მერვე სეზონი დავამთავრე. რაღაც ვეღარ ქაჩავენ კარგ სერიებს. ემოციაც აღარ მოაქვთ

შეიძლება ეპიზოდურ როლებში ვერ არჩევენ თუნდაც იმ დონის მსახიობებს ემოცია რო მოიტანონ. სიტყვაზე რო ვთქვათ ვიღაც მანიაკი მოუკლავს ცოლს-შვილს ან ვინმეს და ტიპს დაკითხვაზე დამწუხრებული სახეც არ აქვს. არც მოკლული გეცოდება არც მოკლულის ნათესავი

სერიებიც გაბანძდა. ძაან ერთფეროვნად მიდის. მანიაკებიც ძაან ერთფეროვნები და პროგნოზირებადები არიან. ეს ბოლო მსხვერპლს რო სულზე მიუსწრებენ და მანიაკში ემოციებს აღძრავენ იმ დონეზე რო აღარ კლავს ესეც მოსაწყენია. ბოლო სეზონებში უკვე ყველა საქმეს თითქმის გარსია იძიებს. ძალიან მარტივად იძიებენ ყველა საქმეს. ძაან აცდენილია ამ შემთხვევაში რეალობას. სეზონის ბოლო სერიებიც აღარ მომწონს. ცუგ ცვანგი ბანძი ზღაპარი იყო და მეტი არაფერი. არადა რა მაგარი სიუჟეტი შეიძლებოდა გაეკეთებინათ და ამათმა მიაფუჩეჩეს და დედა უტირეს. ერთი საწყალი შტრაუსი შესწირეს მეტი არაფერი.
პერსონაჟებს რაც შეეხება გედეონი იყო ძალიან ძლიერი პერსონაჟი და ძალიან ცუდია რო გააქრეს.
ჰოჩნერი ვერ ქაჩავს. არ მომწონს ეგ პერსონაჟი.რაღაცნაირი პერსონაჟია. რო იტყვიან მარილი აკლიაო

აი ხო მთავარი ეგაა გუნდში მაგრამ მაინც მეორეა ვეჩნად. ადრე გედეონი იყო ეხლა როსი. რაღაც ზედამხედველის ფუნქციას უფრო ითავსებს.
როსი მომწონს კაი პერსონაჟია. საინტერესო ჭკვიანი ავანტიურისტი და განსხვავებული. კარგი ქნეს სერიალში რო შემოიყვანეს. მოქმედი პერსონაჟებიდან ყველაზე ძლიერად როსი მიმაჩნია. გედეონის მერე სერიალში ყველაზე ძლიერია.
გარსიაც მევასება კაი პერსონაჟია.სახალისო, ნიჭიერი და ყველაზე მეტად მომწონს როგორ უმკლავდება იმ საშინელებას რომელსაც ყოველდღე კომპიუტერში უყურებს ))
მორგანიც ვერ ქაჩავს დიდად. სუსტი პერსონაჟია და ზოგადად საერთოდ რას ესაქმება მაგ სერიალში ვერ გავიგე. ტიპიური პოლიციელია. მძიმე წარსულით, ბავშვობაში ხულიგანი. მერე გადაწყვიტა რო ცუდი ბიძიები უნდა დაიჭიროს და ა.შ. მოკლედ ჩვეულებრივი პოლიციელია. ეფბიაი-ს აგენტს ვერ ვამსგავსებ და ვერ ვხდები რაშია მაგ პერსონაჟის სიძლიერე. შავი მუშა უფროა მე თუ მკითხვათ. პროსტა სიმპატიურია და მაგიტომ ტოვებენ ალბათ სერიალში

ძალიან ცოტაა მორგანის მიერ გამოძიებული საქმეები. აი თავის თავზე რო აიღებს გამოძიებას ეგეთი საქმეები.
ჯეიჯეი ვიდზე მომწონს

თუმცა არც ეგ არ მიმაჩნია ძლიერ პერსონაჟად. კაი ხანი მაგის მოვალეობა მხოლოდ პრესასთან ურთიერთობა მეგონა და მიკვირდა სპეცოპერაცვიბში იარაღით რო დარბოდა
რიდიც მევასება. ახალგაზრდა ვუნდერკინდი რომელიც ყველაფერი იცის რაც წინგებში წერია მარა არაფერი იცის ცხოვრებაში

არც ქალებთან ურთიერთობა არც ბეისბოლის თამაში არც არაფერი მარტივი. მხოლოდ წიგნები და ცოდნა

მოკლედ კაი პერსონაჟია.
ბლეიკი ამ სეზონში შემოვიდა და მომეწონა. ძლიერი პერსონაჟი ჩანს ლიდერული თვისებებით, ძლიერი და მტკიცე ხასიათით. იმედია მეცხრე სეზონში არ გააფუჭებენ.
პრენტისი ჭკვიანი პერსონაჟი იყო. თუმცა დიდად არ მევასებოდა. რაღაცნაირი ტიპშა იყო არაფრით გამორჩეული. მერე ის ამბები რაც მოიგონეს და შეტენეს ჯერ გააქრეს სერიალიდან მერე დააბრუნეს მაგარი სისულელე იყო და პერსონაჟი ძალიან გააბანძა.
ელი კაი გოგო იყო. რაღაცნაირად მევასებოდა და მეწყინა ასე რო დაამთავრებინეს. ძლიერი პერსონაჟი არ იყო. უფრო მორგანისნაირი შავი მუშა იყო მარა მაინც მინდოდა სერიალში დაეტოვებინათ.
მოკლედ იმედია გედეონს და ელის გამოჩენენ ერთ სერიაში მაინც. საინტერესოა როგორ განვითარდა მაგ პერსონაჟების ცხოვრება გუნდიდან წასვლის მერე.
ერთია მასპინძელი გუნდის ფანების პროვოცირება და მეორე ''სტუმარის'', რომელიც ასევე მეორე ''სტუმარის'' მიმართ პროვოცირებს.© ROBERY