lashaaa15საღოლ! მაგრამ მინდა გითხრა, რომ ბევრ რაღაცაში არ გეთანხმები და არ შემიძლია ერთი დიდი პოსტი რომ არ გამოვაცხო.
სერია არა მარტო მეოთხე სეზონის, არამედ მთლიანი შოუს საუკეთესო ეპიზოდებს შორისაა. ნამდვილად იმსახურებს ასეთ შეფასებას, იმიტომ რომ ყველაფერი ჰქონდა, რაც 40 წუთიან ლოსტს შეიძლება ჰქონოდა: მისტიკა, დრამა, სიურპრიზი და კითხვები.
სერია ბენჟამენ ლინუსის გარშემო იყო აგებული და ბევრი რამ გავიგეთ მისი მომავლიდან. რა სასტიკი, არაჰუმანური და დაუნდობელიც არ უნდა იყოს ბენი, მაინც გიჩნდება სიმპათია მის მიმართ, იმიტომ რომ.. ქართულად არ ვიცი როგორ ვთქვა, he's a damn genius. ყველაფერს ახერხებს. პირველ რიგში დუბინკით უსწოდება ორ საწყალ ბედუინს, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ მანამდე სივრცეში და დროში იმოგზაურა. ხო, ამაზე ჩემი თეორია მაქვს. მგონი რაც ვნახეთ, ეს ბენის კუნძულიდან გაღწევის სცენაა. ის, მას შემდეგ რაც ოუშეანიკის ხალხი უკვე მშვიდობაზეა გასული, ტელეპორტაციას ახდენს, არ ვიცი როგორ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ კუნძულიდან გარბის. თან მგონია, რომ დუტის კურტკა უბრალოდ დაზღვევაა, ვაითუ ჩრდილოეთ პოლუსზე ამოყოფდა თავს.

მერე როგორღაც საიდს არწმუნებს ძალიან ადვილად (აი საიდთან შეხვედრის სცენა ძალიან ბანალური მომეჩვენა, ჯერ ეს ერთი საიდი როგორ დააჯერა, რომ დეზმონდის გემით გავიდა, მეორეც როგორ დაარწმუნა, რომ ვიდმორის ხალხმა, და არა თვითონ, მოკლეს ნადია. დიდი შანსია, რომ ამაზე კიდევ რამეს ვნახავთ.

) და ბოლოს, ბოლოს კი არა დასაწყისში

შავ ბოლს მიუქსევს "ცუდებს".
ნამდვილად ცუდებს, იმიტომ რომ ამ დაპირისპირებაში აშკარად ბენის მხარეს ვიკავებ. გულგრილი არავინ დარჩებოდა ალექსის მოკვლის სცენისადმი. ყოველთვის მიყვარდა ეს პერსონაჟი და უბრალოდ მიკვირს ასე სასტიკად როგორ დაამთავრეს ამ გოგოს საქმე, არადა მაგარი გოგო იყო...
ახლა კი კუნძულზე განვითარებულ მოვლენებზე: ჯეკი ნამდვილად არავის მოუწამლავს. უბრალოდ ეგ კაცი რკინის ხომ არაა და გატყდა, კუნძულიდან წასვლის შემდეგ ხომ ჩანს წამლებზე რომ ზის, ხოდა დამოკიდებულება ჯერ კიდევ კუნძულზე გაუჩნდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. და მოკლულ ექიმს რაც შეეხება, ერთი ცოტა გიჟური თეორია მაქვს, მაგრამ ამ შოუში ხომ ნორმალური არაფერია. ხოდა მგონია, რომ რეალურ დროში ექიმი გემზეა, სახსალამათი და არც არაფერი უჭირს, მაგრამ კუნძულის დრო გემის, ანუ რეალური დროის წინაა, ხოდა მკვდარი ექიმი მომავალში ამოტოვტივდება კუნძულთან...
და ბოლოს, ყველაზე გაუგებარი მაინც ბენის და ვიდმორის საუბარი იყო. გარდა იმისა, რომ ახალი ინტრიგა იქმნება: დეზმონდი- პენი-ვიდმორი-ბენი-საიდის წრე იკვრება (იმ პონტში, რომ პენელოპას მოსაკლავად ბენი უეჭველი საიდს გაგზავნის, რომელიც თან დეზმონდის მეგობარია...), ნამდვილად არ მესმის, რატომ არ შეუძლია ბენს ვიდმორის მოკვლა...
PS ბენი რა ოთახში შეძვრა შავი ბოლის გამოსაძახებლად? იმ ოთახის კედლის წარწერებს რამე კავშირი ხომ არ აქვთ ოთხთითა ფეხთან და ძველ ნანგრევებტან?.....
მიმაგრებული სურათი