იყო დრო და შთაბეჭდილებები უფროს თაობას რომ ვუყურებდი
* * *
ვახ 2008 წლის 4 თებერვალი ყოფილა ჩიფსების თაობის დაწყების დრო, 12 წელზე მეტი გავიდა

მთავარ მოქმედ გმირებს წამოვეწიე ასაკში
საინტერესოა, რა მომწონდა ამ სერიალში?
ერთი ის მახსოვს რომ რუსული ენის სწავლას მაგ პერიოდში გამოვუცხადე ბოიკოტი. (ისედაც დისლექსისისკენ მიდრეკლიმა)
სასიხარულოდ წარუმატებულად რადგან ბევრ ხელოვნების ნიმუშს შემდგომ, მოგვიანებით რუსულად გავეცანი. (ახლა უკვე დიდ სისულელედ მიმაჩნია რომელიმე კონკრეტული ერის სიძულვილი ან ფანატიკური სიყვარული)
მაინც ვფიქრობ რომ დიდი პროპაგანდა იყო ჩადებული აღნიშნულ სერიალში და დაახლოებით როგორც Jojo rabbitის მთავარი გმირი ისე მივყვებოდი ცხოვრებას.
თუნდაც ავიღოთ ხელოვნური ზედ დადებული სიცილი

ახლა რომ ვუყურებ ძალიან მიღიზიანებს ყურს.
რა დრო გადავიტანეთ
ისე სახალისოა, ამის ავტორი და მთავარი სცენარისტი თითქოს ვიქტორ პელევინის შთაბეჭდილებების ქვეშაა და რეი ბრედბერის პრინციპებით ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის შექმნას.
შეიძლება ვცდებოდე და სიმართლესგან ძალიან შორს ვიყო, მაგრამ მალევე ნეგატიურმა გრძნობამ გაიღვიძა ჩემში.