rumpleteazerარა , ლონდონში სამნი ვიყავით, უბრალოდ doctor who experience თვის 20 პუნტი დაენანათ (თან საერთოდ არ იციან შოუს შესახებ)
კი, მაგაზე წავედი და მერე stage door დან მსახიობები გამოდიოდნენ,მათ შორის ბოლოს დევიდიც გამოვიდა. ხალხი წაესია ეგრევე მარტო მაგას და კეტრინ ტეიტს..
ერთი გოგო ალბათ შეეხო, არ ვიცი

, ბედნიერებისგან ტიროდა. თან დედამისთან ერთად იყო წამოსული და ის თავისი შვილის ბედნიერებაზე ცალკე ცრემლებს აღვარღვარებდა

მაგარი სურათი იყო.
შთაბეჭდილებები რათქმაუნდა საოცარია, ძალიან მაგარი იყო დევიდი, თან ეს დოქტორის მომენტები მაინც ქონდა აქა-იქ და მეგონა რომ ეხლა ჯიბიდან სონიკს ამოიღებს ან სადმე ტარდისი გაიჩითებათქო

რაც შეეხება doctor who experience , ყველაზე კარგი მომენტი იყო ტარდისის მართვა, მერე 3დ ფილმი გვაჩვენეს ძალიან მაგარი. და ბოლოში გადიხარ მუზეუმში, ყველა წინა დოქტორის კოსტუმები არის წარმოდგენილი, სურათების გადაღება შეგიძლია კიდევ სხვადასხვა ფონზე(მე ტარდისში გადავიღე). არის რამოდენიმე დოქტორის ტარდისის შიდა ინტერიერი გაკეთებული, მონტსტრები და მათი კოსტუმები. რამოდენიმე სათამაშო ყუთი დგას, ერთი იყო ღადაობა, შენი ხმა უნდა ჩაწერო და მერე ირჩევ დალეკის ხმით მოისმინო თუ საიბერმენის.
მე-10 ტარდისთან ეკრანი იყო დამონტაჟებული და დევიდის რეგენერაციის მომენტი გადიოდა, i don't wanna go რომ თქვა NOOOOOOOOO იმხელაზე შევძახე ხალხში ოდნავ დაფრთხა, თუმცა ჩემს გვერდით პატარა ბავშვი და მისი ბებო ცრემლებს ვერ იკავებდნენ