filthმე პირადად ბევრად დიდ იმედებს ვამყარებდი. მოსწონთ ჩემ მეგობრებს, რომელთა გემოვნებასაც ვენდობი, მაგრამ რაღაც ვერ დავამუღამე. ჩემთვის ზედმეტად ბავშვური და არადამაინტრიგებელია. მხოლოდ რამდენიმე სერია მომეწონა პირველ ოთხ სეზონში (Are you my mummy, weeping angels, girl in the fireplace).
შეიძლება მეორე სეზონი უფრო მოგეწონოს, რადგან ტენანტის შემოსვლამ ბევრისთვის ახალ ეტაპზე აიყვანა სერიალი. მეც მაგით შემიტყუეს და მაყურებინეს ტენანტის სამ სეზონს
მეხუთე საკმაოდ ნორმალურია, კარგიც კი. უფრო ეტყობა მოფატის ხელი და შერლოკი თუ მოგწონს, სავარაუდოდ ახალ დოქტორსაც უფრო დაამუღამებ. უფრო ჩახლართული და საინტერესო ისტორიებია. ეიმიც როუზის დონის გამყოლია
მოკლედ, ღირს განაგრძო, ყველაფერი წინაა, მაგრამ მაინც ან მოგეწონება ან არა.