ერთხელ უკვე დავიცავი ეს სერიალი ამ თემაში და ამიტომ დაცვას აღარ განვაგრძობ...
უბრალოდ ზოგ რაღაცაზე კიდევ მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა...
სამწუხაროდ ლიტერაურულ პირველწყაროს არ ვიცნობ და სერიალი ისე დამთავრდა ვერც ვერაფერი გავიგე... ნეტავ რა უნდოდა რეჟისორს, რატომ გვაწვალა?.. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ვერ გაიგო რის შესახებ იყო ნაწარმოები და ვერ ვხვდები რატომ არ თქვა უარი ამ სერიალზე მუშაობაზე?.. ამ რეჟისორს აშკარად ცხოვრებაში არ გაუგია რა არის რითმი და ტემპი... ცნებები "სიუჟეტი" და "შინაარსი" ხომ საერთოდ... ასე რომ რეჟისორს

(მეთვრამეტე კი არადა მეთექვსმეტე სერიაზე ფანტაზია რომ არ ეყო საცოდავს, ძველი სერიები გადმოგვიმღერა, ვერ ნახეთ?)
სამაგიეროდ მომეწონა ოპერატორის ნამუშევარი... საინტერესო ხედები, კუთხეები, კამერის მოძრაობა... გოგამ კიდევ ერთხელ მასიამოვნა საოცარი პროფესიონალიზმით! მიყვარს ეგ ოპერატორი და რა ვქნა? საოცარი ხედვა აქვს... ოპერატორს
ქართველ მსახიობებს იმდენი ხანია კინოში არ უწევთ მუშაობა, რომ ბევრ მათგანს დაავიწყდა ზოგიერთი სპეციფიური მხარე ამ ტიპის მუშაობის, ზოგს კი საერთოდ არ აქვს მსგავსი პრაქტიკა და შესაბამისად ეს ყველაფერი ეტყობოდა ამ სერიალსაც...
თუმცა მინდა მაინც აღვნიშნო რამდენიმე მსახიობი: გიორგი ნაკაშიძე, ქურდი(რომელსაც ვახოს გატაცებას აბრალებდნენ. სამწუხაროდ არ მახოვს ამ მსახიობის სახელი და გვარი), გიჟი ნიკა (ყველაზე დასამახსოვრებელი სახეა, კარგი ნამუშევარია), და განუმეორებელი ზოიკა!!!
ზოიკას გამო ღირდა ამ სერიალის ნახვა! საოცრად გულწრფელი სახე შექმნა მსახიობმა... თავიდანვე მისი პროფესიონალიზმი ისე თვალში მეცა და გამაღიზიანა ამდენი ვითომ "ნიჭიერის" გვერდით, რომ მთელი სერიალს განმავლობაში ვიჯექი და ვეძებდი მაგ მსახიობის შეცდომებს და საბედნიეროდ განსაკუთრებული ვერაფერი აღმოვაჩინე... ფილმის პლიუსების 50% ნამდვილად ეს ქალია!!!!!!!
მუსიკა დიიიიიიდი "0"... ყანჩელის, ლაღიძის, კერესელიძის და ა.შ. ქვეყანაში (ბოლოსდაბოლოს ნიაზ დიასამიძე გვყავს დღესაც) ეს რა იყო, ა? სირცხვილიიიიიიიიიიიიიიიიიი
და მაინც... მიუხდავად იმისა, რომ ჩვენმა გამნათებლებმა არ იციან შუქის დაყენება, თუ სადმე წესიერ ადგილზე მოხვდება ვინმე ჩვენი "კინოშნიკი" პეროების მორგებას უნდება ერთ ადგილზე და ავიწყდება მთავარი საქმე და ა.შ. და ა.შ... მოდით ნუ ვიქნებით მთლიანობაში ამ პროექტის მიმართ ზედმეტად კრიტიკულები, შეფასებისას ნუ ავიღებთ ამოსავალ წერტილად რომელი ტელეკომპანიის იდეაა ესა თუ ის პროექტი და მხოლოდ ჯანსაღი კრიტიკით შევეცადოთ მხარში დავუდგეთ ყველა ქართულ წამოწყებას. ისიც ხომ ფაქტია, რომ არც სერიალი და არც ზოგადად კინო მარტო შინაარსი არ არის, რომ მას არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა კომპონენტებიც გააჩნია და ამ მხრივ ეს სერიალი ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სხვა დნარჩენ ქართულ სერიალებთან შედარებით.
მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ "ქაღალდის ტყვია" ბევრ "რამეს" (პლიუსებს და მინუსებს) დაანახებს ადამიანებს, რომლებმაც მომავალში კიდევ უნდა აკეთონ მსგავსი პროექტები, რომ ისინი აუცილებლად გაანალიზებენ შეცდომებს და გამოასწორებენ, დახვეწენ დადებით მხარეებს და სულ მალე არაერთ საინტერესო ფილმს თუ სერიალს შემოგვთავაზებენ.