სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა მომეცა ჩემი ემოციების გაზიარების საშუალება ბოლო სერიასთან დაკავშირებით!
შოკში ვარ!

ეს რა იყო, ჰა????
1. კელერმანი ძალიან, ძალიან შემეცოდა. ყველაფრის მიუხედავად, რაც კი ჩაიდინა, ბოლოს კაცურად მოიქცა. შეიძLება ითქვას, ღირსებით დაასრულა ცხოვრება, მაგრამ შემეცოდა სასტიკად...

2. სუკრე... არც კი მინდა ვიფიქრო, რომ ვერ გადარჩება... გავაფრენ...
3. იმედი მქონდა, რომ მერი კრუზის და სუკრეს დეიდას ამბავს ცოტათი მკაინც გავიგებდით, მაგრამ სცენარისტები ხომ სადისტები არიან...
4. კიმი :devil: არც ღირს იმის თქმა, როგორ გამიხარდა მისი სიკვდილი! ურა, ვაშა!
5. ფული!

ამდენი ხნის მანძილზე ტყუილად გადადიოდა ხელიდან ხელში. ეგ ფულიც "შემეცოდა" მაგრად.

6. ეჰ, მაჰოუნი ყოველთვის მეცოდებოდა, მაგრამ ახლა არ მოიქცა კარგად. ყველა ვარიანტში მეცოდება, მაგრამ...

7. ნუ...

მთავარზე არც კი ვიცი რა ვთქვა. სონა რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ციხე იქნებოდა.

მაგრამ ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, რას ვიფიქრებდი. ეს გენერალი ვინაა საერთოდ? ან რატომ უნდა, რომ მაიკლმა კვლავ მოაწყოს გაქცევა?! რა მიზანი აქვთ? ძალიან, ძალიან საინტერესოა. არც მეგონა ამდენი კითხვა თუ დაისმებოდა ახალი მეორე სეზონის ბოლოს.
პირღია დავრჩი.
ამ სერიით შეიძლება ითქვას თითქმის ყველაფერი დაუსრულებელი დატოვეს.
სუკრეს, მერი კრუზის ამბავი არ ვიცით; თ-ბეგთან რომ კაცი მოვიდა, არც ეგ ვიცით საერთოდ რას წარმოადგენს; ნუ, მაიკლზე და ამ "მუნჯ" კაცზე ლაპარაკიც ზედმეტია; ლინკი და სარა რას იზავენ, ეგეც საინტერესოა და გაურკვეველი; მაჰოუნის ამბავი ალბათ ჯერ არ დამთავრებულა...
მოკლედ, სრულ გაურკვევლობაში ვარ...

მიდი ახლა და ელოდე 29 აგვისტომდე... სადისტები ეგენი... თანაც სარას არ აჩვენებენ პირველ ეპიზოდებში, თუმცა, მისი დროებით გაუჩინარება რაღაცით განპირობებული იქნებაო, და ძალიან მაინტერესებს რითი...
This post has been edited by Drakula on 5 Apr 2007, 00:46
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.