კეთილი იყოს შენი მობრძანება კლუბში
კი, ვხედავ :-) უბრალოდ მიზეზი მაინტერესებდა - ყველაფერს აქვს მიზეზი და რაღაც რაციონალური ახსნა :-)
მაგრამ ისიც მესმის, რომ ვიღაცამ შეიძლება არ იცოდეს მიზეზი (რომელიც რეალურად არსებობს) და ჩემთვის ეს... გასაგებია :-)
მაგრამ მგონი ვიცი, რატომ გაღიზიანებთ ეგ გოგო - "ზედმეტად" კეთილი და სამართლიანია.
მართალია, სამართლიანობა და სიკეთე დოზებით არ განისაზღვრება (ჩემი აზრით), მაგრამ თუ ათვლის კოეფიციენტად მოვიყვანთ საზოგადოებრივად მიღებულ ნორმებს, მივიღებთ იმას, რომ
საზოგადოება უარყოფით პიროვნებებს უფრო მეტად "წყალობს", ვიდრე - დადებითს.
დავამტკიცოთ ეს თეორემა
ჩვეულებრივ, ხალხი არ არის ასეთი ზრდილობიანი, კეთილი და სამართლიანი;
ჩვეულებრივ, ხალხს არ ახასიათებს ასეთი "ანგელოზის სიმპტომები";
ჩვეულებრივ, რიგითი ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ნორმებში ჯდება და მასის ნაწილს წარმოადგენს (და რომელსაც საზოგადოება "ნორმალურს" უწოდებს), მანკიერი თვისებებით ხასიათდება და ამის ფონზე ადამიანი, რომლის მანკიერი მხარეები უმეტესობასთან შედარებით მინიმალურია, გაღიზიანებას იწვევს - ის განსხვავებულია..
განსხვავებულად დადებითია.
მეორეს მხრივ, იგივე შეიძლება თქვა ჰაუსზეც - არც ის ჯდება "ნორმებში"; ისიც განსხვავებულია მასისაგან და ის
განსხვავებულად უარყოფითია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, X ღერძზე, რომელის ათვლის წერტილიც 0-ია, ქემერონი არის "0+X", ხოლო ჰაუსი - "0-X". და ამის მიუხედავად, ჰაუსით ყველა აღფრთოვანებულია, ქემერონი კი "გამაღიზიანებლად" კარგია

ერთი ინდივიდის პირადი სიმპათია მეორეს მიმართ განპირობებულია ამ ინდივიდების მსგავსებით ან ამ მსგავსების, მიბაძვის სურვილით.
ანუ, თუ ვინმე მომწონს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ეს ვინმე ჩემნაირია; ან ის, რომ სურვილი მაქვს მისნაირი ვიყო.
შესაბამისად, ერთი ინდივიდის ანტიპათია მეორეს მიმართ განპირობებულია ამ ინდივიდების განსხვავებით ან....

ან იმით, რაც ჩვენს დამძიმებულ დედამიწაზე არც თუ იშვიათია და რასაც მოკვდავთა ენაზე უბრალოდ "შური" ქვია - შური იმის, რომ "ის ზედმეტად კარგია, ზედმეტად მჯობია, ჩემზე უკეთესია და რაც მთავარია, მე ვარასოდეს ვიქნები მისნაირი.. მაგრამ მე ამას ხმამაღლა არ ვიტყვი, არ გამოვუტყდები არც სხვას და არც საკუთარ თავს და ყველაფერს უბრალოდ "ანტიპათიას" დავარქმევ"

ყოველივე ზემოთთქმულს თუ განვაზოგადებთ, მივიღებთ იმას, რომ საზოგადოების უმეტესობა X ღერძზე 0-ის მარცხნივ მდებარეობს და შესაბამისად, უფრო დადებითადაა განწყობილი უარყოფითი თვისების მქონე ინდივიდების მიმართ,
რისი დამტკიცებაც გვინდოდა 
პ.ს. ფროიდმა მოკითხვა გადმოგვცა ყველას

p.p.s. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც X ღერძზე ზედ 0-ზე არიან დარჭობილნი და "ჰაუსებიც" და "ქემერონებიც" ერთნაირად მოწონთ

პ.პ.პ.ს. ჰო, ვიცი, რომ გავრეკე.. ბევრი მოზგაობა საზიანოა..
პროსტა დააიგნორეთ რა.... :-P