიის ბოლომდე ყურების სურვილს უჩენდა.
ავიღოთ იგივე ლოსტი. მთავარი სთორი არის კუნძულის რაობა და მისი იდუმალი ბინადრების ვინაობის დადგენა. მაგრამ ყოველ სერიაში ხდება მინი-პრობლემების გადაწყვეტა, მცირე სიტუაციების ჩვენება, რომლებიც კონკრეტულ სერიაში სრულდება, მაყურებელს არ ადუნებს და საშუალებას აძლევს სცენარისტებს, რომ პატარა მთავარი ამბავი გადაწელონ 24 სერიაზე, თანდათანობით და საინტერესოდ აწვეთონ მისი დეტალები აუდიტორიას, და ამავე დროს, არ დაღალონ მაყურებელი არაფრისმომცემი დიალოგებით და პეიზაჟებით...
სამწუხაროდ ამ მნიშვნელოვან პრინციპებს სერიოზულად გადაუხვიეს...
უბრალოდ გადაიღეს ერთი ძალიან გრძელი ფილმი და შემდეგ დაჩეხეს 18 სერიად. რაც ძალიან ცუდია...
მითუმეტეს კონტრ-პროგრამირების ისეთი სარისკო მეთოდით, რომელიც მათ გამოიყენეს, როდესაც უკვე დიდი ხნის დაწყებულ და დიდი რაოდენობის მაყურებლის მყოლ, ძალიან რეიტინგულ LOST-ს დაასვეს თავზე...