არადა რამდენი ხნის წინ ვთქვი რომ დჰარმა და აზერები სხვადასხვა ხალხიაო

პრინციპში რაღაც კი გავიგეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. ცოტა ხანი თავი უნდა დავანებოთ სანაპიროს ხალხს და ლოკზე უნდა გადავერთოდ, რადგან მგონია, რომ ის არის უმთავრესი პერსონაჟი. მართალია გავიგეთ ბენი კუნძულზე როგორ მოხვდა და გაიზარდა, მაგრამ აქვე გაჩნდა ასაკის პრობლემა. რიჩარდი ოცდაათი წლის განმავლობაში თითქმის არ დაბერებულა, ანუ კუნძულის ერთ-ერთი თვისებაა ბუნებრივი ზრდის შეჩერება. ანუ დაბერების დროს უჯრედის დაყოფის პროცესი ხომ ჯერ ნელდება და სიკვდილისას ჩერდება, მაგრამ კუნძულზე ვიცით რომ უჯრედები სწრაფად მრავლდებიან და ამიტომაც ჭრილობები მალე ხორცდება, ანუ უჯრედების გამრავლება უფრო აქტიურად და ხანგრძლივად მიმდინარეობს და ამიტომ კაშეი ბესმერტწიეა იქ მყოფი ადამიანი. მაგრამ თუ ის რიჩარდი არ დაბერდა, მაშინ კუნძულზე მყოფი ბენი რატომ გაიზარდა ვირივით?

ეხლა დჰარმა რომ აღარ გვაინტერესებს რა არის, გაჩნდა კიდევ ერთი გამტანჯავი კითხვა, ვინ არიან ეს ჰოსტაილები და საერთოდ საიდან გაჩნდნენ კუნძულზე, არც პაპუასებს და არც ინდიელებს არ გვანან. მაგრამ უფრო დიდი კითხვაა ეს ოხერი იაკობი, ჯაკობი თუ რაც ჰქვია ვინაა. შეიძლება მონსტრი იყოს, შეიძლება მონსტრის ბიცოლა, რავიცი აბა. და საერთოდ რა ეყარა მისი სახლის გარშემო? ავოეეე... მე მაინც მგონია მოჩვენების ვარიანტი გამორიცხულია, ან მონტრია, ან კიდევ იმ ჰოსტაილების გლავარი, მაგრამ ის ხომ არავის ჰყავდა ნანახი ბენის გარდა? მაგრამ ხორციელი არსებაა, ერთი წამით გამოჩნდა აქეთ-იქით რომ ისროდა ბოთლებს და ლოკისგან დახმარებას რატომ ითხოვს?
PS ამბობენ ეს ჰოსტაილები ძველი გემიდან, შავი კლდიდან არიანო...