დიდი სპოილერი!!! თუ ნანახი არ გაქვთ ბოლო სერია არ წაიკითხოთ!!!
ესეგი ვუყურე და რა კომენტარის გაკეთება შეიძლება????
ძვირფასო მეგობრებო ეს იყო ფინალი, რომელსაც ყველა ველოდით მაგრამ არ გვინდოდა, რომ დამდგარიყო. ძაან მიხარია,რომ ქასთზე ფულის ეკონომია არ გააკეთეს. სერიაში იყო ყველა ვინც კი საჭირო იყო. კვლავ ჩანდა ჩვენი დარკენა, ყოვლიშემძლე სისტარ ნიკი და თვით ქიპერი. უნდა აღინიშნოს,რომ ნიკი ძალიან იოლად მოკლეს, მაგრამ ვინ გაცადა

ამ სამტაროშო სიკვდილი და გაცოცხლება ისეთივე იოლია როგორც ჩვენთან დაძინება გაღვიძება.
რა იყო განსაკუთრებული ამ სერიაში? მომეწონა იდეა ქიფერის ბავშვის ფორმაში ხილვით. ნუ რომ აღმოაჩინეს კეილენის ძალის უმოქმედობა რიჩარდზე ეგ არ გამკვირვებია. არ მომეწონება ნიკის მოკვლის სცენა(ესეთი ძლიერი ჯადოქრის მოკვლა უფრო რთული უნდა ყოფილიყო).ქეილენი in Rage ძალიან კარგი სანახავი იყო.
ეხლა რაც შეეხება თვითონ ფინალს. თავიდან როგორცკი მისცა რიჩარდმა ქიფერს stone of tears მეთქი გადაწყვიტეს არატრადიციულად დაემთავრებინათ და ვერ დავმალავ, რომ ძალიანაც მომეწონება ეს იდეა. თუმცა მერე კეილენის ცრემლით შეიქმნა ახალი ქვა. ხოდა სწორედ მაშინ დავფიქრდი, თუ რას ნიშნავდა თვითონ Stone of Tears და იდეა ძალიანაც მომეწონა. კარგი ნამუშევარია სცენარისტების, მოახერხეს და ორივე წინასწარმეტყველება შეასრულეს თან თანმიმდევრობითაც.
ეხლა რა ხდება მორჩა სერიალი? მაგრამ რატომ უნდა დამთავრდეს??? კიდევ არის გაცოცხლებული სისტარ ნიკი, მოუშორებული ჭირი დარკენ რალი და კიდევ მრავალი Villian რომლის შემოყვანაც შეიძლება. რატომ უნდა დაიხუროს ეს სერიალი? მარა რას იზამ

იმედია პეტიციების შეგროვება დაიწყება და დააბრუნებენ ჩვენ საყვარელ ლეგენდას ტელეეკრანებზე.