LandishYes
როგორ ხარ შჩმ?
მართლა უსერიოზულესი მულწიკია ................
* * *
ოჯახის სხვა წევრები და ახლობლები
აბრაჰამი
აბრაჰამ ეიბ სიმპსონი არის ჰომერის მამა. როგორ წესი, იგი ცხოვრობს ან სიმპსონების სახლში, ან მოხუცებულთა თავშესაფარში.
პეტი და სელმა
პეტი და სელმა ბუვიე (პატრისია ”პეტი” ბუვიე და სელმა ბუვიე ტერვილიგერ ჰატზ მაკკლურ სტიუ სიმპსონები)არიან მარჯის ტყუპი დები. ორივე მუშაობს სპრინგფილდის სპორტის დეპარტამენტში, ორივეს ეზიზღება ჰომერი და ორივე მუდმივად ეწევა. ვიზუალურად ისინი განსხვავდებიან ტანსაცმლის ფერითა და ვარცხნილობებით.
სანტას უმცროსი თანაშემწე
სანტას უმცროსი თანაშემწე არის სიმპსონების ძაღლი - მომხიბვლელი, მაგრამ გაუწვრთნელი მონადირის ძაღლი.
სნოუბოლი
სნოუბოლი (ფიფქი) არის სიმპსონების კატა. სერიალში იყო სულ რამდენიმე ფიფქი - ფიფქი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. ისინი განსხვავდებოდნენ ფერით. მეხუთე სნოუბოლი შავი ფერის კატაა
ჰერბერტ პაუელი
ჰერბერტ პაუელი არის ჰომერის ნახევრადძმა. მისი მამაა აბრაჰამ სიმპსონი, ხოლო დედა - მეძავი ქალი კარნავალიდან. იგი საკმაოდ იშვიათად ჩნდება სერიალში და შორს დგას სიმპსონებისათვის დამახასიათებელი სიჩლუნგისგან.