ერთ ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სერიალი თავისი გმირებით ჩემს სიაში.

რუსთავი 2_მა რო დაიწყო გაშვება მაშინ გავიგე ამ სერიალის არსებობის შესახებ,
მაგრამ მის კუს ნაბიჯებს ვეღარ მივყევი და სამ დღეში ვუყურე თავიდან ბოლომდე ორივე სეზონს.
რა ცუდია ასე გვიან რომ ვუყურე და საერთო განხილვებს ვერ შემოვუერთდი,
ახლა უნდა ვიყო ასე მარტოდ მიუსაფარი...

მაგრამ ამ თემის 86 გვერდი მაინც თავიდან ბოლომდე წავიკითხე.
ფინალმა რაღაც იმედი გამიცრუა.
მარტო კოცნით დამთავრება რა იყო?
მთელი 44 სერია ველოდი როდის შეაბამდნენ ქეილენს ყელზე რამეს
ან როდის დალევდა რიჩარდი რამე ელექსირს რომ "ისპავედნიცას" ძალას არ ემოქმედა მასზე,
და ასე ჩამაშხამეს ყველაფერი ?!:mad:
მეორე არ იყო ლამაზი დასასრული, უფრო ორიგინალურის მოფიქრება შეიძლებოდა.
ჩემი უსაყვარლელის პერსონაჟი იყო დარკენ რალი.

ძალიან გამიხარდა რო დააბრუნეს და ბოლომდე ცოცხალი დატოვეს.
თან კაი პონტში დატოვეს, მორთსიტები ყავს ბლომად, და გაერთობა ხოლმე თავისებურად.

ქალებიდან უსაყვარლესი კარა.
ძალიან მინდოდა კარა და დარკენ რალი ერთად დარჩენილიყვნენ და შვილი გაეზარდათ.

საერთოდ ვერ მივხვდი რატო უნდა მოეკლა დარკენ რალს მისი შვილი?
ყველას უნდა მემკვიდრე,
თან პირველი სეზონის დასასრულს კეილენისგან რომ ელოდებოდა მემკვიდრეს ძალიან უნდოდა
და ძალიან ბედნიერი იყო, უყვარდა შვილი.
ასე რომ ვერ გავიგე რატო ქნეს სცენარისტებმა ისე თითქოს დარკენმა მისი და კარას შვილი მოკლა?
მოკლედ მე ასეთი დასასრული მსურდა:
დარკენ რალი და რიჩარდი გაერთიანებული ძალებით ამარცხებენ ქიფერს,
რის შემდგეც რიგდებიან,
ისე არა რო" უი შენ გენაცვალე" და რამე,

მაგრამ იტანენ რა ერთმანეთს, ყოველშემთხვევაში მოსაკლავად აღარ დასდევენ.
მიდიან თავიან სასახლეში და დარკენ რალი კარასთან და მათ შვილთან ერთად
და რიჩარდი და ქეილენი იწყებენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.

ნუ რიჩარდი და დარკენი მოსიყვარულე ძმები არ ხდებიან, ხანდახან წაკბენენ ხოლმე ერთმანეთს,
მაგრამ მაინც მშვიდობიანად აგრძელებენ ცხოვრებას.
ჭირი იქა, ლხინი აქა.

ჰო ვიცი ძაან არარეალურია, და ბევრისთვის ძალიან მიუღებელი,
თქვენ ბოროტულად გიყვართ დასრულება, მაგრამ მე ჰეფი ენდის ფანი ვარ.