მოკლედ არ შემიძლია ერთი ძალიან გრძელი პოსტი რომ არ დავწერო.
ფლეშბეკების და შემდეგ ფლეშფორვარდის იდეა ყოველთვის ძალიან მომწონდა. როგორც ჩანს, სცენარისტებმა სიუჟეტური ხაზის განვითარების ასეთი სტილის დახვეწა დაიწყეს და ეს წარმატებულადაც გამოსდით. ეს სერია უნიკალურია იმით, რომ ორივე შეითავსა, თან ისე, რომ მაყურებელი მხოლოდ სერიის ბოლოს ხვდება, თუ რაშია საქმე. მშვენიერი სიუჟეტის გარდა, ესეც სძენს ხიბლს ამ სერიას. მაგრამ მხოლოდ სანზე და ჯინზე ამ სერიაში საუბარი არ იყო და ჯობია ყველაფერი თანმიმდევრობით გავარჩიოთ.
გემზე უკვე დიდი ხნის მოლოდინი გამართლდა (იმდენი ხანი ლაპარაკობდნენ მაიკლზე, რომ მხოლოდ ახლა გამახსენდა პირველად რომ გამოჩნდა

). მაიკლი გემზეა და დამლაგებელი იუნგას როლი აქვს შეთავსებული, რომელიც ხან გაგიჟებული ეკიპაჟის სისხლი უნდა მოწმინდოს, ხან კიდევ მესიჯები გაუგზავნოს დეზმონდს და საიდს. ხომალდზე ნამდვილად ქაოსი სუფევს, ზოგი ჯაჭვშემოხლვეული ხტება გემბანიდან და ამაზე არავის რეაქცია არ აქვს, სხვები პატარა გემით ცდილობენ გაქცევას, ვერტმფრენიც სადღაც გაუჩინარდა. კაპიტანიც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. არა მარტო იმიტომ, რომ მაიკლმა დაწერა დონთ თრასთო, უბრალოდ მიჩვეული ვარ სერიალში ცუდ ტიპებს.

მართალია თქვა, ავიაკატასტრობის დადგმა ბენ ლინუსის მოწყობილიაო, მაგრამ მაინც არ არის სარწმუნო. საწყალ კუნძულზე შერჩენილ ბენს ამის რესურსი მარტო ნამდვილად არ ჰქონდა (ან კიდევ ჰქონდა..), შეიძლება მისი ხალხის, ან კიდევ მისი უფროსების (დიდი ბენი

) მოწყობილია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩარლზ ვიდმორს თვითონ რომც მოეწყო, ამაზე უზარმაზარი რესურსები დაიხარჯებოდა. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ბევრი ისევ რეალობის გაყოფაზე დაიწყებს ლაპარაკს (ასეთი ჟუტკი თეორიაც მაქვს წაკითხული: ფრენკ ლაპიდუსი, ვერტმფრენის პილოტი, ტელევიზორში თავის მკვდარ ვერსიას უყურებდა, მას უნდა ემართა თვითმფრინავი, მაგრამ პარალელურ რეალობაში თუ სადღაც ჯანდაბაი გადარჩაო ). კიდევ მართლა საეჭვოა, საიდან გაჩნდა გემზე Oceanic 815-ის შავი ყუთი. I don't trust the captain

მორჩა და გათავდა. მაგრამ ის მაინც ძალიან, მაინტერესებს მაიკლი რას იტყვის, კარგია საიდი რომაა იქვე, ერაყის გამოცდილება გამოადგება.
კუნძUლზე კიდევ ცრემლების და ურთიერთობის გარკვევის დროა. როდესაც ყველა ერიდება ახლებთან საუბარს, პირდაპირ კითხვებს არ უსვამს, სანი პირდაპირ მიდის დენიელთან და კუთხეში ამწყვდევს. ჯულიეტს უცებ სიყვარულის ბუშტი გაუსკდება სანის მიმართ (კეთილია ეგ გოგო

) და ჯინს ეტყვის სხვა კაცთან იყოო რომ გადაარჩინოს... მოკლედ მოვლენებით დატვირთული სერია იყო, ვერაფერს იტყვი. მარგამ ფინალი... ხო, ფინალის ოსტატები არიან ეგ ვიღაცეები. ჯინზე მართლა, ძალიან მართლა დამწყდა გული... ვინღა გაუკეთებს ცოლს დელიკატესებს და დამტვრეული ინგლისურით ეტყვის : I have made dinner...

ის ხომ შოუს დასაწყისიდანვე ჩანდა, არც არაფერს აშავებდა... მაგრამ ნეკროლოგებს თავი გავანებოთ, ჯინი კიდევ რამეს მოასწრებს კუნძUლზე, რაც მთავარია სანი გადარჩა და უსაყვრალესი Jin Yeon გააჩინა, რომელსაც ჰარლი მოინახულებს. სასაფლაოზე ჯინის დაღუპვის თარიღი ავიაკატასტროფის თარიღს ემთხვევა, ანუ ის ჯერ კიდევ მაშინ ითვლება დაღუპულად. ეს დარწმუნებული ვარ იმ fake ისტორიის ნაწილია, ოუშეანიქ სიქსს რომ მოუგონეს. ბოლოს კიდევ ის შემიძლია ვთქვა, რომ არა მარტო ჯინზე მწყდება გული. საშინელებაა, მარგამ უნდა ვაღიაროთ, სეზონის ზუსტად ნახევარი უკვე უკანაა და იქამდე, სანამ კიდევ ერთხელ 9 თვიან ვაკუუმში მოგვისვრიან, ძალიან ცოტა დრო დარჩა.

PS ის თუ შეამჩნიეთ, სერიის დასაწყისში, სანი მაკიაჟს რომ იკეთებს, მანამდე ტელევიზორს რთავს, იქ კიდევ ნიკის (ერთი სერიის გმირი რომ იყო, აწ გარაცვლილი ბრილიანტების ხამი, მაგრამ მაინც მაგარი გოგო) ფილმიდანაა ნაწყვეტი, წარსულში ხომ მსახიობი იყო და სერიალ Expose-ში იღებდნენ.

აი თურმე რისთვის დასჭირდათ ამ გმირების შემოყვანა.
მიმაგრებული სურათი