მგონი უკვე დავლაგდი და შემიძლია ერთი წესიერი პოსტიც დავწერო.

ეს სერია ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო იყო არა მხოლოდ მე-4 სეზონში, არამედ საერთოდ ამ შოუში. მას ყველა ის ელემენტი ჰქონდა, რაც ლოსტს ჭირდება: შოკი, ემოციები, გაუგებრობა და რა თქმა უნდა cliff hangar (დრამატული დასასრული). მოკლედ პროდიუსერებმა თავიანთი ოსტატობა გამოავლინეს ამ ეპიზოდში. დეზმონდი განუმეორებელი პერსონაჟია, ყველასგან დამოუკიდებელი პრობლემატიკა და ბედი აქვს, ყველაზე დრამატული დილემის წინაშე ის აღმოჩნდება ხოლმე და გამოსავლის პოვნაც ძლიერ უჭირს. "Flashes before your eyes", ამ ეპიზოდში მან პირველად იმოგზაურა თავისი გონებით წარსულში და ამის მიზეზი გაირკვა: მაგნეტიზმი და რადიაცია, რითაც დასხივდა. ეს გახდა მისი მოგზაურობების მიზეზი კუნძულის დატოვებისას. ის ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მხსენილც მოევლინა: დენიელ ფარადეი (დანიელი ებრაული სახელია და მგონი სიზმრების წინასწარმეტყველს ნიშნავს, ან კიდევ ბიბლიაშია ასეთი ეპიზოდი, ზუსტად არ ვიცი). ოქსფორდში რომ წავიდა, მაგ დროს დავიძაბე.

წელს ვიყავი იქ და ზუსტად ის კოლეჯი, Queen's college-იც მოვინახულე, სადაც დეზმონდმა დენიელი ნახა. სხვათა შორის, მაგ კოლეჯთან ახლოს მდებარეობს მეორე კოლეჯი, Christ Church, სადაც ფილოსოფოსი ჯონ ლოკია დასაფლავებული:ის ადგილიც მაქვს ნანახი. ამ დამთხვევებით გაგაწამებენ!

). დენიელთან წარსულში შეხვედრა მნიშვნელოვანი, თან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ჩვენ ვიგებთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: წარსულის, მომავლის, ყველაფრის შეცვლა შეიძლება. დეზმონდი თავის თავგადასავალში იკარგება, მაგრამ ფინალის შთამბეჭდავ სცენაში თავის საყრდენს (constant-ს) პოულობს. ნომერი, ბოლო სცენა, პენისთან სახლში ვიზიტი, ყველაფერი ძალიან სენტიმენტალური იყო, მაგრამ ამით კმაყოფილიც ვარ!

საბედნიეროდ დეზმონდი მინკოვსკივით არ კვდება, ანუ მას წინ კიდევ უამრავი რამ ელოდება (პენის პირობა, რომ აუცილებლად იპოვიდა).
დეზმონდის ისტორიის პარალელურად მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი ჩნდება: კუნძულიდან ვერტმფრენი საღამოს მიფრინავს და ერთ საათში, შუადღეს ეშვება გემზე, რომლის ეკიპაჟიც (ის ომარი სად იპოვეს

) გაკვირვებული ხვდება პილოტს და ეკითხება, ასე მალე რატომ დაბრუნდიო. დროში ცდომილებებზე ფარადეიც ლაპარაკობს (მისი გმირი ახლად ჩამოსულებიდან ყველაზე მეტად მომწონს

). გული დამწყდა, რომ მინკოვსკის ასე მალე დავემშვიდობეთ. თან მგონია მას ისეთივე რამ სჭირდება, რაც ჰარლის გიჟ მეგობარს რიცხვებს რომ იმეორებდა და რომ მოკვდა.(ის ხომ წყნარ ოკეანეში მუშაობდა რადიოვიღაცად).ხო, კიდევ, ბენს მაგარი ჯაშუში ჰყავს, ბევრი ვარაუდობს, რომ ეს მაიკლია, რადგან უთანაგრძნობს დაკარგულებს და კარს უღებს. "Black Rock"-ის დღიურებიც მნიშვნელოვანი დეტალია, რიცხვებზე კიდევ მგონი უთვალავი თეორიის შედგენა შეიძლება...
ძალიან მიყვარს, როდესაც ლოსტში დროში მოგზაურობა ფიგურირებს, უფრო მეტ food for thought-ს გაძლევს, ვიდრე ჩვეულებრივი სერიები და იმაზე ვარაუდები, ვის ვინ უყვარს, ვინ ცოცხალია და მკვდარი და აშ. ბოლოს ფინალზეც მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვით: ფარადეი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე მეგონა. მან ბევრად მეტი იცის, ვიდრე ამას ამღღავნებს: დროში მოგზაურობა, დეზმონდთან შეხვედრა, მისი პერსონაჟი სიურპრიზებითაა სავსე, ისევე როგორც ლოსტი.

This post has been edited by Rocky Racoon on 29 Feb 2008, 17:48