თურმე აქ რეები ხდება, მე კიდე ის ტელეკონკურსი მგონია თავი და ბოლო....
http://imedi.ge/mario/poemsსაკონკურსო ლექსები...
მანანა
ჩვენო ძვირფასო ჩიმარო მარიო!
კუდუხაანთ რძალი-დალი არ გადარიო!
შენით ცოცხლობს, შენით ხარობს
შენ ხარ მისთვის მთელი ამბავიო.
რა ტუჩი აქვსო, რა თმა, რა მხარ-ბეჭი,
რომ ამბობს შენზედ, უბრწყინავს ორთავ თვალიო
შენზედ ფიქრობს და შენზედ ოცნებობს,
სულ დაავიწყდა მამუკა-საკუთარი ქმარიო.
ქმრიანი ქალი თუ ფიქრობს შენზედ,
კი არ გეგონოს უხამსი ქალიო
კარგი ქალია,რა ქნას,რომ უყვარხარ
და ვერ გივიწყებს ჩიმარო მარიო
ჭორად გაიგო მამუკამ
თბილისში მოდისო მარიო
ნეტავი მას შემახვედრა
ამოვიყარო ჯავრიო
რა კარგი წყვილი ვიყავით
მე და თენაძე დალიო
მერე გამოჩნდა ჩიმარო
გადამიბირა ქალიო
და გადაწყვიტა მამუკამ
ახალს მოვიყვან ცოლსაო
ჩიმარო დალისი იყოს
თუმც არის მისგან შორსაო.
გთხოვ მოაკითხო დალიკოს
გორი, სოფელი ფლავიო
არჩუაანთში იკითხე
არ დააყოვნო მარიო!
თეთრი ლექსი:
როზეტა ჯანჯულია.........აბხაზეთი
დილის ალიონს მე ვხვდები ლოცვით,მსურს გაგაგვიძო ჩემო მარიო და გითხრა მომენატრე? თვალები გაგიხილო?მე რომ მიყვარხარ ისიც გაგიმხილო
მარიო ჩიმაროს
კოლუმბიელო რაინდო
ლამაზო ბიჭო მარიო,
შენ გააოცე სამყარო,
შესძარი მთა და ბარიო
სიამოვნებით გიცქერით
ხუან,სალვადორ დონოზო,
როლების შემსრულებელო
უდაოდ მაღალ დონეზე.
მომწონხარ ჩემო შვილიკო
მიყვარხარ,როგოც შვილიო,
ჩამოდი საქართველოში
და გაგვიხარე გულიო.
ნინა ბებია. 80 წლის
მარიო ჩიმაროს
ქალების გულთა მპყრობელო
ბიჭო მარიო ჩიმარო
შენმა გამზრდელმა უნდა თქვას
უიმე შვილი გამიზრდიაო.
სერიალების გმირი ხარ
ცხოვრებაც ამას ქვიაო
ხან პედრო დონოზო ხარ
და ხან ხუანს გეძახიანო.
შენი სახით დონოზათ მოსვლას
კიდევაც მოელიანო
სალვადორობაც გიხდება
ბიჭო მარიო ჩიმარო.
იზაბელი და რებეკა
სულ შენით იდაგიანო
ვალერიაც გადირია
შენს გულს ვერ იყოფიანო.
შენთვის გაწირა ანდრესი
შენმა ყოფილმა ცოლმაო
კანტალისიას რას ეტყვი
დატანჯა შენთთან ომმაო.
და ქალიც კარგი იშოვე
გაეტანაა ჩარაო
მიზნისთვის ხელი ჩაჰკიდეთ
მაგრამ ეს არა კმარაო.
სულით სხვა ხარ და ხორცით სხვა
ამას მისტიკა ქვიაო
ქალთა გულების მპყრობელო
ბიჭო მარიო ჩიმარო.
საქართველოშიც გეტრფიან
ბიჭო მარიო ჩიმარო
სტუმრად გვეწვიე მობრძანდი
ჩვენები გეძახიანო.
ისეთ დროს გატარებინებთ
ზღაპარშიც არ იტყვიანო
ქალთა გულების მპყრობელო
ბიჭო მარიო ჩიმარო.
შარლი
(ნიკი მაინც ვერ შეიცვალა, რომ აგზავნიდა ამ ლექსს?... მეფეა ბოლოს და ბოლოს...)