კარგი სერია იყო, წინასთან ნამდვილად ვერ მოვა, მაგრამ მაინც ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავდა. თუ სეზონის უმეტესი ნაწილი ჩვენ კუნძულზე განვითარებულ მოვლენებს ვუყურებთ, ამ სერიით ჩვენ პერსონაჟების შესახებაც ბევრი გავიგეთ, განსაკუთრებით ჯეკის შესახებ.
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს კუნძულს არ უნდა ჯეკი გაუშვას. როზამ სწორედ შენიშნა, რომ კუნძული ხალხს კურნავს და არა პირიქით. ჯეკის განზრახვა კუნძულს კიდევ არ მოსწონს და როდესაც ის კუნძულიდან საბოლოოდ მიდის, უკან ექაჩება მამამისის მოჩვენებებით. ახლაღა ვხვდებით როგორ გადაიქცა უნაკლო ლიდერი ალკოჰოლიკ სიუიციდერად. თან არა მარტო ჯეკს, ჰარლისაც კუნძული უკან ექაჩება, უბრალოდ ერთი დეტალი: როგორ დაინახა ჩარლი ერთ-ერთმა რენდომ ტიპმა, ჰარლის საგიჟეთში რომ უთხრა, ჩარლიმ მოგაკითხაო. ერთი ვერსიაა, რომ ის მეორე გიჟიც ჰარლის წარმოსახვის ნაყოფია.

ქეითს რაც შეეხება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი სცენა სერიაში ის იყო, სადაც მან ჯეკს უთხრა სოიერისთვის რაღაც საქმე გავაკეთეო. წარმოდგენა არ მაქვს სოიერს როგორ დაუკავშირდა, ან დაუკავშირდა რომ? ხო, ბოლოსდაბოლოს გაირკვა, რომ ხალხის ნაწილი მართლა დარჩა კუნძულზე და მათ შორისაა სოიერიც.
სერიას არც სასიყვარულო ამბები აკლდა, ჯულიეტი-ჯეკი-ქეითის სამკუთხედი საბოლოოდ გაიხსნა. მაგარი ტიპია ჯინი, რომელიც ალბათ ასევე კუნძუნლზე დარჩა, რათა სანი გადარჩენილიყო. ეს მისი და შარლოტას საუბრიდან შეიძლება დავასკვნათ, ისე საღოლ მაგას შარლოტა რომ გამოიჭირა!
სერიის კიდევ ერთი მთავარი გმირი კლერი იყო. საერთოდ ჯუნგლებში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. მაილსმა თავისი superpowers კიდევ ერთხელ გამოავლინა და დამარხული რუსო და კარლი იპოვა. ლოსტში ყველაფერი მიყვარს: შავი ბოლები, ოთხთითა ფეხები, მოლაპარაკე სავარძლები, ქათმისფეხიანი ქოხები, მაგრამ აი ეს მაილსი მაგრა არ მევასება...

რა ვქნა, ძალიან არაბუნებრივად მეჩვენება

ყველაფრის ფონზეც კი.

უცნაურია დაქირავებული რეინჯერები რატომ არ მოკვდნენ და საერთოდ შავი ბოლის რისხვას როგორ გადაურჩნენ. ერთი კაცი იყო მარტო დაჭრილი ი ვსიო, კარგად კი აბურთავა საწყალი ეკო სმოუკიმ. დავუბრუნდეთ კლერს. ჯერ სოიერმა რომ ჰკითხა ხომ კარგად ხარო, უპასუხა მოჩვენებებს აღარ ვხედავო. ნეტავი რას გულისხმობდა. Anyway მერე მამამისს, იგივე ჩარლზ შეპარდს რომ შეხვდა, საერთოდ დავიბენი, თან მაილზიც ხედავდა შეპარდს. ჩემი ვერსიაა, რომ ეს ისევ და ისევ შავი ბოლი ჩალიჩობს ვიღაცის დავალებით. სამაგიეროდ გავიგეთ აარონს ქეითი რატომ ზრდის. საერთოდ აარონის გაზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია. ჯერ კიდევ პირველ სეზონში ხომ უთხრა წინასწარმეტყველმა კლერს შენ უნდა გაზარდოო, ამ სერიაში კიდევ ჯეკი ეუბნება ქეითს აარონი შენი გასაზრდელი არააო. თან კლერი ისე გაუჩინარდა, რომ აარონი დატოვა და ეს ხომ საერთოდ ხლართავს სიტუაციას. მოკლედ საეჭვოა კლერი კიდევ ვიხილოთ ამ სეზონში. მაგრამ რაზეც მართლა დამწყდა გული ისაა, რომ რუსო მართლა მკვდარი აღმოჩნდა. პირველივე სეზონიდან მისი ფლეშბეკის ნახვდა მინდოდა და ახლა ალბათ ამას აღარ ვეღირსებით...