ეხლა მე უნდა მომეწერა ვერ გავიგე თქო, მაგრამ კარგად რომ გადავიკითხე მერე მივხვდი, "სცორად"-ს მაგივრად "სწორად" უნდა წამეკითხა. მე კიდევ სწორად არ წავიკითხე და არასწორად, ანუ ისე წავიკითხე როგორც ეწერა და ცოტა (მაგიტომაც) ვერ გავიგე
მოკლედ რა ვართ ეს ქართველები (ბანალური ფრაზაა, მაგრამ მაინც) როგორ გვაბნევს ეს ერთი ასოც კი (ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე...

)
რაც შეეხება იმას, რაც თავიდან ვერ გავიგე და მერე რომ გავიგე.
კი ბატონო (და ქალბატონო). სერიალში ზედმეტი არ არის და მოუხდა კიდეც (მიუხედავად იმისა, რომ მისი სამსახიობო ნიჭით არ მოვიხიბლე. ისევე როგორც სხვა მსახიობების ზემოთ აღნიშნული (სამსახიობო) ნიჭით. მაგალითად: ეკა, სანდრო, მარიკა, თამარი (მგონი არ მეშლება. მაგათ ვერ ვარჩევ. ნუ ის, რომელიც არ თხოვდება

) და პრინციპში ანანოც). მე მისი სახელი არ მომეწონა. "თიკა" ძალით გასვეცკებული სახელია. არადა როგორც ვხვდები ძაან სვეცკი გოგჩოს როლი არ აქვს (ნუ, ვიღაც გლეხუჯა პაკლონნიკების ჩამოშორებას ასე მონდომებით არ უნდა ცდილობდეს. ანუ, ეგეთი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს მისთვის ასეთი უმნიშვნელო პრობლემა). "თიკო" რომ დაერქმიათ გაცილებით ბუნებრივი იქნებოდა. ან თუნდაც თავისივე სახელი "ლელუკა" გაცილებით უკეთესად ჟღერს.
არ ვიცი რატომ არ მომწონს ასე ეს სახელი. ალბათ იმიტომ, რომ ფაცაცია არ (ასე ვთქვათ) მხიბლავს...
მოკლედ, როგორც დიდი გენიუს დომიცუს კორბულონე იტყოდა "ყველა პრობლემა პრობლემა არაა". არც მსახიობების სამსახიობო ნიჭი (თუ პირიქით...) აკნინებს (<----მაგარი სიტყვა

) სერიალს და მითუმეტეს არც ერთი ასო (ვგულისხმობ ასოს სახელში "თიკა"-"თიკო"

)
სერიალის ცქერის დროს სხვა რამეზე ვფიქრობ. რაც შეიძლება ვისიამოვნო.
ნუ, პრინციპში გამომდის კიდეც...