აჰა,ვუყურე შვიდივე სეზონს და მაგრადაც ვისიამოვნე

ყველაზე მეტად მომეწონა ბოლო სეზონი.რიგითობით:
მე-7 სეზონი
მე-4 სეზონი
მე-5 სეზონი
მე-3 სეზონი
პირველი სეზონი
მე-6 სეზონი
მე-2 სეზონი
პირველი სეზონი-უძლიერესი დასაწყისი,ყველაზე ორიგინალური სეზონი მეშვიდესთან ერთად.სეზონის პირველი ნახევარი იყო გენიალური,მაგრამ მეორე ნახევარმა გააფუჭა სერიალი.იმდენად უღიმღამო და თითიდან გამოწოვილი გახდა,რომ ნინამაც და ტერის სიკვდილმაც ბევრი ვერაფერი უშველა.ძმები დრეიზენების შემოყვანა ზედმეტი იყო,თან იყო რამდენიმე ეპიზოდი(იგივე სნაიპერთან დაკავშირებით),რაც უფრო კარგად და სრულყოფილად შეიძლებოდა გადაღებულიყო.საბოლოო ჯამში,სეზონმა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა(მეექვსე სეზონის მსგავსად).სეზონის მეორე ნახევარი რომ პირველივით კარგი ყოფილიყო,პირველ ადგილზე გავიყვანდი პირველ სეზონს.თუმცა,პირველი სეზონი მაინც პირველი სეზონია-ერთადერთი,უნიალური და განუმეორებელი

მეორე სეზონი-ყველაზე სუსტი სეზონი.დასამახსოვრებელი ბევრი არაფერი იყო,გარდა მოჰავას უდაბნოში ატომური ბომბის აფეთქებისა.კეიტ ვორნერსაც ცოტა ისეთი როლი ჰქონდა,არაქარიზმატული.მისი და - მარი ბევრად სჯობდა.კიმ ბაუერს ძალიან სუსტი სთორილაინ ჰქონდა.დებილობა იყო,ძალით დაწერილი სცენარი.ისე,ცუდი სცენარი არ ჰქონდა მეორე სეზონს,მაგრამ ეკეთესად შეიძლებოდა გადაღება და მეტი დრამატიზმის შეტანა.
მესამე სეზონი-ეს არის ის უიშვიათესი სეზონი,რომლის მეორე ნაწილი სჯობდა პირველს.ძმები სალაზარების ისტორია სულელობა იყო,მაგრამ მეორე ნაწილმა დაგლიჯა

ზუსტად ისეთი იყო,მე რომ მიყვარს.ძალიან ძლიერი second act-იც ჰქონდა და, ვაბშე,კმაყოფილი ვარ.რაინა ჩაპელის მასეთი დაღუპვა მაგარი ბომბა იყო

მეოთხე სეზონი-მომწონს და რა ვუყო

ერთადერთი,რაც არ მომეწონა,ეს იყო ჰაბიბ მარვანის დაუსრულებელი ამბები პირველიდან 24-ე სერიის ჩათვლით.მეორე ისტორია არ იყო მაგ სეზონში,მაგრამ იმდენად კარგი და დინამიური იყო სეზონი,რომ ეგ ხარვეზი სათვალავში მისაღები არაა.იყო ძალიან ბევრი მაღალი დონის მომენტი და არაჰეფიენდური ექშენიც,მაგალითად,პრეზიდენტის ბოინგის ჩამოგდება.ამ სეზონში ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის როლი წინა პლანზე და სადღაც ორიგინალურობას აძლევდა სერიალს.
მეხუთე სეზონი-უკეთესს ველოდი,თან ისეთი რეზონანსი ჰქონდა 24-ისტებს შორის,რომ...ეტყობა ამიტომაც არ იყო ის,რასაც ველოდი.სხვა განწყობით დავიწყე ყურება.სეზონი ძალიან დაბალანსებული გამოდგა.ჩავარდნები არ ყოფილა,თუმცა,გადასარევი სერიებიც არ იყო მაინცდამაინც.დაიწყო გენიალურად,პირველი სერია იყო ბომბა

დასასრულიც ორიგინალური ჰქონდა.ამ სეზონში ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ედგარის სიკვდილი გამოდგა,ძალიან ემოციური მომენტი იყო.
მეექვსე სეზონი-ძალიან არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დამრჩა.თითქოს კარგი სცენარი ჰქონდა,მაგრამ რაღაც აკლდა,მარილი აკლდა.თითქოს მსახიობები უჟმურად თამაშობდნენო,რაღაცნაირად მოწყენილი სიტუაცია იყო,თითქოს კოლეგის პანაშვიდიდან მოდიოდნენ პირდაპირ გადასაღებ სცენაზეო.იყო მაგარი მომენტებიც-იგივე,ატომური ბომბის აფეთქება ვალენსიაში,მაგრამ სეზონი მთლად ეშხიანი ვერ გამოვიდა.რაღაც აკლდა.ვეინ პალმერს ძალიან დიდი როლი ჰქონდა და ვერ გაამართლა.ქარიზმა აკლდა.მოკლედ,ბევრი slow მომენტები იყო და ძალიან ბევრი filler,როგორც იტყვიან.უკეთესად შეიძლებოდა სცენარის აწყობა.თვითონ გადაღებაც არ მოემწონა იმ ეპიზოდებისაც,რომლებიც ბომბად ითვლება მაგ სეზონში.არ ვიცი,მარილი აკლდა რა...ჯეკის მამის როლის შემსრულებელიც არ მომეწონა და არც მისი როლი.თუ შემოჰყავდათ,უეკთესად უნდა დაეწერათ მისი სთორილაინი.
მეშვიდე სეზონი-მაგრა მევასა

ოხ,ტონი,ტონი...

სეზონი უმაგრესი გამოდგა.ბევრი ექშენი და ბევრი მარილი.ყველაფერი იყო მაგ სეზონში,დრამა ნამდვილად არ აკლდა.
ველოდები მე-8 სეზონს
This post has been edited by ტანკე on 18 Jun 2009, 21:04