მაინც დავწერ ერთ დიდ პოსტს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სერია ძალიან ბევრ რამეს შეეხება, მაინც შევეცდები ცოტათი ყველაფერი დავალაგო.

როგორც იქნა ორკვირიანი მოლოდინი დასრულდა და ჩვენ კვლავ ვიხილეთ ლოსტი, როგორც იტყვიან at its best, იმიტომ რომ ის საათნახევარი რაც ვიხილეთ მართლა დაუვიწყარი რამ გამოდგა. წინა სერიების შემდეგ ბევრი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ოუშეანიკის წევრები ერთად. ამ სერიაში არა მარტო ამ კითხვას გაეცა პასუხი, არამედ ბევრ სხვა საიდუმლოს ახადეს ფარდა, ოღონდ როგორც ყოველთვის ნაწილობრივ, ინტრიგის შენარჩუნებით. ინტრიგა კი სერიას ნამდვილად არ აკლდა, იმდენი დაძაბული მომენტი და სცენა იყო, რომ ამოსუნთქვის საშუალება არავის ჰქონდა და რაც მთავარია, ამ სერიის ყურების შემდეგ მეეჭვება 9 თვეში ვინმე არ ჩაუჯდეს ლოსტს.
დავიწყოთ ოუშეანიკის ხალხით. როდესაც ჯეკი და ლოკი თათბირობდნენ, ჰარლის სწორად უპასუხა სოიერს, they're talking about leader stuff. ახალი არაა, რომ ამ ორ ადამიანს ბევრის ბედი აბარია. ჯეკმა სანუკვარს მიაღწია, სერიის ბოლოში ის 7 კაცთან ერთად პენელოპა ვიდმორმა იპოვა და გადაარჩინა, თუმცა მათ გადარჩენას ძალიან ბევრი ემსხვერპლა, მათ შორის ჯინი და მაიკლი (გამოუსწორებელი ოპტიმისტები დარწმუნებული ვარ იტყვიან, რომ ჯინი შეიძლება გემიდან გადამხტარიყო, მაგრამ მერე სად ამოყოფდა თავს, ამას ვერავინ იტყვის

). მაგრამ ჩვენ კი ვიცით, რომ ახლაც არ არიან სამშვიდობოზე, რადგან კუნძული მათ უკან ექაჩება. რთული წარმოსადგენია როგორ ამოყოფენ თავს ყველანი უკან კუნძულზე, მაშინ როდესაც ქეითი სიზმრებს ნახულობს კლერის გაფრთხილებებით და შურისძიების მოსურნე ქვრივი-იაპოშკა ბენის მთავარ მტერს ემეგობრება. თუმცა სამშვიდობოზეა დეზმონდი. სერიაში ყველაზე მეტად მის გამო ვინერვიულე: გასაოცარ ხმებს გამოვცემდი როდესაც ის გონებადაკარგული ზღვიდან ამოიყვანეს...

მაგრამ ღმერთის და პროდიუსერების კეთილ ნებას უნდა ვუმადლოდეთ ის რომ გადარჩა. მან დაიმსახურა ბედნიერება, ნამდვილად დაიმსახურა პენისთან ყოფნა...
რაც შეეხება ბენს, დარწმუნებული ვარ მის მიერ გაყინული ბორბლის დატრიალების სცენამ დარმამდელ კარაკულებიან ოთახში, სადაც რატომღაც ძალიან ცივა, კუნძულის გაქრობამ და კიდევ ათასმა საოცრებამ ყველა გააკვირვა კი არა და შოკში ჩააგდო. საქმე იმაშია, რომ ვერავინ ხვდებოდა კუნძულის გადაადგილება როგორ შეიძლებოდა... ერთი სარდაფში ხომ არ მაქვს ეგეთი ბორბლი კარგად უნდა მოვქექო...

სერიაში ბევრ კითხვას უპასხეს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი კითხვებიც გაჩნდა... სადაა კუნძული? რომელ დროში ან სივრცეში? 9 თვე ხანგრძლივი პერიოდია...

და ბოლოს ლოკი, ჯონ ლოკი, რომელიც სერიის ბოლოს ყველაზე მოულოდნელ ,თუ ნებას მომცემთ ვიტყვი, ამპლუაში აღმოჩნდა...

კუბოში ყველას მოველოდი, ოღონდ არა ლოკს. ბენი კი წავიდა ტუნისში და ლოკი აზერების ლიდერად დატოვა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ლოკი როგორ წავიდა კუნძულიდან და რა საშინელი ამბები დატრიალდა იქ (ამას ჯეკი ბენს ეუბნება). ან კიდევ ჯერემი ბენთემი რა უბედური სახელია? (თურმე ეგეც ჯონ ლოკის პონტში ნამდვილი ფილოსოფოსი ყოფილა)...

ხო, და კუნძულზე დარჩენილები არ დაგვავიწყდეს, მგონი სოიერი (გამიხარდა ეგ უბედურიც რომ გადარჩა, ბოლოს მაგრა ჯენტლმნურად მოიქცა, ვერტმფრენიდან რომ გადახტა ) და ჯულიეტი რომის ბოთლთან ერთად კარგი წყვილი იქნებოდა...

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარლოტა თურმე კუნძულზე ნამყოფი იყო ...
ეს პოსტი როგორმე ხომ უნდა დავამთავრო, ხოდა ვიტყვი, რომ There's No Place Like Home ნამდვილი ლოსტი იყო, ეპიკური, ემოციებით სავსე, დრამატული, თან რაც მთავარია მოულოდნელი...
მიმაგრებული სურათი