ჯერ პირი დავაღო

მოკლედ სერია იყო

კვადრატში..
ვკითხულობდი თქვენს გარჩევებს და ბლომად დაქუოთება დამჭირდებოდა ამიტომ პირდაპირ დავწერ ჩემ მოსაზრებას ამ სერიის მიმართ:
1) საიდი და ბენი კუნძულის მერე შეეკვრებიან, როგორც სჩანს;
2) რაც შეხება შარლოტას გაცვლას და რამე რუმეებს, მანდ უკვე ნათლად ჩანს, რომ კეიტი არ გამოუშვეს, ის მაილზიც ყველაფერს გააფუჭებდა და ვერ გადაათქმევინებდნენ და მეტ ნაკლებად ის უფრო აზრზე იყო რღაცის ვიდრე შარლოტა, უბრალოდ საიდმა ლოკს დაელაპარაკა და დარწმუნებული ვარ ისევ ბენის გავლენით ლოკი დათანხმდა ამ წინადადებაზე, რომ შარლოტა გაენთავისუფლებინა და მაილზი კი თავისთან დაიტოვა;
3) დრო მართლაც საინტერესო დეტალი იყო

;
4) ის პასპორტები და ფულები შესაბამისად ბენს ეკუთვნოდა და ვემხრობი რამდენიმეს მოსაზრებას, რომ იგი დროში მოგზაურობს და მოგზაურობს ძალიან ხშირად;
5) ლოკი ბენის გარეშე არაფერია. მაინც ბენის ჭკუაზე დადის ასე, რომ ეს კაცი ჩემ თვალში ძალიან დაეცა

უკვე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს;
6) საიდს არ ვამტყუნებ და არავინ არ თქვას, რომ ბოროტია

ჩვენ ხო არ ვიცით ჯერ საიდი რა მიზეზით კლავს ამ ხალხს.
7) ის კაცი კი გოლფის მოედანზე რომ მოკლა, მე მგონია რომ იმ ეკონომისტი ქალის BOSS-ი იყო, რადგან იმ ქალს საიდმა უთხრა, რომ უნდა წახვიდე, რადგან შენ ბოსზე გკითხავენო;
8) ნაომის და ელზას შორის რაღაც საერთოა და ამასაც მალე გავიგებთ ალბათ (სამაჯურების ნიადაგზე);
და პ.ს.
9) საიდი აი ძალიან სიმპატიური იყო ელზასთან შეხვედრისას

;
10) სოიერის თვალებზე და მიმიკებზე კეიტს, რომ ელაპარაკება ცუდად ვხდები რააა

;
11) ბენზე ყურებამდე ვარ შეყვარებული და ეგ ადამიანი ყოველ სერიაში მიყვარდება

რაღაც სხვანაირი როჟაა და რაც არ უნდა ბოროტი იყოს, ალბათ ვერასოდეს ვერ ვიტყვი მაგ პერსონაჟზე ცუდს. ყველანაირად უმაგრესია

მგონი ბლომად დავწერე

თუ რამე გამომრჩა დავამატებ.
პ.ს. ხალხნო სოიერიც არის Oceanic 6-ის გადარჩენილებიდან. კეიტის და ჯეკის პირველი შეხვედრა გაიხსენეთ კუნძულს გარეთ. მაშინ კეიტი დარწმუნებული ვარ სოიერზე ლაპარაკობდა.