ამ კონკრეტულ სერიას ნამდვილად ეკუთვნის ცალკე თემა, ცოტა ხნით მაინც

plz ბრიკი დეიდა, აცოცხლე და მერე შეუერთე
მოკლედ, ვიცი აქ ბევრია ფუტურამას ჩემნაირი ფანი. და ბევრია ისეთი, ვინც მხოლოდ Ren-TV-ზე უყურებდა ამ სერიალს.
Ren-TV-ს ფინალური, მეხუთე სეზონი არ გაუშვია როგორც ვიცი, შესაბამისად, ეს სერიაც ბევრს არ ექნება ნანახი.
თუმცა, როგორც ფუტურამოლოგს

შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია მთელი სერიალის მანძილზე!
ხუთიანზეა შესრულებული სცენარი, არაჩვეულებრივი სთორითელინგი, მუსიკალური გაფორმება საერთოდ უმაღლეს დონეზე! ყველანაირად არაჩვეულებრივი სერიაა! და რაც მთავარია - ყველაზე სევდიანი სერია მთელ შოუში (და შეიძლება - ყველა ანიმაციურ შოუში). ბევრი იმასაც ამბობდა, ბოლო სერია უნდა ყოფილიყო ეს მეხუთე სეზონისო...
როგორც იცით, მეხუთე სეზონის შემდეგ შოუ FOX-მა დააქენსელა (კიდევ ვერ ხვდებიან მგონი, რა დაკარგეს). ცუდ ტაიმსლოტში იჯდა, Nascar-ისთვის უნდა გაეწია კონკურენცია და, შესაბამისად, ვერ ქონდა იმხელა რეიტინგები, რამხელასაც გროენინგის შოუდან ელოდნენ.
კონკრეტულად ეს სერია Emmy-ზეც იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, თუმცა იმ წელს სიმფსონებმა მოუგო სერიით "Three Gays of the Condo". ბევრის (და ჩემი) აზრითაც, Jurassic Bark ბევრად, ბევრად ჯობდა სიმფსონების ამ ეპიზოდს, თუმცა სავარაუდოდ ამ უკანასკნელის გეი-თემატიკიდან გამომდინარე ემი სწორედ სიმფსონებს მიცეს. და ამერიკის სატელევიზიო აკადემიამ ქულები ჩაიწერა ტოლერანტულობაში

მოკლედ, ავტვირთე ეს სერია და აუცილებლად ნახეთ, ვინც არ იცით.
და დაწერეთ შთაბეჭდილებები, ოღონდ არ ისპოილეროთ.
http://allshares.ge/download.php?id=059939038(სუბტიტრები პოსტს მივამაგრე, ინგლისურადაა სერია)
P.S. სულ 3-ჯერ წამომსვლია ცრემლები ფილმის ყურებისას

პირველად - The Lion King-ზე (მკვდარ მუფასას რომ ექაჩება ყურზე სიმბა

)
მეორედ - The X-Files-ის ბოლო სერიის ფინალზე

მესამედ - Futurama-ს ამ ეპიზოდის ფინალზე
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 77 )
Futurama.S05E02.zip